... (H-599), 1646 წ.

1614. რა: ვაჭარმან: ესე: სიტყვა: თქვა: საქმენი: გააკვლადნა: ქალმან: დიდნი: დაიზახნა: ფიცხლა: თავსა: მოიხადნა: ტარიელცა: დაიზახნა: დაფარულნი: გააცხადნა: ნარგისთაგან: ნაწვიმარი: ღვარი: ადგა: თოვლი: გადნა:

1615. მომკალ: ქალსა: თავ: მოხდილსა: თუ: მზე: ვითა: ეურჩოსა: სული: ვარდსა: დავამგზავსე: თავშიშველი: ყაყაჩოსა: თუ: ბრძენიცა: მაქებარი: მისი: იხმობს: ვირებ: ჩოსა: ჰგავს: თუ: ტყუბი: მარგალიტი: ზის: ბროლისა: ხარხანჩოსა:

1616. ქალი: საბრალოდ: მამასა: სტირს: ბულბულისა: მგზავსია: თმა: გაიგლიჯა: გაყარა: ღაწვი: ცრემლითა: ავსია: ვარდი: შექნილა: ზაფრანად: ლალი: მართ: ვითა: მხავსია: მზესა: ღრუბელი: ეფარვის: ამად: ნათელი: დავსია:

1617. იხოჭს: და: იგლეჯს: ზახილით: ტირს: სიტყვა: ხაფი: უარე: სისხლი: და: ცრემლი: თვალთაგან: სდის: ცრემლი: გარე: უარე: მოვხეო: შენთვის: მამაო: შვილი: ყოველთა: უარე: ვერა: გმსახურე: ასულმან: ვერცა: რა: შეგაგუარე:

1618. ჩემთვის: ბნელქმნილო: მამაო: ნათელო: თვალთა: ჩემთაო: ჩემთა: რა: გაცნევს: ამბავსა: გულისა: მონაცემთაო: მზეო: რად: ღა: გაქვს: სინათლე: რადღა: ანათობ: თემთაო: რად: არ: დაიქეც: ქვეყანავ: რადღა: მართიხარ: ზე: მთაო:

1619. ტარიელ: მოსთქვამს: გამზრდელო: ჰა: ჰა: რა: საქმე: მსმენია: მიკვირს: თუ: მზეღა: რად: ნათობს: რად: არა: დაუჩენია: მზე: მოჰკვე: ყოვლთა: სულდგმულთა: სოფელი: აღარ: შენია: ღმერთსა: მომადლე: შემინდევ: რაცა: შენ: ჩემგან: გწყენია:

1620. მაშინ: გახდეს: ყველაკანი: მტირალად: და: ცრემლთა: მღვრელად: დიდი: ხანი: მოიტირეს: თავის: თავის: გაუყრელად: ავთანდილ: და: ფრიდონ: ტირან: გულსადაგად: არ: თუ: ჭრელად: მაგრა: ექმნნეს: სულსა: მღებელ: კათოლიკოს: მაწყვერელად:

1621. ზე: ადგეს: და: მოახსენეს: ჰე: მნათობნო: ცისა: მზენო: დასთმეთ: გული: დაიწყნარეთ: ქენით: რაცა: მოგახსენო: იგი: ღმერთმან: გაამაღლა: ვითა: ორბი: მისნო: ფრთენო: აქ: ყოფნა: არა: გვმართებს: არცაღა: გუცალს: გლოვად: ჩვენო:

1622. მადლი: უბრძანეს: აწვივნეს: ქვე: დასხეს: ზე: ადგომილნი: მუნვე: დგეს: იგი: ვაჭარნი: პირსა: ფერ: აერ: კრთომილნი: გაკვირვებულნი: საბრალოდ: მართ: ვერას: ვერ: მიხდომილნი: ებრძანა: ძმაო: რა: გიკვირს: ჩვენ: იგი: ვართ: წახდომილნი:

1623. კვლა: უბრძანებდეს: გვიამბეთ: ამბავი: დანარჩომია: მათ: მოახსენეს: პატრონო: ინდოეთს: დიდი: ომია: მოსულა: ხატა: ლაშქარი: ქალაქსა: შემოსდგომია: რამაზა: ვინმე: ხელმწიფე: მათად: პატრონად: მჯდომია:

1624. ჯერთ: დედოფალი: ცოცხალა: მკვდართაგან: უფრო: მკვდარია: იბრძვის: ლაშქარი: ინდოთა: თუც: იმედ: გარდამწყდარია: გარეთ: ციხენი: წაუხვმან: ყველაი: გარდამხდარია: მზეო: შენ: შუქნი: მიჰფინეთ: ჰაი: რა: ავი: დარია:

1625. მუნა: მყოფსა: ყველაკასა: შეეკერა: ჩვენცა: შავი: რამაზს: წინა: გამოვედით: მისრულად: ვთქვით: ჩვენი: თავი: მეფე: ჩვენი: დიდი: არის: მათ: ეწადა: მისი: ზავი: გამოგვიშვა: წაედითო: არა: გვიყო: ყოლა: ავი:

1626. რა: ტარიელს: ესე: ესმა: მეტად: ფიცხლად: აიყარა: ეჯი: სამდღე: წასავალი: ერთსა: დღესა: წაიარა: დროშა: მისი: აიმართა: წინა: არა: მოიფარა: აწ: ნახე: თუ: გოლიათი: გული: ვითა: ამაგარა:

ტარიელისაგან ჰინდოეთს მისვლა და ხატაელთ დამორჩილება:

1627. ინდოეთს: ზედა: წაადგა: მუნ: მთა: და: დიდი: ქედია: აჩნდა: ლაშქარი: უსახო: მესაკვირველა: მე: დია: ტარიელ: ბრძანა: მოყმენო: აწ: თქვენგან: რა: იმედია: ადრე: მოვიცლი: ჩემთაგან: ღმერთი: და: ჩემი: ბედია:

1628. იმა: ლაშქართა: უნახვან: კვლავ: ხრმალთა: ჩემითა: კვეთანი: ერთხელ: შემებნეს: დავხოცენ: შევქენ: აბჯართა: ფეთანი: ავთანდილ: ჰკადრა: რად: უნდა: თქმანი: სიტყვათა: მძლეთანი: მართ: ვითა: მტვერთა: წავიხვამთ: მიხვდეს: ფერხითა: ცვეთანი:

1629. დაეკაზმნეს: საომარად: გაამაყდეს: გაჩაუქდეს: ცხენთა: შესხდეს: უკეთესთა: სახედარნი: ასუბუქდეს: ერთმანერთსა: აჯობინეს: მჭვრეტელთაგან: არ: გაუქდეს: იგი: ქედი: ჩაიქროლეს: ბუქისაცა: უფრო: ბუქდეს:

1630. წინ: მავალნი: დარაჯათა: მათთა: ზედა: გარდეკიდეს: ტარიასთა: გააქცივნეს: მიეწივნეს: ჩამოყრიდეს: მოაგებნეს: მხარდაკრულნი: მათ: წინაშე: მოასხმიდეს: აიზიდნეს: ვისნი: ხართო: ჰკითხეს: ხანსა: დარეზმიდეს:

1631. მათ: მოახსენეს: მეფეო: ჩვენ: ცუდად: დაღორებულნი: რამაზის: ხელმწიფისანი: აქა: დარაჯად: რებულნი: წადით: რეგვენნო: თქვენ: ჩვენგან: გაფიცხებულნი: აცნობეთ: თქვენსა: პატრონსა: მოვლენ: გულითა: ქებულნი:

1632. უთხარით: “ბრძანებს: ტარიელ: მეფე: ლაღი: და: ჯანია: იგი: ხელმწიფე: მაღალი: მებრძოლთა: მემაჯანია: ჩემსა: ამბავსა: გაცნევენ: შენნივე: დარაჯანია: შიში: ვერ: გიხსნის: სიკვდილსა: ცუდიღა: დაღრეჯანია: