... (H-599), 1646 წ.

1653. ვითა: გამზრდელსა: მართებდა: გაზრდილი: აგრე: ხელია: რომე: სდის: ცრემლი: თვალთაგან: კვლა: ცეცხლი: უფრო: ცხელია: თავსა: იგლეჯს: და: იზახის: ტირს: მეტად: გულფიცხელია: გიშრისა: ტევრსა: მოფოცხდა: ბროლისა: საფოცხელია:

1654. რა: ნახნა: ხასნი: ვაზირნი: ფლასითა: დამოსილნია: კვლა: დაიზახნა: ტარიელ: უფროსნი: დანაკივლნია: სისხლი: და: ცრემლი: თვალთაგან: სდის: და: მიწყობით: მილნია: მოვიდეს: ყელსა: მოეჭდნეს: ვითა: ძმანი: და: შვილნია:

1655. დიდებულნი: მოეხვივნეს: მოუზრუნვეს: მათ: ცოლქმართა: ქალი: დაბნდა: მამისათვის: ტირილიცა: ვერ: შემართა: ვარდსა: რტონი: ჩამოსცვივდეს: ზე: ვერავინ: წამომართა: მუნა: კაცთა: ვერ: ვხედვიდი: გაცინებით: მოღიმართა:

1656. დედოფალი: გამოჭრილი: მოვიდოდა: ნახვად: მათად: უბრძანებდა: რად: ვინ: სტირთო: ესე: ჰქონდა: წყრომა: ზრახვად: ღმერთმან: რისხვა: მოაქცია: წყალობისა: გამოსახვად: გვმართებს: რომე: მადლი: მივსცეთ: აღარა: გვცალს: გლოვა: ახვად:

1657. ტარიელ: ზედა: მოიჭდვნა: მხურვალთა: ცრემლთა: მდენელმან: იტყვის: თუ: ცეცხლი: დამევსო: ცხელია: აწ: მე: დამწვა: ნელმან: დადუმდი: სული: დაიღე: ჩემგან: ამისმან: მსმენელმან: თქვენი: სიცოცხლე: მალხინა: ღმერთმან: ობოლთა: მლხენელმან:

1658. ქალმან: დედასა: შესტირნა: ჰაი: ჰაი: რაღა: ვქნა: დედაო: შესამოსლითა: დაგაგდე: აწ: შაოსანსა: გხედაო: მამამან: ტახტი: დასცალა: არა: ზის: მასსა: ზედაო: დედამან: ცრემლნი: მოხოცნა: ეტყვის: დადუმდი: ბედაო:

1659. გარდაუკოცნა: პირი: და: ბაგეთა: ვარდი: თხელები: ვარდსა: დაუტყლეჟს: ბაგითა: გახდა: ალვისა: მთხელები: დარეჯანს: ეტყვის: რაღა: ვთქვათ: სიტყვები: ბედით: ხელები: ჩვენ: ყოვლთა: გვმართებს: ნეტარძი: ათასი: არ: ერთხელები:

1660. რა: გარდახდა: მცირე: ჟამი: ხანი: იქნა: გარდასრულად: დიდებულნი: ეთაყვანნეს: ერთობილნი: ადგეს: სრულად: იგი: მზენი: მიეგებნეს: მოეხვივნეს: გულის: გულად: აკოცეს: და: მოიკითხეს: თავისთავის: თვითეულად:

1661. ავთანდილ: და: ფრიდონ: ჰკადრეს: დედოფალსა: მიმტკივნება: ტარიელ: თქვა: დედოფალო: გჭირს: ამათი: არამცნება: ესენია: მხსნელნი: ჩვენნი: აწ: არა: გვცალს: გრძლად: უბნება ამათგან: გვაქვს: ჩვენ: ორთავე: სიცოცხლისა: მოპოვნება:

1662. ადგა: და: ქალაქს: შევიდა: თვით: გარდახდეს: სრასა: მათსა: ერთსა: ბრძანებს: დედოფალი: მართ: სიტყვასა: ვითამ: ათსა: ღმერთმან: მოსრნა: მტერნი: ჩვენნი: ვერ: დავცემენ: ყოლ: შამათსა: ამად: შევიქ: სიხარულსა: მართ: გულისა: საკამათსა:

1663. უბრძანა: გლოვა: გახსენით: ქოს: წინწილასა: ჰკარითო: დიდი: ზათქი: და: ზეიმი: გავიდეს: ჩვენით: კარითო: ნახლები: თქვენი: ოქროსა: სარტყლითა: მოიკარითო: იცინოდით: და: იმღერდით: ნუ: ცრემლი: აწანწკარითო:

შინ მისვლა ტარიელისა და ნესტან დარეჯანისაგან და ქორწილი მათი:

1664. დედოფალმან: მათ: ცოლქმართა: თვითო: ხელი: დაუჭირა: ზედან: ტახტსა: მეფისასა: ერთგან: დასხმა: გაუპირა: მოიშორეს: კაეშანი: გული: მდედრი: აქვითკირა: გლოვა: ცვალა: სიხარულად: აღარავინ: აატირა:

1665. დედოფალმან: შეიმოსა: შავი: ძაძა: აიხადა: დიდებულთა: შესამოსი: მხიარული: დაუმზადა: ყველაკაი: დამოსა: და: საბოძვარი: უდიადა: ბრძანა: ჭირი: დავივიწყოთ: რადგან: ლხინი: დაგვებადა:

1666. ტახტსა: ზედა: ერთად: მსხდომი: ტარიელ: და: ცოლი: მისი: ერთმანერთსა: შეფერობდეს: ქალი: ყმისა: შესატყვისი: გონება: და: ანუ: ენა: გამოსთქმიდა: მასმცა: ვისი: რამცა: გვანდა: ხორციელი: სოფელს: შვილი: ადამისი:

1667. ტარიელს: და: ცოლსა: მისსა: მიხვდა: მათი: საწადელი შვიდი: ტახტი: სახელმწიფო: საშვებელი: გაუცდელი: მათ: პატიჟთა: დაავიწყებს: ლხინი: ესე: აწინდელი: ყოლა: ლხინთა: ვერ: გაუძლებს: კაცი: ჭირთა: გარდუხდელი:

1668. თვით: ორნივე: ერთგან: მსხდომნი: ნახნეთ: მზეცა: ვერა: სჯობდეს: ბუკსა: ჰკრეს: და: მეფედ: დასვეს: ქოსნი: ხმასა: დაატკბობდეს: მისცე: კლიტე: საჭურჭლეთა: თავთა: მათთა: მიანდობდეს: ესეაო: მეფე: ჩვენი: იზახდიან: ამას: ხმობდეს:

1669. ავთანდილ: და: ფრიდონისთვის: ორნი: ტახტნი: დაამზადნეს: ზედა: დასხდეს: ხელმწიფურად: დიდებანი: უდიადნეს: ღმერთმან: სხვანი: ხორციელნი: მათებრნიღა: რად: დაბადნეს: ამბობდიან: ჭირთა: მათთა: ყველაკასა: გაუცხადნეს:

1670. სმა: პურობა: გახარება: ქნეს: ჯალაბი: გაადიდეს: ვითარიცა: ქორწილობა: ხამს: ეგეთსა: გარდიხდიდეს: მათ: ორთავე: თავისთავის: ძღვენსა: სწორად: მიართმიდეს: გლახაკთათვის: საბოძვარსა: საჭურჭლესა: ერთგან: ყრიდეს:

1671. დედოფალმან: ეგრე: ბრძანა: ობოლ: ქვრივნი: მოასხენით: ყველაკაი: დაამდიდრეთ: საბოძვრითა: აავსენით: თვით: უბოძა: უსაზომო: რომ: არ: ითქმის: ყოლა: ენით: ულოცეთო: დღეგრძელობა: ესე: ღმერთსა: შევედრენით: