... (H-599), 1646 წ.

1596. მათთავე: სახედ: რომელსა: ესენი: დაუბადიან: იგივე: გაჰყრის: სიშორე: არა: თუ: ნებით: სწადიან: ვარდსა: წებვენ: და: აპობენ: ტირან: და: ცრემლნი: ჩასდიან: მათთა: გამყრელთა: ყველთა: სიცოცხლე: არ: იქადიან:

1597. ნესტანლარ: იტყვის: ნეტამც: ყოლე: არ: შემოგცნებოდი: მზისა: გამყრელი: გაყრითა: აწ: ასრე: არ: დავდნებოდი: ამბავსა: სცნევდი: მაცნევდი: წიგნითა: მეუბნებოდი: ვითა: მე: შენთვის: დამწვარვარ: აგრე: შენ: ჩემთვის: ბნდებოდი:

1598. თინათინ: უთხრა: ჰე: მზეო: შენთა: მჭვრეტელთა: ლხინებო: რადმცა: გაგწირე: თუ: ვითა: გაყრასა: მოვითმინებო: ღ~თისაგან: დღეთა: თხოვნისა: ნაცვლად: სიკვდილი: ვინებო: აგრემცა: მივი: რაზომსა: მე: ცრემლსა: დავიდინებო:

1599. კვლა: აკოცეს: ერთმანერთსა: გაიყარნეს: იგი: ქალნი: ქვე: დამდგომმან: წამავალსა: ვერ: მოსწყვიტნა: ყოლა: თვალნი: იგი: იჭვრეტს: უკუღმავე: ედებოდეს: ამით: ალნი: რომე: მწადდეს: ვერ: დავწერენ: მე: სიტყვანი: ნაათალნი:

1600. როსტან: მათითა: გაყრითა: ხელთაგან: უფრო: ხელდების: ათასჯერ: იტყვის: ვაგლახსა: არ: სულთქმა: უერთხელდების: ცხელი: სდის: წყარო: ცრემლისა: მართ: ვითა: ქვაბი: ცხელდების: ტარიელ: არის: დაღრეჯით: ფიფქი: ნასდების: თხელდების:

1601. ტარიელს: ვარდსა: დაუტყლეჟს: მეფე: ხვევნით: და: კოცებით: იტყვის: თუ: თქვენი: სიახლე: მიჩნდის: აქამდისცა: ოცებით: რადგან: მოგშორდი: დავრჩები: პატიჟთა: გაასოცებით: შენგან: მოგვეცა: სიცოცხლე: შენგანვე: დავიხოცებით:

1602. ტარიელ: შეჯდა: მეფისა: გამყრელი: გამომსალამე: სრულად: ლაშქართა: სდიოდა: ცრემლი: მინდორთა: სალამე: მზე: შენ: გელმისო: საომრად: და: თავი: შენ: მას: ალამე: უბრძანა: თქვენთვის: მტირალსა: ყოლა: არ: მიჩნდეს: სალა: მე:

1603. გაემართნეს: და: წავიდეს: დია: სპითა: და: ბარგითა: ტარიელ: ფრიდონ: ავთანდილ: თავითა: მეტად: კარგითა: კაცი: ორმოცი: ათასი: ჰყვა: ცხენებითა: ვარგითა: მივლენ: სამნივე: გულითა: ერთმანერთისა: მარგითა:

1604. სამ: თვე: ვლეს: ღმერთსა: მათებრ: სხვა: ნურა: ნუ: დაჰბადოსა: მოეგებნიან: მტერობა: ვერავინ: დაიქადოსა: მინდორსა: შიგან: სადილად: გარდახდეს: უდელადოსა: ვითა: მართებდათ: პურობდეს: ღვინოსა: სმიდეს: არ: დოსა:

ტარიელისაგან ინდოთა მეფისა სიკვდილის ცნობა:

1605. ქედსა: ზედა: გარდამოდგა: მეტად: დიდი: ქარავანი: კაცები: და: სახედრები: ერთობ: იყო: შაოსანი: გარეშემო: მოეკვეცნეს: უკანამო: დალალანი: მეფე: ბრძანებს: მოასხითო: ჩვენ: დავყოვნოთ: აქა: ხანი:

1606. მოასხნეს: იგი: ვაჭარნი: და: მათი: უხუცესია: უბრძანეს: ვინ: ხართ: შავითა: რად: ტანნი: შეგიგლესია: მათ: მოახსენეს: სით: მოვალთ: იქ: ასრე: დანაწესია: ინდოეთს: ნისრით: მოსრულთა: გვივლია: გზა: უგრძესია:

1607. გაეხარნეს: მათ: ვაჭართა: ინდოეთით: მომავლობა: მაგრა: თავი: უმეცარ: ყვეს: არა: მისცეს: ყოლა: გრძნობა: უცხოურად: ეუბნების: მათ: ვერა: ცნეს: მათი: ცნობა: არ: ესმოდა: ინდოური: არაბულად: ყვეს: უბნობა:

1608. უბრძანეს: გვითხარ: ვაჭარნო: ამბავი: ინდოეთისა: მათ: ჰკადრეს: ზეცით: მოსრულა: ინდოეთს: რისხვა: ზეცისა: დიდსა: და: წვრილსა: ყველასა: ცრემლი: გვდის: მგზავსი: წვეთისა: მუნ: შიგან: მყოფსა: ბრძენსაცა: ცნობა: აქვს: ვითა: შეთისა:

1609. თვით: მათვე: მათსა: ამბავსა: უამბობს: არის: წყლიანი: ფარსადან: მეფე: ინდოთა: იყო: ხელმწიფე: სვიანი: მას: ესვა: ქალი: მნათობი: მზისაცა: უფრო: მზიანი: კბილ: მარგალიტი: ტანალვა: ღაწვ: ბალახშ: ყორანთმიანი:

1610. მას: ქალსა: და: ამირბარსა: ერთმანერთი: შეუყვარდა: იგი: ქალი: პატარაი: მამის: დასა: გაეზარდა: ამირბარმან: სიძე: მოკლა: ხმა: მეფესა: დაუვარდა: ბუქთა: მისგან: მონაქროლთა: ინდოეთი: გარდაქარდა:

აქა ტარიელ დიდვაჭართა ჰინდუსტნის ამბავსა ჰკითხავს:

1611. მამიდაი: ქაჯი: იყო: გრძნეულობა: იცის: კარგა: მით: შემართა: საშინელი: მზე: ხმელეთსა: დაუკარგა: თვითცა: მოკვდა: უბედური: მართ: საცოცხლოდ: არად: ვარგა: იგი: ქალი: დაიკარგა: ალვა: მორჩი: სხვაგან: დარგა:

1612. ცნა: ამირბარმან: წავიდა: ლომი: მის: მზისა: მძებნელად: იგიცა: წავდა: ინდოეთს: გახდა: მთვარე: და: მზე: ბნელად: ორნივე: წახდეს: პოვნაღა: მათი: არს: აწ: საგებნელად: მეფემან: ბრძანა: ჰე: ღმერთო: რად: ცეცხლსა: მომიდებ: ნელად:

1613. მეფე: გაშმაგდა: მათისა: უღონო: ქმნილი: ძებნისა: ვად: შეიცვალა: ინდოეთს: ხმა: წინწილისა: ებნისა: ცოტასა: ხანსა: გავეძლო: დება: სახმილთა: გზნებისა: აწ: თვითცა: მოკვდა: შეექნა: ბოლო: სრისა: და: ტკებნისა: