... (H-599), 1646 წ.

1576. დაიწყეს: მორთმა: პურისა: ლაშქართა: მის: მესავსისა: ზროხა: და: ცხვარი: დაკლული: არს: უმრავლესი: მხავსისა: შეიქნა: ძღვნობა: ძღვენისა: მათისა: შესამგავსისა: მათ: ყოვლთა: შუქი: ანათობს: პირისა: მზისა: გავსისა:

1577. იაგუნდისა: ჯამები: იყვის: ლალისა: ჭიქები: კვლა: უცხო: ფერთა: ჭურჭელთა: სხდის: უცხო: უცხო: სიქები: მის: ქორწილისა: მაქები: კაცი: ბრძენთაგან: იქები: მჭვრეტელო: გულსა: ეტყვიან: ნუ: აიხსნები: იქ: ები:

1578. მუტრიბნი: მოდგეს: ყოველგნით: ისმოდის: ხმა: წინწილისა: შეყრით: ძეს: გორი: ოქროსა: და: ბალახშისა: თლილისა: მსმელთათვის: წყარო: ღვინისა: ასგან: დის: მგზავსი: მილისა: ბინდით: ცისკრამდის: სმა: იყო: გარდახდა: ჟამი: დილისა:

1579. არა: დარჩა: უსაბოძვრო: არ: კოჭლი: და: არ: საპყარი: მოდიოდა: მარგალიტი: მოფანტული: მონაყარი: გაბედითდა: წასაღებლად: ატლასი: და: ოქრო: მყარი: სამ: დღე: იყო: ინდოთ: მეფე: ავთანდილის: ვით: მაყარი:

1580. ხვალისად: მეფე: არაბთა: კვლა: პურობს: არ: ღაფალია: ტარიელს: უთხრა: შენი: მზე: საჭვრეტლად: სატურფალია: მეფე: ხარ: ყოვლთა: მეფეთა: და: ეგე: დედოფალია: ხამს: ყურსა: გვეგდოს: საყურად: ჩვენ: თქვენი: ნატერფალია:

1581. აწ: მეფეო: არ: ეგების: ჩვენი: სხდომა: თქვენად: სწორად: სახელმწიფო: საჯდომი: და: სხვა: დაუდგა: ტახტი: შორად: ქვემოდ: დასხნა: ავთანდილ: და: მისი: ცოლი: მათად: სწორად: პირველ: ძღვენი: ტარიასთვის: მოიღიან: იდვის: გორად:

1582. არაბთა: მეფე: მასპინძლობს: იქს: ოდენ: არიფობასა: ზოგჯერ: მათ: ახლავს: ზოგჯერ: მათ: არ: იხმობს: ხელმწიფობასა: გასცემს: და: უქებს: ყველია: უხობა: იეფობასა: ფრიდონ: ზის: ახლოს: ავთანდილს: ჩვეული: ვით: მეფობასა:

1583. მეფესა: ქმრითურთ: პატივი: ჰქონდა: ინდოთა: მეფისა: სიყვარული: და: ჩუქება: ვით: სიძისა: და: სძალისა: რომე: სძღვნა: არა: ეგების: თქმა: არცა: ნაათალისა: თვითო: სკიპტრა: და: პორფირი: და: გვირგვინები: თვალისა:

1584. კვლა: უძღვნა: ძღვენი: ორთავე: მგზავსი: მათისა: ბედისა: ათასი: თვალი: ნაშობი: რომანულისა: დედისა: კვლა: მარგალიტი: ათასი: მართ: ვითა: კვერცხი: ბატისა: ათასი: ცხენი: ტაიჭი: სისხოთა: მგზავსი: ქედისა:

1585. ფრიდონს: უძღვნა: ცხრა: ტაბაკი: მარგალიტი: თავშედგმული: ცხრა: ტაიჭი: ძვირფასისა: უნაგრითა: შეკაზმული: ინდოთ: მეფე: თაყვანისცემს: ლაღი: ბრძენი: არ: მახმული: მადლი: ჰკადრა: მხიზელურად: თუცა: იყო: ღვინო: სმული:

1586. რას: ვაგრძელებდე: გარდახდეს: დღენი: ერთისა: თვისანი: თამაშობდიან: არ: იყვნეს: ყოლა: გაყრანი: სმისანი: ტარიელს: სძღვნიან: უცხონი: თვალნი: ლალისა: ქვისანი: მათ: ყოვლთა: მათნი: ელვანი: ფარვენ: მართ: ვითა: მზისანი:

1587. ტარიელ: ჰგვანდის: ვარდსა: და: იყვის: ფიფქისა: მთოელად: ავთანდილ: როსტანს: წინაშე: გაგზავნა: დასათხოელად: შესთვალა: შენი: სიახლე: კმა: ჩემად: ლხინად: ყოელად: მტერთა: აქვს: ჩემი: სამეფო: ვიცი: მუნ: შიგან: მძოველად:

1588. უცებნი: მოსრნის: მცოდნელთა: ცოდნამან: ხელოვნებამან: ვეჭვ: მოგცეს: თქვენცა: დაღრეჯა: ჩემმან: რასაცა: ვნებამან: წავიდე: ავი: არ: მიყოს: მე: აქა: დაყოვნებამან: ადრე: კვლა: გნახნე: მორჭმულნი: ინებოს: ღმრთისა: ნებამან:

1589. როსტევანს: კადრა: მეფეო: რად: ხართ: რასაცა: რიდითა: რაცა: გიჯობდეს: იქმოდით: გასჭვრეტდით: გაიცდიდითა: ავთანდილ: თანა: წამოგყვეს: წადით: ლაშქრითა: დიდითა: თქვენთა: მტერთა: და: ორგულთა: დაფრეწდით: დაცასჭრიდითა:

1590. ავთანდილ: უთხრა: ტარიელს: ესე: სიტყვები: ორები: მან: უთხრა: გაე: ნუ: უბნობ: შესცევ: ბროლისა: ყორები: ახალ: შეყრილსა: მთვარესა: მზეო: ვით: მოეშორები: ავთანდილ: უთხრა: მაგითა: შენგან: არ: მოვიღორები:

1591. არ: დია: გინდა: დამაგდო: წახვიდე: ჩემად: მზრახავად: ცოლი: უყვარსო: გამწირა იყო: ამისად: მსახავად: მე: დავრჩე: შენი: გაყრილი: თავისა: მე: ვაგლახავად: კაცსა: მოყვრისა: გაწირვა: ახ: მოუხდების: ახ: ავად:

1592. ტარიელს: უგავს: სიცილი: ბროლისა: ვარდთათ: ფრქვევასა: უბრძანა: ვიტყვი: უშენოდ: შენისა: უფრო: მე: ვასა: რადგან: გწადიან: წამომყევ: დამწამებ: ნურას: თნევასა: ავთანდილ: ბრძანებს: ლაშქართა: ყოვლგნით: მასთანა: წვევასა:

1593. შეყარნა: სპანი: არაბეთს: აღარა: ხანსა: ზმულია: კაცი: ოთხმოცი: ათასი: ყველაი: დაკაზმულია: კაცსა: და: ცხენსა: ემოსა: აბჯარი: ხვარაზმულია: არაბთა: მეფე: მათითა: გაყრითა: ნაღველჭმულია:

1594. ერთმანერთისა: გაყრილნი: ქალნი: ორნივე: დობილნი: ერთმანერთისა: დადფიცნი: სიტყვისა: გამონდობილნი: მკერდითა: მკერდსა: შეკრულნი: ყელისა: გარდაჭდობილნი: ტიროდა: მათთა: მჭვრეტელთა: გულნიცა: ესხნეს: წდობილნი:

1595. მთვარე: ცისკრისა: ნიავსა: რა: თანა: შეესწოროსა: ორნივე: სწორად: ნათობენ: მოშორდეს: მოეშოროსა: არა: თუ: იგი: მოშორდეს: მართ: ცამან: მოაშოროსა: მათად: საჭვრეტლად: მჭვრეტელმან: ხამს: თავი: იქედგოროსა: