... (H-599), 1646 წ.

1422. რა: გახვიდოდე: გიგრძნობენ: ესმას: აბჯრისა: ჩხერება: გიგრძნობენ: თოკსა: გაკვეთენ: ამისი: ხამს: დაჯერება: წაგიხდეს: ცუდად: ყველაი: დაგრჩეს: ცუდიღა: ფერება: ეგე: თათბირი: არ: სჯობს: სხვაებრ: ვქნათ: თავის: ტერება:

1423. სჯობს: დადეგით: დამალულნი: თქვენ: ადგილსა: იდუმალსა: ისი: კაცნი: არ: იჭირვენ: მგზავრსა: ქალაქს: შემავალსა: სავაჭროდა: მოვეკაზმი: ვიქ: საქმესა: მე: მუხთალსა: ერთსა: ჯორსა: გარდავჰკიდებ: მუზარადსა: ჯაჭვსახრმალსა:

1424. სამთავე: შესვლა: არ: ვარგა: თუ: გვიგრძნან: არს: სათუები: მე: მარტო: შევალ: ვაჭრულად: და: კარგად: შევეტყუები: მალვით: ჩავიცვამ: აბჯარსა: გავჩნდები: გავეცრუები: ღმერთმან: ქნას: უხვად: ვადინო: შიგნით: სისხლისა: რუები:

1425. შიგანია: მცველთა: მოვიცლი: მე: უნახავად: ჭირისად: თქვენ: გარეთ: კართა: ეცენით: ყოველნი: მგზავსად: გმირისად: კლიტეთა: დავლეწ: გავახვამ: ნახოთ: გაღება: კარისად: თვარა: სხვა: გვიჯბს: თქვენ: ბრძანეთ: ვარ: მრჩევლად: ამა: პირისად:

თათბირი ტარიელისა:

1426. ტარიელ: უთხრა: მე: თქვენი: ვცან: გმირთა: მეტი: გმირობა: თქვენსა: ძალგულსა: თქვენივე: ჰგავს: თათბირობა: პირობა: ვიცი: გწადს: ომი: ფიცხელი: არ: ცუდი: ხრმალთა: ღირობა: კაციმცა: მაშინ: თქვენ: გახლავს: რა: ომმან: ქნას: გაჭირობა:

1427. მაგრა: იყვენით: ჩემთვისცა: საქმისა: რასმე: რჩევითა: ხმა: ესმას: ჩემსა: ხელმქმნელსა: ზედა: გარდმოდგეს: მზე: ვითა: თქვენ: გქონდეს: ომი: ფიცხელი: უომრად: მნახოს: მე: ვითა: ესე: მე: დამსვრის: ნუ: უბნობთ: სიტყვითა: თქვენ: სათნევითა:

1428. მაგა: თათბირსა: ესე: სჯობს: ვქმნათ: ჩემი: მონახსენები: გავიყოთ: კაცი: ას: ასი: ყველაი: გმირთა: დარები: სამთავე: სამად: გავიყოთ: რა: ღამე: ჩნდეს: ნათენები: მოგვეგებვიან: ვემცრობით: ჩვენ: ხრმალსა: მივსცემთ: მძლედ: ნები:

1429. ფიცხლად: შევებნეთ: შევსჯარნეთ: ვერ: მოგვასწრებენ: კარებსა: სამთაგან: ერთი: შევუვალთ: სხვა: გარეთ: ვსცემდეთ: გარებსა: მან: ერთმან: შიგნით: შიგანნი: მივსცნეთ: სისხლისა: ღვარებსა: ხელი: კვლა: ვჰხადოთ: აბჯარსა: მას: ჩვენგან: მძლედ: ნახმარებსა:

1430. ფრიდონ: უთხრა: შემიგიან: გამიგია: ვიცი: მე: რა: მაგა: ცხენსა: ჩემეულსა: წამოასწრობს: კართა: ვერა: ოდეს: გიძღვენ: არ: ვიცოდი: ქაჯეთს: გვინდა: ქაჯთა: მზერა: თვარა: ყოლე: არ: გიძღვნიდი: ჩემი: გითხრა: სიძუნწე: რა:

1431. ფრიდონ: ლაღი: ამხაანგობს: საუბართა: ესოდენთა: ამაზედან: გაიცინნეს: მათ: წყლიანთა: სიტყვაბრძენთა: ერთმანეთსა: ელაღობნეს: ლაღობათა: მათთა: მშვენთა: გარდახდეს: და: დაეკაზმნეს: უკეთესთა: შესხდეს: ცხენთა:

1432. კვლა: ერთმანერთსა: მიუგეს: სიტყვები: არ: პირმკვახები: დაასკვნეს: იგი: თათბირი: ტარიას: განაზრახები: გაიყვეს: კაცი: ასასი: ყველაი: გმირთა: სახები: ცხენებსა: შესხდეს: აიღეს: მათ: მათი: ჩაბალახები:

1433. იგი: ჭაბუკნი: შუქითა: ვნახენ: მზისაცა: მეტითა: მათ: სამთა: შვიდნი: მნათობნი: ფარვენ: ნათლისა: სვეტითა: ტარიელ: შავსა: ზედა: ზის: ტანითა: მით: წერწეტითა: დალივნეს: მტერნი: ომითა: ვითა: მჭვრეტელნი: ჭვრეტითა:

1434. ჩემი: აწ: ესე: ნათქვამი: მათი: სახე: და: დარია: რა: ზედა: წვიმდენ: ღრუბელნი: და: მთათა: აღტყდეს: ღვარია: მოვა: და: ხევთა: მოგრაგნის: ისმის: ზათქი: და: ზარია: მაგრა: რა: ზღვათა: შაერთვის: მაშინ: ეგრეცა: წყნარია:

1435. თუცა: ფრიდონ: და: ავთანდილ: სიკეთე: მიუწდომნია: მაგრა: ტარიას: შემბმელნი: არვისგან: მოსანდომნია: მზე: მნათობთაცა: დაფარავს: არცაღა: ნათლად: ხომნია: აწ: იყურებდით: მსმენელნო: გესმნენ: ფიცხელი: ომნია:

1436. სამთავე: სამად: გაიყვეს: თვითომან: თვითო: კარები: თანა: ჰყვა: კაცი: სამასი: ყველაი: გმირთა: დარები: მას: ღამით: უქნეს: სადარნო: უცრთუო: ანაჩქარები: გათენდა: გაჩნდეს: მიმართეს: თავისთავ: ჰქონდა: ფარები:

1437. პირველ: ამოდ: მიდიოდეს: მგზავრთა: რათმე: მაგიერად: მათ: შიგანთა: ვერა: უგრძნეს: ვერცა: დახვდეს: გულხმიერად: გულსა: შიში: არა: ჰქონდა: ამოდ: დგეს: და: ნებიერად: მიდგეს: გარე: მუზარადი: დაიხვრნეს: ჟამიერად:

1438. ანაზდად: ცხენი: გაქუსლეს: მათრახმან: შექნა: წრიალი: რა: ნახნეს: კარნი: გაახვნეს: ქალაქთა: გახდა: ზრიალი: სამთავე: სამგნით: მიჰმართეს: თავსა: მით: უყვეს: რიალი: იკრეს: ბუკსა: და: დაბდაბსა: შეიქნა: ბუკთა: ტკრციალი:

1439. მაშინ: ქაჯეთს: მოიწია: უსაზომო: რისხვა: ღმრთისა: კრონოს: წყრომით: შემხედველმან: მოიშორვა: სიტკბო: მზისა: მათვე: რისხვით: გარდუბრუნდა: ბორბალი: და: სიმგრგვლე: ცისა: ველნი: მკვდართა: ვერ: იტევდა: გადიადდა: ჯარი: მკვდრისა:

1440. კაცსა: უკრავად: დაბნედდის: ხმა: ტარიელის: ხაფისა: აბჯარსა: ფრეწდის: გაცუდდა: სიმაგრე: ჯავშან: ქაფისა: სამგნითვე: კართა: შესჯარნეს: ჭირი: არ: ნახეს: კაფისა: რა: ქალაქს: შეხდეს: შეიქმნა: სიხარკე: ციხეს: სწრაფისა: