... (H-599), 1646 წ.

აქა ქორწილი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ფრიდონისაგან:

1479. მათ: ქალყმათათვის: საჯდომი: დაედგა: თეთრ: ძოწეული: წითელ: ყვითლითა: თვალითა: ზედა: კეკლუცად: ფრქვეული: ავთანდილისთვის: ყვითელი: და: შავი: ერთგან: რეული: მოვიდეს: დასხდეს: მჭვრეტელი: ვცან: მათი: სულდალეული:

1480. მგოსანნი: მოდგეს: ისმოდა: ხმა: სიმღერისა: ტკბილისა: ქორწილი: ქნეს: და: გამრავლდა: ძღვნობა: ლარისა: ლბილისა: ფრიდონის: პურად: უხვისა: არ: მასპინძლისა: წბილისა: ნესტან: დარეჯანს: შვენის: ღიმილი: ჩენა: თეთრთა: კბილისა:

1481. მოიღეს: ძღვენი: უსახო: ფრიდონის: არალქატისა: ცხრა: მარგალიტი: სიდიდით: მართ: ვითა: კვერცხი: ბატისა: კვლა: ერთი: თვალი: სამგზავსო: მზისა: შუქმონამატისა: მას: წინა: ღამით: ძალედვის: მხატვარსა: ხატვა: ხატისა:

1482. კვლა: უძღვნა: თვითო: ფარღული: გარდასაყრელი: ყელისა: მრგვლად: დათლილისა: თვალისა: იაგუნდისა: მრთელისა: კვლა: მოაქვ: ერთი: ტაბაკი: მძლედ: საჭირავი: ხელისა: ავთანდილისთვის: ლომისა: ძღვენი: ფრიდონის: ქველისა:

1483. მუნ: მიეგება: ყოველი: ფრიდონის: დიდებულები: ასმათი: სავსე: ლხინითა: ვის: აღარ: აჩნდა: წყლულები: ნესტანდარიჯს: ზედ: მოიჭდნვა: რომე: ვერ: გახსნის: ცულები: აწ: გაუსრულა: ყოველი: მან: მისი: ნაერთგულები:

1484. ნესტანდარეჯან: ეხვევის: პირსა: აკოცებს: პირითა: უბრძანა: ჩემო: ვაგლახ: მე: შენცა: აგავსე: ჭირითა: აწ: ღმერთმან: მოგვცა: წყალობა: ვცან: მისი: არსიძვირით: ა: მე: გულსა: შენსა: ეზომსა: არ: ვიცი: გარდვიხდი: რითა:

1485. ასმათ: ჰკადრა: მადლი: ღმერთსა: ვარდნი: ვნაენ: არდაზრულნი: ბოლოდ: ასრე: გააცხადნა: გონებამან: დაფარულნი: სიკვდილიცა: სიცოცხლედ: მჩანს: ოდეს: გნახენ: მხიარულნი: სჯობან: ყოვლთა: მოყვარულთა: პატრონყმანი: მოყუარულნი:

1486. დიდებულთა: თაყვანისსცეს: მოახსენეს: დიდი: ქება: რომე: ღმერთმან: გაგვახარნა: კურთხეულა: მისი: ღმრთება: ჩვენ: გვიჩვენნა: პირი: თქვენი: აღარა: გვწვავს: ცეცხლთა: დება: წყლულსა: მისგან: დაკოდილსა: მანვე: მისა: განკურნება:

1487. მოვიდეს: და: პირი: ხელსა: დასდვეს: აგრე: გარდაკოცნეს: მეფე: ეტყვის: ძმათა: თქვენთა: თავნი: ჩვენთვის: დაიხოცნეს: იგ: იშვებას: საუკუნო: ცხადად: პოვეს: არ: იოცნეს: ერთსა: მიხვდეს: საზიაროდ: დიდებანი: იასოცნეს:

1488. თუცა: მე: მათი: დახოცა: მტკივის: და: სატკივარია: მაგრა: მათ: მიხვდა: უკვდავი: მუნ: დიდი: საჩუქარია: ესე: თქვა: ნელად: ატირდა: და: წვიმა: თოვლსა: არია: ნარგისთათ: იძვრის: ბორიო: ვარდსა: ზრავს: იანვარია:

1489. მუნ: ატირდეს: ყველა: კაი: რა: ტირილად: იგი: ნახეს: რაცა: ვისცა: დაჰკლებოდა: მათ: ტირილით: სულთქმით: ახეს: დადუმდეს: და: მოახსენეს: რათგან: ბრძენთა: მზეებრ: გსახეს: თქვენთა: მჭვრეტთა: მღერა: მართებს: რასათვისცა: ივაგლახეს:

1490. ვინ: ღირს: ა: თქვენგან: ეგზომსა: ტირილსა: შეჭირვებასა: თქვენთვის: სიკვდილი: დია: სჯობს: მიწათა: ზედა: რებასა: კვლა: ფრიდონ: ჰკადრა: მეფესა: ნურათ: იქთ: გამწარებასა: ღმერთიმცა: მუქფად: მოგიზღავს: ათასსა: გახარებასა:

1491. რა: მოვა: ჩემთვის: განგება: ზეცით: მოსრულნი: ზენანი: ღმერთი: იწადებს: მომივლენ: გულის: სახმილთა: ლხენანი: მაშინ: მომხვდენ: მოკვდავსა: მზისა: ელვათა: ფენანი: უმისჟამისოდ: ცუდია: ჩემგან: მიდამო: რბენანი:

1492. მიდი: და: ჰკადრე: ტარიელს: ამბავი: ჩემგან: თხრობილი: მადლი: რად: უნდა: მეფეო: ხარ: რაზომ: გინდა: ლმობილი: ვარ: მუცლითგანვე: დედისა: თქვენად: სამონოდ: შობილი: ღმერთმან: მუნამდის: მიწა: მყოს: ვირ: მეფე: იყო: ცნობილი:

1493. გებრძანა: შეყრა: მწადიან: საყვარელისა: შენისა: ეგე: არს: მგზავსი: გულისა: ლმობიერისა: თქვენისა: მუნა: მე: ხრმალი: არ: მიკვეთს: არცა: სივრცელე: ენისა: მიჯობს: მოლოდნა: საქმისა: მის: განგებისა: ზენისა:

1494. ესეა: ჩემი: საწადი: და: ჩემი: მოსანდომარე: ინდოეთს: გნახო: მორჭმული: საჯდომთა: ზედა: მჯდომარე: გვერდსავე: გიჯდეს: მნათობი: პირი: ელვათა: მკრთომარე: მებრძოლნი: თქვენნი: მოგესრნეს: არვინ: ჩნდეს: მუნ: მეომარე:

1495. რა: გამისრულდენ: ესენი: ჩემნი: გულისა: ნებანი: მაშინღა: მივალ: არაბეთს: მომხვდენ: მის: მზისა: ხლებანი: ოდისცა: სწადდეს: დამივსნეს: ამა: ცეცხლისა: დებანი: სხვა: თქვენგან: არა: არ: მინდა: მძულან: რასაცა: თნებანი

1496. რა: ფრიდონ: ჰკადრა: ტარიელს: ესე: სიტყვანი: ყმისანი: მან: ბრძანა: მაგას: არა: ვიქ: ამას: არ: უნდა: მისანი: ვითა: მან: პოვნა: მიზეზნი: ჩემისა: სულთა: დგმისანი: ეგრევე: მანცა: სამისოდ: ნახნეს: ძალგულნი: ძმისანი:

1497. მიდი: უთხარ: ჩემაგიერ: სიტყვა: ჩემგან: არ: ნათნები: მე: შენისა: გამზრდელისა: უნახავად: არ: დავდგები: ვეჭვ: მრავალი: დამეხოცნეს: მონა: მისგან: საყვარლები: ვითხოვ: ხოლო: შენდობასა: ეგეთივე: მოვბრუნდები