... (H-599), 1646 წ.

1498. ესე: უთხარ: ამის: მეტსა: ჰმოციქულობ: ნურას: ნუო: ხვალე: წასლვა: არ: დავშალო: არცა: საქმე: გავათუო: მე: არ: მიზამს: არაბთ: მეფე: რომე: სიტყვა: გავაცრუო: ამოდ: ვსთხოვო: ქალი: მისი: შევეხვეწო: შევაგუო

1499. იგი: ტაბაკი: სავსეა: მარგალიტითა: სხვილითა: ავთანდილს: უძღვნა: ყველაი: არა: სიტყვითა: წბილითა: აივსო: სახლი: სტვირითა: და: ოქსინოთა: ლბილითა: ტარიელ: მადლი: უბრძანა: ლაღმან: სიტყვითა: ტკბილითა:

1500. ფრიდონისგან: უსაზომო: ქორწილია: დღესა: რვასა: ყოვლთა: დღეთა: მიართმიდეს: უფასოსა: ძღვენსა: მზასა: დღე: და: ღამე: არ: გასწყვედდის: ჩაღანა: და: ჩანგი: ხმასა: აჰა: მიხვდეს: შესაფერნი: ყმა: ქალსა: და: ქალი: ყმასა:

1501. ტარიელ: ფრიდონს: უბრძანა: დღე: ერთ: სიტყვები: გულისა: არს: გული: თქვენი: საჩემო: უფროსი: ძმისა: სრულისა: არ: გემუქფების: სიცოცხლე: არცა: მოცემა: სულისა: მე: თქვენგან: ვჰპოვე: მოკვდავმან: ჩემი: წამალი: წყლულისა:

1502. ავთანდილისგან: შენც: იცი: ჩემთვის: თავისა: დადება: აწ: მე: მაქვ: ნაცვლად: მისისა: მოხმარებისა: წადება: შენ: მიდი: ჰკითხე: რა: უნდა: მან: ქნას: ამისი: ცხადება: ვითა: დამივსო: სახმილი: ეგრე: მისიცა: კმა: დება:

1503. უთხრა: ძმაო: რა: გარდიხდის: შენგან: ჩემსა: ჭირნახულსა: ღმერთი: მოგცემს: წყალობასა: მისგან: ზეცით: შესახულსა: თუ: ვერა: ვიქ: საწადელსა: შენსა: შენთვის: გაზრახულსა: არა: ვნახავ: სახლსა: ჩემსა: არ: დარბაზსა: არცა: ხულსა:

1504. აწ: მითხარ: ჩემგან: რა: გინდა: ანუ: რით: მოგეხმარები: ვარჩევ: წავიდეთ: არაბეთს: იყავ: ჩემიცა: მარები: ტკბილი: სიტყვითა: გავმართოთ: და: ხრმლითა: საომარები: თუ: შენ: შენს: ცოლსა: არ: შეგრთავ: მე: ჩემსა: არ: ვექმარები:

1505. რა: ფრიდონ: უთხრა: ავთანდილს: ტარიას: მოციქულობა: მას: გაეცინნეს: გაღიმდა: შვენოდა: მხიარულობა: თქვა: თუ: მეშველი: რად: მინდა: მჭირს: არავისგან: წყლულობა: ჩემი: მზე: არცა: ქაჯთა: ჰყავს: არცა: სჭირს: ლხინ: ნაკლულობა:

1506. ჩემი: მზე: ტახტსა: ზედა: ზის: მორჭმული: ღ~თისა: ნებითა: საკრძალავი: და: უკადრი: ლაღი: არვისგან: ვნებითა: არცა: რა: უმძიმს: ქაჯთაგან: არცა: გრძნეულთა: გრძნებითა: მაზედა: შველა: რად: მინდა: რად: მეჭვ: რასაცა: თნებითა:

1507. უამბო: ფრიდონ: ავთანდილს: ტარიას: მოციქულობა: არ: დადგებისო: ცუდია: შენგან: ცდისაღა: თქმულობა: მას: დაუმძიმდა: მოედვა: კვლა: გულსა: ცეცხლისა: მურობა: ასრე: ხამს: შიში: მეფეთა: ყმათაგან: მოკრძალულობა:

1508. ავთანდილ: მივა: მუხლმოყრით: ტარიას: შესახვეწელად: ფერხთა: ეხვევის: აკოცებს: აღარ: შეხედავს: ზე: წელად: ეტყვის: კმა: რაცა: შევსცოდე: როსტანს: წლეულად: მე: წელად: კვლა: ნუ: მიქ: ერთგულობისა: გამტეხლად: დაცამლეწელად:

1509. რასაცა: ლამი: არ: მოგცემს: მას: ღმრთისა: სამართალია: გამზრდელსა: ჩემსა: ვით: ვჰკადრო: მე: საქმე: სამუხთალია: მე: მისთვის: ხელი: ვით: გავსძრა: ვინ: ჩემთვის: ფერნამკრთალია: ვით: მოიხმაროს: მონამან: პატრონსა: ზედა: ხრმალია:

1510. ეგე: საქმე: მე: და: ჩემსა: საყვარელსა: შეგვამდურვებს: ვაი: თუ: გაწყრეს: გაგულისდეს: კუშტი: გულსა: შეაურვებს: ამბავსაცა: დამიძვირებს: ჭვრეტისათვის: მომასურვებს: შენდობასა: ხორციელი: კაცი: ვერა: დამიურვებს:

1511. ტარიელ: უთხრა: სიცილით: მან: მზემან: შუქნაფენამან: ხელი: მოჰკიდა: ავთანდილს: ამართა: ააყენა: მან: კარგი: მიყოო: ყველაი: მომართებამან: შენამან: მაგრა: სჯობს: შენცა: გალხინოს: ჩემმან: შენითა: ლხენამან:

1512. დია: მძულს: მეტი: მოყვრისა: შიში: კრძალვა: და: რიდობა: მძულს: გაუწყვედლად: კუშტობა: სულდიდობა: და: მძიმობა: თუ: მოყვარეა: გულისა: ქნას: ჩემკენ: მონაზიდობა: თვარა: მე: ჩემდა: იგ: მისდა: დია: სჯობს: კიდის: კიდობა:

1513. მე: ვიცი: გული: საშენოდ: შენისა: საყვარელისა: არ: ეწყინების: სტუმრობა: შენისა: მე: შემყრელისა: რადმცა: რა: ვჰკადრე: მეფესა: თხრობა: რასაცა: ჭრელისა: ოდენ: ნახვისა: მათისა: ნატრა: მაქვს: სანატრელისა:

1514. ამას: ოდენ: მოვახსენებ: მუდარით: და: შეპოვნებით: რომე: მოგცეს: ქალი: მისი: მან: მისითა: მოგონებით: რადგან: ბოლო: შეყრავეა: სიშორესა: ვით: ეთნებით: დააშვენეთ: ერთმანერთი: თავისთავის: ნუ: დასჭკნებით:

1515. რა: ავთანდილ: ტარიასგან: ცნა: წასლვასა: არ: დაშლიდა: არა: ჰკადრა: შეცილება: საუბარსა: ზედა: რთვიდა: ფრიდონ: კაცსა: დარჩეულსა: სათანაოდ: გარდასთვლიდა: თანა: წაყვა: განაღამცა: მას: თანავე: გზასა: ვლიდა:

აქა ტარიელისაგან ქვაბს მისვლა:

1516. ამ: საქმესა: დაფარულსა: ბრძენ: დიონოს: გააცხადებს: ღმერთი: კარგსა: მოავლინებს: და: ბოროტსა: არ: დაბადებს: ავსა: წამერთ: შეამოკლებს: კარგსა: ხანგრძლად: გააკვლადებს: თავსა: მისსა: უკეთესსა: უზადო: ჰყოფს: არ: აზადებს: