... (H-599), 1646 წ.

1633. დია: დიდთა: დამაჯნება: უშმაგომან: ვით: გააგო: ჰინდოეთსა: ვით: მოადეგ: შმაგთაგანცა: უფრო: შმაგო: აჰა: მოველ: იგი: ცეცხლი: რომე: წმინდად: ამოგდაგო: ხრმალი: ჩემი: მოლესული: შენს: ზედა: დავაბლაგო:

1634. აწ: დაემზადე: მოპარვა: მე: თქვენი: არა: მწადიან: შემები: რაზმი: გარდმაწყევ: წინასვე: გამიცხადიან: პირ: ბოზო: ჩემი: მორევნა: რა: დია: დაგიქადიან: მე: ჩაბალახათ: გახმარნე: რაც: მუზარადი: გდებიან:

1635. დარაჯანი: წავიდეს: და: ერთმანერთსა: მიუსწრობდეს: რამაზს: ჰკადრეს: ყველაკაი: დამალვასა: ვერა: სთმობდეს: მოვიდაო: ინდოთ: მეფე: ლაშქარნიცა: კარგნი: ყმობდეს: ვინცა: ვითა: გარდეხვეწოს: იგი: ერთი: ორთა: სჯობდეს:

1636. ინდოთა: დროშა: ამართეს: აქვს: და: ალამი: უბია: დროშა: არაბთა: მეფისა: მასსა: თანავე: ჰყვდია: არაბთა: იცის: ყველამან: მათი: აბჯარი: შუბია: ფრიდონ: მზე: მოყმე: რომელმან: შექნა: სისხლისა: გუბია:

1637. ცოტაი: წავლეს: გმოჩნდა: ციტაი: ცხენოსანები: შეტეობასა: ლამობდეს: ყმანი: არაბთა: თანები ტარიელ: გაწყრა: ნუ: იქთო: მისცა: სიტყვისა: ნანები: მოვიდეს: აჩნდა: უაბჯროდ: არცა: თუ: ჰქონდა: დანები

1638. ცხენთა: ფერხთა: მოეხვია: მუხლმოყრილი: შეეხვეწა: მოახსენა: შემიბრალე: მისსა: ძალსა: ვინცა: გხხეწა: ნუ: დამარჩენ: ნუ: მაცოცხლებ: და: წამიღონ: მკვდარი: მე: წა: გული: თქვენი: სასაკუთრო: ბედმან: ასრე: დამილეწა:

1639. დაიკარგენით: წახვედით: თქვენ: წელნი: მეათენია: გახდეს: მფრინველნი: უმეფოდ: არწივსა: მოსტყდეს: ფრთანია: ამად: შევმართენ: საქმენი: ჩემნი: საკამათენია: ადრე: გამიტყდა: სოფელი: მართ: ვითა: კაბათენია:

1640. შინა: წავიდეს: გარდახდეს: ეს: თურე: არ: ლაყაბია რამაზ: ჰყავს: ორთა: დედათა: ყელსა: მანდილი: აბია: შეშინებული: საბრალოდ: დუღდა: მართ: ვითა: ქვაბია: მართალხარ: მომკალ: მე: ხვალემ: რამცა: ვინ: მიასაბია:

1641. ვიაჯი: მომკალ: მე: ხვალემ: ყველაი: ჩემი: ბრალია: მერმე: ხუთასი: ვაზირი: მყავს: აქათ: წაუვალია: თავები: დასჭერ: ადინე: სისხლი: მართ: ვითა: ღვარია: სპა: უბრალოა: ნუ: დახოც: ამად: ვტირ: გულმხურვალია:

1642. ყოვლთა: მისცეს: ზენაარი: მიუყარნეს: მუხლნი: წინა: ნუ: დაგვხოცო: მისსა: ძალსა: ვინცა: აგრე: დაგარჩინა: ტარიელ: დგას: დაყმუნვებით: რამაზ: წინა: დაეფინა: ღმერთი: ალხენს: მონანულსა: არ: შეუნდობს: კაცი: ვინა:

1643. კაცი: ცრემლითა: შეინდობს: თუ: ცოდვა: მისთანაც: არსა: ვით: ნინეველი: ისხემდეს: თავსა: მტვერსა: და: ნაცარსა: ამით: დაესხნეს: რისხხასა: ზეცით: მოსრულსა: ნაცარსა: წაღმავე: წაგრეხს: სოფელი: კხლა: მისგან: უკუ: ნაცარსა:

1644. ბრძენმან: ვინმე: მოსწავლემან: საკითხავი: ესე: ვპოვნე: ესეაო: მამაცისა: მეტის: მეტი: სიგულოვნე: ოდეს: მტერსა: მოერიო: ნუღარ: მოჰკლავ: დაიყოვნე: გინდეს: სრული: მამაცობა: ესე: სიტყხა: დაიხსოვნე:

1645. ტარიელ: მოტკბა: ღმრთისავე: მგზავსად: იგ: წარმართულია: აღარ: დაგხოცო: უბრძანა: ძლეული: შიშმან: თუ: ლია წაღმავე: წაგრეხს: საქმესა: რაცა: უკუღმა: სთულია: ნაქმარი: მრუდი: ყველაი: აწ: ჩემგან: გამართულია:

1646. თაყვანი: სცეს: და: დალოცეს: ყოველთა: ხმა: ერთად: იერეს: ღმერთსა: შევედრეს: ზახილით: სვე: მათი: გააძლიერეს: თავები: დახსნეს: სიკვდილსა: სიცოცხლე: ამისი: მიარეს: ტარიას: ხრმალნი: ვერ: გაძღეს: კვლა: ხორცი: მოიმშიერეს:

1647. ტარიას: ჭვრეტად: მოსრული: მუშთარი: ახლოს: მჭვრეტია: რისხვისა: ცეცხლი: ტარიელს: სიტკბოთა: დაუშრეტია: მოვიდეს: ნახეს: რამაზის: ლაშქარი: ძლივღა: ეტია: ინდოეთს: ზეცით: სინათლე: ჩადგა: მართ: ვითა: სვეტია:

1648. ერთი: კაცი: მათ: ლაშქართა: მახარობლად: მიუვიდა: არ: დაგხოცსო: შეგიწყალნა: ყველაკაი: დალოცვიდა: ბუკსა: ჰკრეს: და: იხარებდეს: ყველა: ამას: მოზრახვიდა: მოვიდა: იგი: მოყმე: რომე: ერთი: ბევრსა: სრვიდა:

1649. მოეგებნიან: ტარიელს: შორი: შორ: უსალამიან: შიგანთა: დროშა: ინდოთა: მათ: იცნეს: აალამიან: ვერ: გამოენდვნეს: ინდონი: თქვეს: თუ: ღალატსა: ლამიან: არ: მოელოდეს: ტარიელს: მით: ცრემლი: დაილამიან:

1650. ტარიელ: მიდგა: უყივლა: მე: მოველ: მეფე: თქვენიო: თანა: მყავს: ჩემი: მნათობი: პირი: ელვათა: მფენიო: ჩვენ: მოგვცა: მაღლით: მაღალმან: წყალობა: მისი: ზენიო: გამოდით: თქვენი: სიახლე: არს: ჩვენგან: მისანდომიო:

1651. მაშინღა: იცნეს: ტარიელ: მათგან: მი: და: მო: სრბანია: სრულად: მჭვრეტელთა: აივსო: შუკა: და: ბანის: ბანია: ხმამაღლად: ხმობდეს: იზახდეს: მოგვშორდეს: სალმობანია: აქამდის: რისხვა: მაღალმან: აწ: მოგვცა: წყალობანია:

1652. კარნი: გაახვნეს: გამოჩნდეს: მოიხვნეს: მათ: კლიტენია: ერთობ: ფლასითა: მოსილნი: მათ: მზეთა: ზედ: მჭვრეტენია: ტირან: ორნივე: ქალყმანი: ვარდისა: ბაღსა: ტენია: ზახილით: თავსა: იცემენ: ყორნის: თმა: ბროლსა: ტენია: