... (H-599), 1646 წ.

1441. ავთანდილ: და: ლომი: ფრიდონ: შიგნით: ერთად: შეიყარნეს: მტერნი: სრულად: აეწყვიდნეს: სისხლი: მათნი: მოეღვარნეს: უყივლეს: და: ერთმანერთი: ნახეს: დიდად: გაეხარნეს: თქვეს: ტარიელ: სად: არისო: მისად: ჭვრეტად: თვალნი: არნეს:

1442. ერთმანცა: არა: იცოდა: ვერა: ცნეს: ტარიერისა: ციხესა: კარსა: მიმართეს: რიდი: არ: ჰქონდა: მტერისა: მუნ: ნახეს: რიყე: აბჯრისა: ნალეწი: ხრმალთა: წვერისა: ათი: ათასი: ნობათი: უსულო: მგზავსი: მტვერისა:

1443. ციხისა: მცველნი: ყველაი: იდვა: მართ: ვითა: სნეული: თავით: ფერჴამდი: დაჭრილი: აბჯარი: მუნ: დახეული: ციხისა: კარნი: განხმულნი: კართა: ნალეწი: სრეული: ცნეს: ნაქმრად: ტარიელისად: თქვეს: საქმე: არს: მისეული:

1444. გზანი: დახვდეს: შეკაფულნი: შევიდეს: და: გაძვრეს: ხვრელსა: ნახეს: მზისა: შესაყრელად: გამოეშვა: მთვარე: გველსა: მუზარადი: მოეხადა: შვენის: აკვრა: თმისა: ლელსა: მკერდი: მკერდსა: შეეწება: გარდაეჭდო: ყელი: ყელსა:

1445. ეხვეოდეს: ერთმანერთსა: აკოცეს: და: ცრემლნი: ღვარნეს: მზე: რა: ვარდსა: შემოადგეს: დაშვენდენ: და: შუქნი: არნენ: ამას: გვანდეს: ოდეს: ერთგან: მუშთარ: ზუალ: შეიყარნეს: აქანამდის: ჭირნახულთა: ამას: იქით: გაიხარნეს:

1446. მათ: ერთმანერთსა: აკოცეს: დგანან: ყელგარდაჭდობილნი: კვლა: შეეწებნეს: ხშირ: ხშირად: ვარდნი: ბაგეთათ: პობილნი: აწ: ესენიცა: გავიდეს: შეკრბეს: სამნივე: ძმობილნი: მას: მზესა: მისცეს: სალამი: წარდგეს: მართ: ვითა: ხმობილნი:

1447. მზე: მოეგება: პირითა: ტურფითა: მოცინარითა: აკოცა: მისთა: მეშველთა: ლაღმან: ცნობითა: წყნარითა: მათ: მდაბლად: მადლი: უბრძანა: სიტყვითა: მით: ნარნარითა: ორნივე: ერთგან: უბნობდეს: ამოთა: საუბარითა:

1448. ტარიელსცა: უსალამეს: მას: ალვისა: მორჩსა: ვით: ხეს: მიულოცეს: გამარჯვება: ერთმანერთი: მოკითხეს: არა: სჭირდა: არ: ინანეს: რომ: აბჯარი: არ: გაითხეს: თავნი: მათნი: გაალომეს: მათი: მბრძოლი: იშვლეს: ითხეს:

1449. სამასისა: კაცისაგან: ასსამოცი: შეჰყოლოდა: ფრიდონს: უმძიმს: სპათა: მისთა: მაგრა: ცალკერძ: უხაროდა: მონახეს: და: არ: აცოცხლეს: რაცა: მბრძოლი: დარჩომოდა: რომე: პოვნეს: საჭურჭლენი: აწმცა: თვალვა: ვით: ითქმოდა:

1450. მოკრიფეს: ჯორი: აქლემი: რაცა: ვით: პოვეს: მალები: სამიათასსა: აჰკიდეს: მარგალიტი: და: თვალები: თვალი: ყველაი: დათლილი: იაგუნდი: და: ლალები: იგი: მზე: შესვეს: კუბოსა: არს: მათგან: განაკრძალები:

1451. სამოცი: კაცი: დააგდეს: ქაჯეთს: ციხისა: მცველია: წამოიყვანეს: იგი: მზე: მათიღა: წაგვრა: ძნელია: ზღვათა: ქალაქსა: დამართეს: თუმცა: გზა: მუნით: გრძელია: თქვეს: ფატმან: ვნახოთ: მუქაფა: გვაც: მისი: გარდუხდელია:

ტარიელისაგან ზღვათა მეფისას მისვლა:

1452. ზღვათა: მეფესა: წინაშე: გაგზავნა: მახარობელი: შესთვალა: მოვალ: ტარიელ: მტერთა: მძლე: მოსრვით: მსპობელი: ქაჯეთით: მომყავს: ჩემი: მზე: ჩემი: ლახვართა: მსობელი: მწადიან: გნახავ: პატივით: ვითა: მამა: და: მშობელი:

1453. აწ: მე: მაქვს: ქაჯთა: ქვეყანა: და: მათი: დანადებია: მეფეო: კარგი: ყველაი: მე: თქვენგან: წამკიდებია: ფატმანს: უხსნია: ჩემი: მზე: სდედებია: და: სდებია: ამისად: მუქფად: რა: გიძღვნა: მძულს: ცუდი: ნაქადებია:

1454. მოდი: გვნახენ: გავიარდეთ: ქვეყანასა: შენსა: ვირე: სრულად: ქაჯთა: სამეფოსა: გიძღვნი: ჩემგან: შეიწირე: კაცნი: შენნი: შეაყენენ: ციხე: მაგრად: დაიჭირე: მე: ვისწრაფი: ვერა: გნახავ: შენ: წამოდი: ჩემ: კერძ: ირე:

1455. თქვენ: უბრძანე: ჩემმაგიერ: უსენს: ქმარსა: ფატმანისსა: გამოგზავნოს: იამების: ნახვა: მისი: ხსნილსა: მისსა: მისგან: კიდე: ინატრიდა: ჭვრეტასამცა: სხვადღა: ვისსა: ვინ: მზესაცა: უნათლეა: ასრე: ვითა: ბროლი: ფისსა:

1456. რა: კაცი: ტარიელისა: ესტუმრა: ზღვათა: მფლობელსა წესია: გული: გაკრთების: ამბავსა: გასაკრთომელსა მისცა: მადლი: და: უბრძანა: ღმერთსა: მართლისა: მბრჭობელსა: მაშინვე: შეჯდა: არ: უნდა: მისვლა: სხვასაღა: მხმობელსა:

1457. ბარგი: აჰკიდა: გააგო: ქმნა: ქორწილისა: მათისა: მას: მოაქვს: რიცხვი: ტურფათა: არ: სიდიადე: სათისა: ფატმან: ჰყავს: თანა: იარა: სავალი: დღისა: ათისა: უხარის: ნახვა: ლომისა: და: მზისა: ხმელთა: მნათისა:

1458. შორს: გაეგებნეს: სამნივე: დიდსა: მეფესა: ზღვათასა: გარდახდეს: მდაბლად: აკოცეს: გარესწყდეს: სპათა: ჯართასა: შეასხეს: ქება: ტარიელს: მან: მადლი: გაუათასა: ქალი: რა: ნახეს: სტრფიალობს: შუქსა: მას: ბროლ: ბაკმათასა:

1459. ფატმან: ხათუნს: მისსა: მჭვრეტსა: ედებოდა: ცეცხლი: ნელი: მოეხვია: გარდუკოცნა: ხელი: ფერხი: პირი: ყელი: იტყვის: ღმერთო: რა: გმსახურო: გამინათლე: რათგან: ბნელი: სიმოკლე: ვცან: ბოროტისა: კეთილია: შენი: გრძელი: