... (H-599), 1646 წ.

1460. ქალი: ფატმანს: ეხვეოდა: ტკბილად: იტყვის: არგამწყრალი: ღმერთმან: გული: გამინათლა: გახეთქილი: გაცამწკრალი: აწ: ეგრე: ვარ: გავსებული: წინას: ვიყავ: ვითა: მცხრალი: მზემან: შუქნი: შემომადგნა: ვარდი: მით: ვარ: არდამზრალი:

1461. ზღვათა: მეფე: გარდაიხდის: მუნ: ქორწილსა: მეტად: დიდსა: ქაჯეთიცა: დაუმადლა: არ: გაუშვა: დღესა: შვიდსა: უხვად: გასცემს: საბოძვარსა: საჭურჭლესა: ანაკიდსა: პერპერასა: დაპანტულსა: ზედა: სცვეთდეს: ვითა: ხიდსა:

1462. მუნ: იდვის: გორი: ლარისა: სტავრისა: და: ატლასისა: ტარიელს: უძღვნა: გვირგვინი: ვერ: დანადები: ფასისა: იაგუნდისა: ყვითლისა: მრთელისა: მეტად: ხასისა: კვლა: ერთი: ტახტი: ოქროსი: წითლისა: მართ: ახლითა:

1463. ნესტანდარეჯანს: ყაბაჩა: უძღვნა: შემკული: თვალითა: იაგუნდითა: წითლითა: ბალახშითა: და: ლალითა: დასხდეს: ორნივე: ქალყმანი: პირითა: ელვამკრთალითა: მათნი: მჭვრეტელნი: დაიწვნეს: ცეცხლითა: მართ: ახალითა:

1464. ავთანდილს: და: ფრიდონს: უძღვნა: უსაზომო: დიდი: ძღვენი: ძვირფასისა: უნაგირი: უკეთესი: თვითო: ცხენი: თვითო: კაბა: თვალიანი: უცხო: ფერთა: შუქთა: მფენი: მოახსენა: მადლი: რა: ვთქვათ: სვიანადამც: დავლა: თქვენი:

1465. ტარიელ: მადლსა: გარდიხდის: ტურფა: სიტყვითა: ენითა: დიდად: ვიამე: მეფეო: პირველ: ნახვითა: თქვენითა: მერმე: აგვავსენ: მრავლითა: ტურფა: ფერითა: ძღვენითა: ვიცი: შორი: შორ: არჩავლა: ჩვენ: თქვენი: კარგად: ვქენითა:

1466. ზღვათა: მეფე: მოახსენებს: ხელმწიფეო: ლომო: ქველო: მოახლეთა: სიცოცხლეო: ვერ: მჭვრეტელთა: შორით: მკვლელო: მგზავსი: თქვენი: რამცა: მეძღვნა: შვენიერო: სანახველო: რა: მოგშორდე: რა: მერგების: საჭვრეტელად: სასურველო:

1467. ტარელ: ფატმანს: უბრძანა: მე: თავი: შენი: მიდია: დავ: გული: შენი: ჩემზედა: გარდაუხდელი: დიდია: აწ: რაცა: ქაჯთა: საჭურჭლე: ქაჯეთით: ამიკიდია: მომიცემია: წაიღე: არ: კიდე: მომიყიდია:

1468. ფატმან: ხათუნ: თაყვანისსცა: ჰკადრებს: მადლსა: მეტის: მეტსა: მე: მეფეო: შენი: ნახვა: მიდებს: ცეცხლსა: დაუშრეტსა: რა: მოგშორდე: რა: ვიქნები: მე: დამაგდებ: ვითა: რეტსა: ახ: ნეტარძი: მოახლეთა: ვაგლახ: თქვენსა: ვერა: მჭვრეტსა:

1469. ზღვათა: მეფესა: ეტყვიან: ორნივე: შუქთა: მაფენი: კბილნი: ბროლნი: და: ბაგენი: სადაფთა: მოსადაფენი: უშენოდ: მყოფსა: არ: გვინდან: ნიშანნი: საჩანგდაფენი: მაგრა: გაგვიშვენ: ჟამია: წავიდეთ: ვართ: მოსწრაფენი:

1470. შენ: იყავ: ჩვენი: მშობელი: ჩვენგან: ღ~თად: საესავიო: მაგრა: ამასცა: ვიაჯით: გვიბოძოთ: ერთი: ნავიო: მეფემან: ბრძანა: არა: მშურს: სამიწოდ: თქვენთვის: თავიო: რადგან: ისწრაფი: რა: გკადრო: წა: გიწინამძღვრდეს: მკლავიო:

1471. მეფემან: ნავიხომალდი: მოჰკაზმა: ზღვისა: კიდესა: გამოემართა: ტარიელ: გამყრელნი: ცრემლსა: ღვრიდესა: თავსა: იცემდეს: იგლეჯდეს: თმაწვერსა: გაიყრიდესა: ფატმანის: ცრემლთა: შედენით: თვით: ზღვაცა: გაადიდესა:

ტარიელისაგან ფრიდონისას მისვლა:

1472. გამოვლნეს: ზღვანი: სამთავე: ერთგან: ძმად: შენაფიცართა: კვლა: ამტკიცებდეს: სიტყვათა: მათ: პირველ: დანამტკიცართა: შვენის: მღერა: და: სიცილი: მას: მისთა: არუვიცართა: ბაგეთათ: ბროლი: შეადგის: ზედან: ბროლისა: ფიცართა:

1473. მუნით: კაცი: ასმათს: თანა: მათ: გაგზავნეს: მახარობლად: კვლა: ფრიდონის: თავადთასა: ნაომართა: მათთა: მთხრობლად: მანდა: მოვა: მოამაღლებს: მზე: მნათობთა: მამაგრობლად: ჩვენ: დამზრალნი: აქანამდის: აწ: გავხედით: დაუზრობლად:

1474. იგი: მზე: შესვეს: კუბოსა: იარეს: გზა: ზღვის: პირისა: მიყმაწვილობდეს: უხარის: მათ: გარდახდომა: ჭირისა: მივიდეს: სადა: ქვეყანა: იყო: ნურადინ: გმირისა: მოეგებნიან: ისმოდის: ხმა: სიმღერისა: ტკბილისა:

1475. ავთანდილცა: მიუმტკივნა: იტყვის: დიდსა: სიმძიმილსა: მათ: შეასხეს: ქება: უთხრეს: თავნი: მივსცნეთ: აწ: ღიმილსა: რადგან: მიხვდა: დაკარგული: ლომი: მზესა: წახდომილსა: აღარა: ვსტირთ: სატირალსა: აღარ: დავსდებთ: თვალთა: მილსა:

1476. მივიდეს: სადა: ქალაქი: დიდი: მულღაზანზარია: სცემდეს: ბუკსა: და: ტაბლაკსა: გახდა: ზათქი: და: ზარია: დაბდაბისა: და: ქოსისა: ხმა: ტურფად: შენათხზარია: მოატყდეს: მოქალაქენი: დააგდეს: მუნ: ბაზარია:

1477. შუკათათ: მოდგნეს: ვაჭარნი: ყოვლგნით: მჭვრეტელთა: ჯარია: შორს: უარებდეს: სარანგნი: ხელთა: აქვს: მათ: აბჯარია: მოიჯრებოდეს: ჯალაბნი: სარანგთა: დამსაჯარია: მათთა: საჭვრეტლად: მიშვება: მუნ: მათგან: ნააჯარია:

1478. გადახდეს: დაფრიდონისსა: სრა: ნახეს: მოსაწონები: გამოეგება: მრავალი: ოქროს: სარტყლითა: მონები: ფერხთა: საფენლად: ოქსინო: მართ: მათგან: არს: ნაქონები: თავსა: აყრიდეს: ოქროსა: ხვეტს: ჯარი: მუნ: ნარონები: