... (H-599), 1646 წ.

1672. ტარიელ: თქვა: დედოფალო: გკადრებ: ერთსა: მოსახსენსა: რამაზ: მეფე: შეიწყალე: მიავალე: ღმერთსა: შენსა: ვნახე: მეტად: შემებრალნეს: შეუშინდა: ხრმალსა: ჩვენსა: ღმერთი: ალხენს: მონანულსა: მოცთომილსა: ცრემლნადენსა:

1673. დედოფალმან: ლმობიერად: შევუნდობო: ესე: ბრძანა: მოიყვანა: რამაზ: მეფე: ხელმწიფეთა: ათაყვანა: ყოვლით: კერძო: მომღერალთა: ხმები: გაეთანისთანა: ჭირთა: მათგან: გარდახდილთა: ესე: ლხინი: შეაგვანა:

1674. ოქრო: თვალი: მარგალიტი: შვენიერი: სანახავად: ყოვლგან: იდვის: ვითა: გორი: მოდის: ველთა: მოსარწყავად: ვისცა: სწადდის: ალაფობდის: წაიღიან: უკითხავად: მანდატურნი: არვის: სცვიდის: ბოლოს: ვინ: ჯდის: ანუ: თავად:

1675. ავთანდილ: და: ფრიდონისთა: მეფე: ეტყვის: სპათა: დიდი: სტუმარნი: ხართ: შოებისა: სირცხვილი: და: ნუ: გაქვ: რიდი: თვითოს: კაცსა: თვითო: ჯორი: მარგალიტი: ანაკიდი: ესე: მისცა: საბოძვარი: სხვას: ყველასა: ვერ: დავსთვლიდი:

1676. ავთანდილ: და: ფრიდონისთვის: საბოძვარსა: ვინ: დასთვალავს: ვერ: გამოსთქვამს: სიმრავლესა: ენა: ამად: თავსა: კრძალავს: რაცა: იდვა: უკეთესსა: დედოფალი: არ: დამალავს: მათ: უხმობდა: მხსნელად: მათად: ტკბილად: უჭვრეტს: არა: მალავს:

1677. სრულნი: ინდონი: ავთანდილს: და: ფრიდონს: ღ~თად: ხადოდიან: თქვენგან: გვჭირს: კარგი: ყველაი: მართ: ამას: მოიტყოდიან: ვითა: პატრონსა: სჭვრეტდიან: რაც: სწადდის: მას: იქმოდიან: სადარბაზობლად: ნიადაგ: მათ: წინა: მოვიდოდიან:

1678. ტარიელ: რამაზ: მეფესა: უბოძა: საბოძვარია: უბრძანა: ხარკსა: მოგვცემდი: მართ: ვითა: შენი: გვარია: მან: თაყვანისცა: პირისა: ქვე: მდაბლად: დამდებარია: წავიდა: მისი: მლოცველი: არ: ომთა: მომკვეხარია:

1679. ინდოთ: მეფე: უბრძანებდა: ასმათს: მისსა: შეკდომილსა: რაცა: შენ: ჰქენ: არ: უქმნია: არ: გამზრდელსა: არცა: ზრდილსა: აწ: ინდოეთს: სამეფოსა: მეშვიდესა: ერთსა: წილსა: ზედა: დაგსვამ: შენი: იყოს: გვმსახურებდი: ტკბილი: ტკბილსა:

1680. ვინცა: გწადდეს: ქმრად: შეირთე: სამეფოსა: ეპატრონე: მუნიდაღმა: გვმსახურებდი: თავი: შენი: დაგვამონე: ასმათ: ფერხთა: ეხვეოდა: შენგან: არის: ჩემი: ღონე: მონობისა: უკეთესი: რამც: ვიშოვნე: რამც: ვიქონე:

1681. ერთგან: სამთავე: ძმობილთა: დაყვნეს: ცოტანი: დღენია: თამაშობდიან: უსახო: მოუდიოდეს: ძღვენია: რა: მარგალიტი: ღარიბი: რა: უკეთესი: ცხენია: მაგრა: ავთანდილს: სურვილმან: დაღრეჯა: დააჩენია:

1682. ტარიელ: ცნა: ამა: ყმასა: ცოლისათვის: მოესურვა: უბრძანებდა: გული: შენი: ვიცი: ამად: მომემდურვა: აწ: ვაგლახ: მენ: ჭირი: შენი: გონებამან: შვიდი: თუ: რვა: მოგშორდები: საწუთრომან: ლხინი: ასრე: დამიშურვა:

1683. კვლა: ფრიდონცა: დაეთხოვა: წავიდეო: სახლსა: ჩემსა: ზედა: ზედა: დავსტკეპნიდე: დარბაზსა: და: ამა: თემსა: სამსახურსა: მიბრძანებდი: უხუცესი: ვითა: მრწემსა: თქვენთვის: ასრე: მომსურდების: წყაროსათვის: ვით: ირემსა:

1684. მასცა: უბოძა: ფარმანი: წა: სახლი: მოიარეო: მე: ნუ: გამწირავ: მიახლე: ადრე: მობრუნდი: გარეო: ავთანდილს: უთხრა: უშენოდ: რამცაღა: გავიხარეო: რადგან: ისწრაფი: რაღა: ვქმნა: მიგელის: ლომსა: მთვარეო:

1685. როსტანისთვის: წაატანა: საძღვნოდ: ტურფა: ჯუბაჩები: კვლა: ჭურჭელები: თვალთა: თლილთა: არ: კოვზები: არ: ჩამჩები: ჩემაგიერ: მიუტანე: წაო: ნურას: მეურჩები: ავთანდილ: თქვა: არა: ვიცი: მე: უშენოდ: ვით: დავრჩები:

1686. ქალსა: ქალმან: გაუგზავნა: ყაბაჩა: და: ერთი: რიდე: რომე: ჩაცმა: დაბურვასა: ვინმც: ღირს: იყო: მათგან: კიდე: ერთი: თვალი: წამღებელმან: ვერა: თქვას: თუ: ცუდად: ვზიდე ღამე: მზეებრ: გაანათლოს: ჩნდის: სადაცა: შეხედვიდე:

1687. ავთანდილ: შეჯდა: წავიდა: ტარიას: გაესალამა: იგი: ორნივე: გაყრისა: დაწვნა: ცეხლისა: ალამა: სრულად: ინდონი: მისტირან: ცრემლმან: მინდორი: დალამა: ავთანდილ: იტყვის: მომკლაო: სოფლისა: მე: სამსალამა:

1688. ერთგან: ფრიდონ: და: ავთანდილ: იარნეს: დღენი: მცირენი: გზამან: გაყარნა: წავიდეს: თავისთავ: ანატირენი: კარგად: მოუხდეს: მათ: მათნი: საქმენი: დანაპირენი: ავთანდილ: მიხდა: არაბეთს: ნახნა: არ: ცუდნი: ჭირენი:

1689. გამოეგებნეს: არაბნი: სამეფო: დააშვენა: მან: ნახა: მზე: მისი: მირიდა: მისთა: სურვილთა: წყენამან: მის: თანა: ტახტსა: ზედ: დაჯდა: ილხინა: მჭვრეტთა: ლხენამან: გაახელმწიფა: გვირგვინი: ზეცით: მოსრულმან: ზენამან:

1690. მათ: სამთავე: ველმწიფეთა: ერთმანერთი: არა: სძულდეს: ერთმანერთსა: ნახვიდიან: საწადელი: აუსრულდეს: ბრძანებისა: შემცილენი: მათით: ხელითა: დავეწყლულდეს: მოიმატეს: სამეფონი: გახელმწიფდეს: გამორჭმულდეს:

1691. ფრიდონცა: ესვა: მოყვარედ: მათ: წინა: მიიყვანიან: ერთმანერთისა: მეშველთა: მებრძოლნი: იმაჯანიან: მათთა: ურჩთა: და: შემკადრთა: მიწები: ააკვანიან: ორგულთა: მკლავნი: შემუსრნეს: ერთგულნი: აგულვანიან: