... (H-54), 1680 წ.

1409. ავთანდილ: მალვით: ცრემლსა: წუას: დენად: სისხლ: ნართავისად: შიგან: მელნისა: მორევსა: ცურავს: გიშრისა: ნავი: სად: იტყუის: თუ: მნახეთ: მიჯნურნო: იგი: ვინ: ვარდია: ვისად: უმისოდ: ნეხუთა: ზედა: ვზი: ბულბული: მსგავსად: ყუავისად:

1410. მუნ: ცრემლნი: მისგან: ნადენნი: ქუათაცა: დასალბონია: გიშრისა: ტეური: აგუბებს: ვარდისა: ველსა: ფონია: ფატმან: მას: ზედა: იხარებს: მართ: ვითა: იადონია: თუ: ყუავი: ვარდთა: იშოვნის: თავი: ბულბული: ჰგონია:

1411. გათენდა: ბანად: წავიდა: მზე: სოფელს: შუქ: ნაკიდები: დიაცმან: უძღუნა: მრავალი: კაბა: ყაბაჩა: რიდები: მრავალი: ფერი: სულნელი: ტურფა: პერანგი: წმიდები: რაცა: გწადდესო: ჩაიცუი: მე: ნურას: ნუ: მერიდები:

1412. ავთანდილ: თქვა: საქმე: ჩემი: გავაცხადო: ამა: დღესა: სამოსისა: ვაჭრულისა: ცუმა: აქამდის: დაეწესა: მას: დღე: ყოვლი: საჭაბუკო: შეიმოსა: ტანსა: მხნესა: მოიმატა: დაშუენება: დაემსგავსა: ლომი: მზესა:

1413. ფატმანს: პური: შეეკაზმა: ავთანდილის: საწუეველად: ყმა: შევიდა: მოკაზმული: მხიარულად: არ: პირ: ბნელად: ფატმან: ნახა: გაუკუირდა: ვაჭრულისა: უმოსელად: შემოსცინნა: აგრე: სჯობსო: შენთუის: ხელთა: სასურველად:

1414. ფატმან: მისსა: შვენებასა: მეტის: მეტად: ჰკუირდებოდა: მან: პასუხი: არა: გასცა: თავის: წინა: ღიმდებოდა: შეეტყუების: არ: მიცნობსო: რა: რეგუნადა: რა: გუარ: ჴმობდა: თუცა: რასმე: იფერებდა: მეტი: არა: ჰგავიდოდა:

1415. პური: ჭამეს: გაიყარნეს: ყმა: მივიდა: მისსა: შინა: ღვინო: სმული: მხიარული: დაწუა: ამოდ: დაიძინა: საღამოჟამს: გაიღუიძნა: შუქი: ველთა: მოაფინა: ფატმან: უჴმო: მოდი: მნახე: მარტო: ვარო: თავის: წინა:

1416. ფატმან: მივიდა: ავთანდილს: ჴმა: ესმა: მისგან: ოხისა: იტყოდა: მომკლავს: უცილოდ: ტანი: ალვისა: მოხისა: გუერდსა: დაისვა: ბალიში: მისცა: მისისა: ნოხისა: ვარდისა: ბაღსა: უჩრდილობს: ჩრდილი: წამწამთა: ქოხისა:

1417. ავთანდილ: ბრძანა: ჰე: ფატმან: ვიცი: ეს: საქმე: შენია: დაჰკრთები: ამა: ამბავსა: მართ: ვითა: გუელ: ნაკბენია: მაგრა: აქამდის: მართალი: შენ: ჩემი: არა: გსმენია: ჩემნი: მომკლველნი: წამწამნი: შავნი: გიშრისა: ხენია:

1418. გგონივარ: ვინმე: ვაჭარი: პატრონი: ქარავანისა: მე: ვარ: სპასპეტი: მაღლისა: მეფისა: როსტევანისა: თავადი: სპისა: დიდისა: მათისა: შესაგუანისა: მაქუს: პატრონობა: მრავლისა: საჭურჭლე: მგზავსი: ხანისა:

1419. შენ: გიცი: კარგი: მოყვარე: ერთგული: მისანდობელი: მათ: უვის: ერთი: ასული: მზე: ჴმელთა: მანათობელი: იგია: ჩემი: დამწუელი: და: ჩემი: დამადნობელი: მან: გამომგზავნა: დავაგდე: პატრონი: მათი: მშობელი:

1420. რომე: შენ: ქალი: გყოლია: მე: ძებნად: მისვე: ქალისად: მივლია: ყოვლი: ქუეყანა: მის: მზისა: მონაცვალისად: მისთუის: გაჭრილი: მინახავს: წევს: ლომი: ფერნამკრთალი: სად: გამცუდებელად: თავისად: მის: გულისა: და: ძალისად:

1421. ავთანდილ: ფატმანს: ყოველი: უთხრა: ამბავი: თავისა: ამბავი: ტარიელისგან: შემოსვა: ვეფხის: ტყავისა: უბრძანა: შენ: ხარ: წამალი: ჯერთ: შენგან: უნახავისა: ღონე: წამწმისა: ჴშირისა: ყორნის: ფრთებ: ნაფუშავისა:

1422. მოდი: და: ფატმან: მეწიე: ვეცადნეთ: მისსა: რგებასა: უშველოთ: იგი: მნათობნი: ნუთუ: მიეცნენ: შვებასა: ვინცა: სცნობს: კაცი: ყუელაი: ჩუენსა: დაიწყებს: ქებასა: ნუთუ: კულა: მიხუდენ: მიჯნურნი: ერთმანერთისა: ხლებასა:

1423. მომგუარე: ქაჯეთს: გავგზავნოთ: იგივე: მონა: გრძნეული: ქალსა: ვაცნობოთ: ყუელაი: ამბავი: ჩუენგან: ცნეული: მანცა: გვაცნობოს: მართალი: ვქნათ: მისი: გამორჩეული: ღმერთმან: ქნას: ქაჯთა: სამეფო: მოგესმას: ჩუენგან: ძლეული:

1424. ფატმან: თქუა: ღმერთსა: დიდება: საქმენი: მომხუდეს: მორანი: დღეს: რომე: მესმნეს: ამბავი: უკუდავებისა: სწორანი: მოგუარა: მონა: გრძნეული: შავი: მართ: ვითა: ყორანი: უბრძანა: ქაჯეთს: გაგგზავნი: წა: გზანი: გისხენ: შორანი:

1425. აწ: გამოჩნდების: საჴმრობა: ჩემთუის: შენისა: გრძნებისა: ფიცხლად: დამივსე: საჴუმილი: შენ: ჩემთა: ცეცხლთა: გზნებისა: მას: მზესა: ჰკადრე: მიზეზი: მისისა: განკურნებისა: მან: უთხრა: ხუალე: მოგართუა: ყოვლი: ამბავი: ნებისა:

წიგნი ფატმანისა ნესტან დარეჯანის წინაშე:

1426. ფატმან: სწერს: აჰა: მნათობო: სოფლისა: მზეო: ზენაო: შენთა: შორს: მყოფთა: ყოველთა: დამწუელო: ამაზრზენაო: სიტყუა: მჭევრო: და: წყლიანო: ტურფაო: ლამაზენაო: ბროლო: და: ლალო: ოროვე: კულავ: ერთგან: შენათხზენაო:

1427. თუცა: თუ: შენი: ამბავი: შენ: არა: მომასმენიე: მე: ეგრეცა: ვცან: მართალი: მით: გულსა: შენთუის: ველიე შენთუის: ხელქმნილსა: ტარიელს: ამბუითა: მოალხენიე: ორნივე: მიხუდეთ: წადილსა: იგი: ვარდობდეს: შენ: იე: