... (S-5006), XVIII ს.

1403. ფატმან: უსენ: და: მონანი: ტირან: ცრემლითა: ცხელითა: იტყუიან: მზეო: რა: გვიყავ: დაგვწვენ: ცეცხლითა: მწველითა: რად: დაგვაბნელენ: შენისა: მოშორვებისა: ბნელითა: დაცაგუმარხენო: ჴელითა: ჩვენისა: დამმარხველითა:

ავთანდილისაგან გულანშაროთ წასვლა და ტარიელის შეყრა:

1404. გამოვლნა: ზღვანი: ავთანდილ: მგზავრითა: რითმე: ნავითა: პირმხიარული: აცორვებს: მართ: ოდენ: მარტო: თავითა: მას: შეყრა: ტარიელისი: უხარის: მით: ამბავითა: ჴელ: განბყრობილი: გულითა: არს: ღ~თისა: საესავითა:

1405. მოწურვილ: იყო: ზაფხული: ქუეყნით: ამოსლვა: მწუანისა: ვარდის: ფურცლობის: ნიშანი: დრო: მათის: პაემანისა: ეტლის: ცვალება: მზისაგან: შეჯდომა: საროსტანისა: სულთქნა: რა: ნახა: ყუავილი: მან: უნახავმან: ხანისა:

1406. აგრგუინდა: ცა: და: ღრუბელნი: ცროდეს: ბროლისა: ცვარითა: ვარდთა: აკოცა: ბაგითა: მითვე: ვარდისა: დარითა: უბრძანა: გიჭურეტ: თვალითა: გულტკბილად: შემხედვარითა: მისად: სანაცვლოდ: მოვილხენ: თქუენთანა: საუბარითა:

1407. რა: მოეგონის: მოყვარე: სდინდიან: ცრემლნი: მწარენი: ტარიელისკენ: იარნა: მან: გზანი: საწყინარენი: უდაბურნი: და: უგზონი: უცხონი: რამე: არენი: სადაცა: ნახის: დახოცის: ლომ: ვეფხნი: მოშამბნარენი:

1408. ქუაბნი: გამოჩნდეს: იამა: იცნა: თქუა: იგი: კლდენია: სადაა: ჩემი: მოყვარე: და: ვისთვის: ცრემლი: მდენია: ღირსმ: ვარმცა: ვნახო: პირისპირ: უამბო: რაცა: მსმენია: არ: მოსრულ: იყოს: რაღა: ვქნა: ცუდ: ჩემი: განავლენია:

1409. თუ: მოსრულა: უღონიოდ: შინა: ხანსა: არ: დაზმიდა: მინდორს: სადმე: წავიდოდა: მჴეცისაებრ: ველთა: ვლიდა: სჯობს: თუ: შამბშამბ: წავიარო: იგონებდა: იხედვიდა: ესე: თქუა: და: მიუქცია: მინდორთაკე: წამოვიდა:

1410. მიაცორვებს: და: იმღერის: მხიარულითა: გულითა: მართ: სახელდებით: უყივის: ჴმითა: მით: სიხარულითა: ცოტაი: წავლო: გამოჩნდა: მზე: სინათლითა: სრულითა: შამბისა: პირსა: ტარიელ: დგას: ჴმლითა: მომახულითა:

1411. ტარიელს: ლომი: მოეკლა: მით: ჴმალსა: სისხლი: სცხებოდა: შამბისა: პირსა: ქუეითი: დგა: ცხენი: არა: ხლებოდა: ყივილი: ავთანდილისა: ესმოდა: ეოცებოდა: შეხედნა: იცნა: გაიქცა: მისკენ: მირბოდა: ხლტებოდა:

1412. ჴმალი: გასტყორცა: ტარიელ: მიმართა: მისსა: ძმობილსა: ყმა: ცხენისაგან: გარდიჭრა: ჰგვანდა: ეტლისა: სწრობილსა: მართ: ერთმანერთსა: აკოცეს: ჰგვანან: ყელ: გარდაჭდობილსა: ჴმა: შაქრის: ფერად: გაუჴდა: ვარდსა: ხშირ: ხშირად: პობილსა:

1413. ტარიელ: მოთქვა: ტირილით: სიტყვა: ნატიფი: მჭევრები: სისხლისა: ღვარმან: შეღება: წითლად: გიშრისა: ტევრები: ალვისა: წყარო: ცრემლისა: მორწყავს: ნაკადი: ბევრები: რადგან: შენ: გნახე: რა: მგამა: პატიჟი: მჭირდეს: ბევრები:

1414. ტარიელ: ტირს: და: ავთანდილ: სიცილით: ეუბნებოდა: გაღიმდის: ძოწი: გააპის: კბილთაგან: ელვა: ჰკრთებოდა: ეტყოდა: ვცანო: ამბავი: შენ: რომე: გიამებოდა: აწ: გაახლდების: ყუავილი: ვარდი: აქამდის: ჭკნებოდა:

1415. ტარიელ: უთხრა: ჰე: ძმაო: კმა: არს: დღეს: რაცა: მლხენია: ყოველი: ჩემი: სალხინო: მინახავს: ნახვა: შენია: სხვად: ნუ: ყოს: ღმერთმან: წამალი: არცა: რა: მოგისმენია: კაცმანმცა: სოფელს: ვით: პოვა: რაცა: რა: საქმე: ზენია:

1416. რა: ტარიელ: არ: შესჯერდა: ავთანდილცა: არ: დასწყნარდა: მის: ამბისა: დაყოვნება: ვეღარ: გასძლო: აუჩქარდა: გამოიღო: რიდე: მისი: ვინ: ბაგეთა: ვარდი: ვარდა: რა: ტარიელ: ნახა: იცნა: გამოუღო: შემოვარდა:

1417. წიგნი: და: კიდე: რიდისა: იცნა: და: გაცაშალა: მან: პირსა: დაიდვა: დაეცა: ვარდმან: ფერითა: მკრთალამან: სულნი: გაიქცნეს: მოდრიკა: თავი: გიშრისა: ტალამან: მისნი: ვერ: გასძლნეს: პატიჟნი: ვერ: კაენ: ვერცა: სალამან:

1418. ავთანდილ: უჭვრეტს: ტარიელს: უსულოდ: ქუემდებარესა: შეფრინდა: შველად: მიმართა: მას: ტკბილად: მოუბარესა: ვერა: ვერ: არგო: დამწუარსა: სრულად: ცეცხლნადებარესა: მისთა: ნიშანთა: სიცოცხლე: მათ: მისი: მიებარესა:

1419. ავთანდილ: დაჯდა: ტირილად: ტირს: ჴმითა: შვენიერითა: ყორანსა: გაგლეჯს: ხშირ: ხშირად: აფრთხობს: ბროლისა: ჭერია: გახეთქა: ლალი: გათლილი: ანდამატისა: კვერითა: მუნით: წყარონი: გამოჰჴდეს: ძოწსა: ვამსგავსე: ფერია:

1420. პირსა: იხოკს: ღაწუთა: სისხლი: ჩასდიოდა: მისსა: მჭვრეტსა: რაცა: ვჰქენო: არ: უქმნია: არცა: შმაგსა: არცა: რეტსა: წყალი: სწრაფით: რას: დავასხი: ცეცხლსა: ძნელად: დასაშრეტსა: ჩქარად: ეცეს: ვერ: გაუძლებს: გული: ლხინსა: მეტის: მეტსა:

1421. მე: მოვჰკალ: ჩემი: მოყვარე: რა: მმართებს: გაწბილებულსა: თავსა: ვაბრალობ: საქმესა: არ: დასმით: გაგონებულსა: ცრუ: კაცი: კარგად: ვერა: იქს: საქმესა: გაძნელებულსა: თქმულა: სიწყნარე: გმობილი: სჯობს: სიჩქარესა: ქებულსა: