... (H-2074), XVI-XVII სს.

1411. წავიდა჻ ვითა჻ ისარი჻ კაცისა჻ მშვილდ჻ ფიცხელისა჻ რა჻ ქაჯეთს჻ შეჰჴდა჻ ქნილ჻ იყო჻ ოდენ჻ ბინდ჻ ბანდი჻ ბნელისა჻ უჩინოდ჻ შევლო჻ სიმრავლე჻ მოყმისა჻ კართა჻ მცველისა჻ მას჻ მზესა჻ ჰკადრა჻ ამბავი჻ მისისა჻ სასურველისა჻

1412. ციხისა჻ კარნი჻ დაჴშულნი჻ შევლნა჻ მართ჻ ვითა჻ ღიანი჻ შევიდა჻ ზანგი჻ პირშავი჻ თმაგრძელი჻ ტან჻ ნაბდიანი჻ იგი჻ მზე჻ დაჰკრთა჻ ეგონა჻ სამოსი჻ რამე჻ ზიანი჻ შესცვალა჻ ვარდი჻ ზაფრანად჻ ლაჟვარდის჻ ფერად჻ იანი჻

1413. ქაჯმან჻ უთხრა჻ ვინ჻ გგონივარ჻ ანუ჻ აგრე჻ რად჻ დაბნდები჻ მე჻ ვარ჻ მონა჻ ფატმანისი჻ თქუენს჻ წინაშე჻ ნამგზავრები჻ ამა჻ წიგნმან჻ გამამართლოს჻ არ჻ ტყუვილად჻ გეუბნები჻ მზისა჻ შუქნი჻ მოისწრაფენ჻ ვარდო჻ ადრე჻ ნუ჻ დასჭნები჻

1414. შუენებითა჻ არსთა჻ მზე჻ ხარ჻ ქუეყანისა჻ არეული჻ ჻ ბროლ჻ ბადახში჻ ძოწ჻ გიშერი჻ პირ჻ გავსილი჻ მთუარეული჻ ჻ ალვის჻ ნორჩი჻ ცისკრის჻ ვარდი჻ მუშკ჻ სულნელი჻ აბრეული჻ ჻ ნუ჻ დასჭკნები჻ წამერთ჻ მოვა჻ ღ~თის჻ წყალობა჻ ადრეული჻

1415. პირმზე჻ გაჰკუირდა჻ ფატმანის჻ ამბითა჻ საკუირველითა჻ ნუშნი჻ გააპნა჻ შეიძრნეს჻ სათნი჻ გიშრისა჻ წნელითა჻ მას჻ იგი჻ წიგნი჻ მონამან჻ მისცა჻ თავისა჻ ჴელითა჻ სულთქამს჻ იკითხავს჻ უსტარსა჻ ალტობს჻ ცრემლითა჻ ცხელითა჻

1416. მონასა჻ ჰკითხა჻ მიანბე჻ ვინ჻ არის჻ ჩემი჻ მძებნელი჻ ანუ჻ ვინ჻ მიცის჻ ცოცხალი჻ მიწათა჻ ზედან჻ მტკეპნელი჻ მან჻ მოახსენა჻ ვიკადრებ჻ რასაც჻ ოდენ჻ ვარ჻ მცნებელი჻ რა჻ წამოსრულ჻ ხარ჻ მას჻ აქათ჻ შენგან჻ ჩუენია჻ მზე჻ ბნელი჻

1417. ფატმანის჻ გული჻ მას჻ აქათ჻ ლახუართა჻ შენახევია჻ მას჻ რომე჻ ცრემლი჻ სდიოდეს჻ ზღუათაცა჻ შენართევია჻ მე჻ ერთხელ჻ შენი჻ ამბავი჻ მისთუის჻ კულაც჻ მიმირთმევია჻ ღ~თსა჻ ვიმოწმებ჻ მას჻ აქათ჻ ტირილი჻ არ჻ დაჰლევია჻

1418. აწ჻ ვინმე჻ მოყმე჻ მოვიდა჻ შუენიერითა჻ პირითა჻ მან჻ უთხრა჻ წურილად჻ ყველაი჻ თქუენ჻ ხართ჻ რათაცა჻ ჭირითა჻ იგია჻ შენი჻ მძებნელი჻ მკლავითა჻ ვითა჻ გმირითა჻ მე჻ გამომგზავნეს჻ დამვედრეს჻ სწრაფა჻ სწრაფითა჻ ჴშირითა჻

1419. ქალმან჻ უთხრა჻ მემართლების჻ ყმაო჻ შენი჻ ნაუბარი჻ ფატმან჻ ჩემი჻ არ჻ იცოდა჻ ვიყავ჻ ვისი჻ წანაგუარი჻ უღონიოდ჻ არის჻ სადმე჻ ჩემი჻ ცეცხლთა჻ მომდებარი჻ მე჻ მიუწერ჻ შენცა჻ ჰკადრე჻ ვარ჻ ვითამცა჻ გულმდუღარი჻

წიგნი ნესტან დარეჯანისა ფატმანთანა თავის ხელითა სწერს჻

1420. პირმზე჻ ვწერ჻ აჰა჻ ხათუნო჻ დედისა჻ მჯობო჻ დედაო჻ მისგან჻ ტყუექმნილსა჻ სოფელმან჻ რა჻ მიყო჻ ამას჻ ხედაო჻ მე჻ გლახ჻ მათ჻ ჩემთა჻ პატიჯთა჻ სხუაცა჻ დამერთო჻ ზედაო჻ აწ჻ ვნახე჻ შენი჻ უსტარი჻ მე჻ დიდად჻ მეიმედაო჻

1421. შენ჻ ორთა჻ დამჴსენ჻ გრძნეულთა჻ გამიადვილე჻ ჭირები჻ აწ჻ აქა჻ სრულთა჻ ქაჯთაგან჻ ვარ჻ ასრე჻ დანამჭირები჻ ერთსა჻ მცავს჻ ერთი჻ სამეფო჻ ბევრჯელ჻ ათასი჻ გმირები჻ ავად჻ მომიჴდა჻ თათბირი჻ და჻ ჩემი჻ დანაპირები჻

1422. სხუად჻ ამბავი჻ აქაური჻ მეტი჻ რამცა჻ მოგიწერე჻ ქაჯთა჻ მეფე჻ არ჻ მოსრულა჻ არცა჻ მოვლენ჻ ქაჯნი჻ ჯერე჻ მაგრამ჻ სპანი჻ უთუალავნი჻ მცვენ჻ და჻ მათი჻ სიალფერე჻ რასა჻ ჰქუიან჻ ძებნა჻ ჩემი჻ არ჻ ეგების჻ დაიჯერე჻

1423. ვინცაღა჻ ჩემი჻ მძებნელი჻ მოსრულა჻ ცუდ჻ მაშურალია჻ იჭირვის჻ იწუის჻ ენთების჻ ჩემი჻ სწუავს჻ ცეცხლებრ჻ ალია჻ მაგრა჻ მას჻ ვჰნატრი჻ უნახავს჻ მზე჻ ამად჻ არ჻ დამზრალია჻ უმისოდ჻ ჩემი჻ სიცოცხლე჻ ვაიმე჻ რა჻ დიდი჻ ბრალია჻

1424. შენ჻ ამბავი჻ არ჻ გიამბე჻ მაშინ჻ ამად჻ დაგიმალე჻ ვერ჻ იტყოდა჻ ენა჻ ჩემი჻ თავი჻ ჭირთა჻ გავაკრძალე჻ გეხუეწები჻ საყუარელსა჻ შემახუეწე჻ შემაბრალე჻ ნუ჻ წამოვა჻ ძებნად჻ ჩემად჻ მიუწერე჻ შეცასთუალე჻

1425. მე჻ რომ჻ მჭირს჻ კმარის჻ ნუ჻ მომკლავს჻ ამისითავე჻ სწორითა჻ მას჻ მკუდარსა჻ ვნახავ჻ მოვკუდები჻ მე჻ სიკუდილითა჻ ორითა჻ ვერას჻ ვინ჻ მარგებს჻ დასტურად჻ ვიცი჻ არ჻ რამე჻ ჭორითა჻ არ჻ დაგმორჩილდეს჻ დამქოლე჻ შავისა჻ ქუისა჻ ყორითა჻

1426. გეთქუა჻ ნიშნისა჻ გაგზავნა჻ აწ჻ ესე჻ განამჟღავნია჻ მისეულთავე჻ რიდეთა჻ ნაკუეთი჻ გამიგზავნია჻ ესენი჻ ჩემთუის჻ მის჻ გამო჻ ტურფანი჻ სანახავნია჻ თუცა჻ თუ჻ ფერად჻ ბედისა჻ ჩემისა჻ მსგავსად჻ შავნია჻

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარელთან მიწერილი჻

1427. აწ჻ საყუარელსა჻ მიუწერს჻ გულ჻ ამოსკუნილი჻ მტირალი჻ მისმანვე჻ ცრემლმან჻ დაუვსის჻ ვის჻ ედებოდა჻ ვის჻ ალი჻ დაწერა჻ წიგნი჻ მსმენელთა჻ გულისა჻ გასაგმირალი჻ ვარდი჻ გააპის჻ გამოჩნდის჻ მუნ჻ ბროლი჻ გამომჭუირვალი჻

1428. ჱე჻ ჩემო჻ ესე჻ უსტარი჻ არს჻ ჩემგან჻ მონაღვაწები჻ ტანი჻ კალმად჻ მაქუს჻ კალამი჻ ნაღველსა჻ ამონაწები჻ მე჻ გული჻ შენი჻ ქაღალდად჻ გულსავე჻ ჩემსა჻ ვაწები჻ გულო჻ შავგულო჻ დაბმულხარ჻ ნუ჻ აეჴსნები჻ აწ჻ ები჻