... (W-17), XVII ს.

1412. ფრიდონის სახლსა გარდახდეს ორნივე ტურფად გებულსა გვერდსა დაისვამს ავთანდილს მისსა ძმად შეფიცებულსა იგინი დასხდენ საჯდომსა ოქსინო გარდაგებულსა მათ უძღვნეს იგი აბჯარი ფრიდონს ჭაბუკად ქებულსა

1413. უთხრეს ჯერთ ჟამად არა გვაქვს სხვა შენთვის არმაღანია მაგრა ტურფანი მრავალნი ქვე სადმე გვისხენ სხვანია მან დასდვა პირი მიწასა არ დაიყოვნა ხანია ჩემთუის ამისი ბოძება არს თქუენი შესაგუანია

1414. გამოისვენეს მას ღამით ფრიდონის მასპინძლობითა აბანოს ბანნა აავსნა შესამოსლისა ძღუნობითა დამოსნა ტურფა ტურფითა ერთმანერთისა მჯობითა თვალ მარგალიტი ღარიბი უძღვნა ოქროსა გობითა

1415. კულავ ფრიდონ ჰკადრა რაც გინდეს ჩემგან თქვენ ნუ გაქვთ რიდია ეს თავი ჩემი თქვენისა ფეჴისა გზა და ჴიდია ოქრო და ლალი აიღეთ ორნივ სალაროს მიდია ესეცა ბრძანეთ ლაშქარი მცირე გვინდა თუ დიდია

1416. უთხრა თუ ესე სიტყვაა ავისა მასპინძელისა ჰგავს მომწყენოდეს სტუმრობა თქუენ ბრძნისა ვითა ხელისა მაგრა აწ ყოვნა არ ვარგა წავლა სჯობს გზისა გრძელისა თუ ქაჯნი მოგვესწრებიან საეჭვი არს სიძნელისა

1417. დიდთა რას ვაქმნევთ ლაშქართა კარგნი გვინდან და ცოტანი სამასი კაცი გუეყოფის წავიდეთ მართ მეოტანი ჩვენ ქაჯეთს ქაჯთა საომრად დავაგნეთ ჴრმალთა კოტანი მას ადრე ვჰპოებთ ვისიცა მოგვკლავს ალვისა მოტანი

1418. ქაჯეთს ერთხელ კულავც ვყოფილვარ ნახავთ თქუენცა გემაგრების ყოვლგნით კლდეა გარეშემო მტერი ვერა მოადგების თუ იდუმალ არ შეუვალთ ცხადად შებმა არ ეგების მით ლაშქარი არად გვინდა რაზმი მალვით ვერ მოგუყუების

1419. იგინიცა დაემოწმნეს ამა მისსა ნაუბარსა მუნ დააგდეს ქალი ასმათ ფრიდონ მისცემს საჩუქარსა თვით სამასსა ცხენოსანსა წაიტანდეს გმირთა დარსა ბოლოდ ღ~თი გაუმარჯვებს ყოვლსა პირველ [.........]

1420. ზღვა გაიარეს სამთავე ერთგან ძმად შეფიცებულთა ფრიდონ გზა იცის იარეს დღისით და ღამით რებულთა ფრიდონ თქუა ვახლავთ არეთა ჩუენ ქაჯეთს მიახლებულთა აქათგან ღამით ვლა გვინდა მით არას გამჟღავნებულთა

1421. ამა ფრიდონის თათბირთა სამნივე ერთგან ზმიდიან რა გაუთენდის დადგიან და ღამით ფიცხლა ვლიდიან მოვიდნეს აჩნდა ქალაქი მცველთა ვერ დასთვალვიდიან გარე კლდე იყო გუშაგთა ჴმა ჯარვით გაადიდიან

1422. ყოვლგნით მრგვალი შეუვალი არსით იყო ყოლე პირი სამთა კართა ცხრა ათასი ზედა სცვიდა მოყმე გმირი შუა ციხე ამართული კლდე კეკლუცი არ დუხჭირი გვირაბითა შესავალი ახურეტილი ვითა სტვირი

1423. გვირაბის კარსა ჭაბუკი ათი ათასი მცველია მათ ლომთა ნახეს ქალაქი მთვარე დგას მუნ ნათელია თქუეს ვითათბიროთ ვითა ვთქვათ აწ გამორჩევა ძნელია ასი ათასსა აჯობებს თუ გამორჩევით მქმნელია

თათბირი ნურადინ ფრიდონისი ქაჯთა ომისა

1424. ფრიდონ თქუა ვიტყვი სიტყვასა ვეჭუ ჩემი არ დამცდარია ჩუენ ცოტანი ვართ ქალაქი დიდთაგან საომარია [............]ომი არ ძალ გვაქვს არჟამი საკუეხარია [............] ვერსით შევუვალთ თუ ზედ დაგუიხშან კარია

1425. ჩემსა სიმცროსსა გამზრდელნი სამუშაითოდ მზრდიდიან მასწავლნეს მათი საქმენი მახლტუნებდიან მწურთიდიან ასრე გავიდა საბელსა რომ თვალნი ვერ მომკიდიან ვინცა მჭვრეტდიან ყმაწვილნი იგიცა ინატრიდიან

1426. აწ ვინცა ვიცით უკეთუ შეტყორნცა საგდებელისა მან ერთსა ბურჯსა გარდვაგდოთ წვერი საბლისა გრძელისა მაზედა გავლა ადვილად მიჩანს მართ ვითა ველისა თქუენ ჭირად გაყო შიგანთა პოვნა კაცისა მრთელისა

1427. აბჯრითა გავლა არად მჩანს ჭირად გატანა ფარისა შიგან ჩავხტები კისკასად ვეცემი მზგავსად ქარისა ლაშქართა დავჰჴოც გავახუამ ნახოთ გაღება კარისა თქუენცა მუნ მოდით სადაცა გესმას ზრიალი ზარისა

თათბირი ავთანდილისა ქაჯეთის საომრად

1428. ავთანდილ უთხრა ჰე ფრიდონ მოყვასნი ვერ გიჩივიან ლომთა მკლავთაგან იმედი გაქუს არა წყლულნი გტკივიან სთათბირობ ძნელთა თათბირთა მტერთა ივაგლახივიან მაგრა თუ გესმის გუშაგნი რა ახლო ახლო ყივიან

1429. რა გახვიდოდე გუშაგთა ესმას აბჯრისა ჩხერება გიგრძნობენ თოკსა მოჰკუეთენ ამისი ჴამს დაჯერება წაგიჴდეს ცუდად ყველაი დაგრჩეს ცუდიღა ფერება ეგე თათბირი არ ვარგა სხუაებრ ვქნათ თავის ტერება