... (H-461), XVIII ს.

1411. ჴმალი჻ გასტყორცა჻ ტარიელ჻ მიმართა჻ მისსა჻ ძმობილსა჻ ყმა჻ ცხენისაგან჻ გარდიჭრა჻ გვანდა჻ ეტლისა჻ სწრობილსა჻ მართ჻ ერთმანერთსა჻ აკოცეს჻ გვანან჻ ყელ჻ გარდაჭდობილსა჻ ჴმა჻ შაქრისფერად჻ გაუჴდით჻ ვარდსა჻ ხშირ჻ ხშირად჻ პობილსა჻

1412. ტარიელ჻ მოთქვა჻ ტირილით჻ სიტყვა჻ ნატიფი჻ მჭევრები჻ სისხლისა჻ ცრემლმან჻ შეღება჻ წითლად჻ გიშრისა჻ ტევრები჻ ალვასა჻ წყარო჻ ცრემლისა჻ მორწყავს჻ ნაკადი჻ ბევრები჻ რადგან჻ შენ჻ გნახე჻ რა჻ მგამა჻ პატიჟი჻ მჭირდეს჻ ბევრები჻

1413. ტარიელ჻ ტირს჻ და჻ ავთანდილ჻ სიცილით჻ ეუბნებოდა჻ გაღიმდის჻ ძოწი჻ გააპის჻ კბილთაგან჻ ელვა჻ ჰკრთებოდა჻ ეტყოდა჻ ვცანო჻ ამბავი჻ შენ჻ რომე჻ გიამებოდა჻ აწ჻ გაახლდების჻ ყვავილი჻ ვარდი჻ აქამდის჻ ჭკნებოდა჻

1414. ტარიელ჻ უთხრა჻ ჰე჻ ჩემო჻ კმარის჻ დღეს჻ რაცა჻ მლხენია჻ ყოველი჻ ჩემი჻ სალხინო჻ მინახავს჻ ნახვა჻ შენია჻ სხვად჻ ნუ჻ ყოს჻ ღმერთმან჻ წამალი჻ არცა჻ რა჻ მოგისმენია჻ კაცმანმცა჻ სოფელს჻ ვით჻ ჰპოვოს჻ რაცა჻ რა჻ საქმე჻ ზენია჻

1415. რა჻ ტარიელ჻ არ჻ შესჯერდა჻ ავთანდილცა჻ არ჻ დასწყნარდა჻ მის჻ ამბისა჻ დაყოვნება჻ ვეღარ჻ გასძლო჻ აუჩქარდა჻ გამოიღო჻ რიდე჻ მისცა჻ ვინ჻ ბაგეთა჻ ვარდი჻ ვარდა჻ ნახა჻ იცნა჻ გამოუღო჻ ფიცხლავ჻ ზედა჻ შემოვარდა჻

1416. წიგნი჻ და჻ კიდე჻ რიდისა჻ იცნა჻ და჻ გაცაშალა჻ მან჻ პირსა჻ დაიდვა჻ დაეცა჻ ვარდმან჻ ფერითა჻ მკრთალამან჻ სულნი჻ გაიქცნეს჻ მოდრიკნეს჻ თავი჻ გიშრისა჻ ტალამან჻ მისნი჻ ვერ჻ გასძლონ჻ სასჯელი჻ ვერ჻ ყაენ჻ ვერცა჻ სალამან჻

1417. ავთანდილ჻ უჭვრეტს჻ ტარიელს჻ უსულოდ჻ ქვე჻ მდებარესა჻ შეჰფრინდა჻ შველად჻ მიმართა჻ მას჻ ტკბილად჻ მოუბარესა჻ ვერად჻ ვერ჻ არგო჻ დამწვარსა჻ სრულად჻ ცეცხლ჻ ნადებარესა჻ მისთა჻ ნიშანთა჻ სიცოცხლე჻ მართ჻ მისი჻ მიაბარესა჻

1418. ავთანდილ჻ დაჯდა჻ ტირილად჻ ტირს჻ ჴმითა჻ შვენიერითა჻ ყორანსა჻ გაგლეჯს჻ ხშირ჻ ხშირად჻ აფრთხობს჻ ბროლისა჻ ჭერია჻ გახეთქა჻ ლალი჻ გათლილი჻ ანდამატისა჻ კვერითა჻ მუნით჻ წყარონი჻ გამოჰჴდეს჻ ძოწსა჻ ვამგზავსე჻ ფერია჻

1419. პირსა჻ იხოკს჻ ღაწუთა჻ სისხლი჻ ჩასდიოდა჻ მისსა჻ მჭურეტსა჻ რაცა჻ მე჻ ვჰქენ჻ არ჻ უქმნია჻ არცა჻ შმაგსა჻ არცა჻ რეტსა჻ წყალი჻ სწრაფლად჻ რას჻ დავასხი჻ ცეცხლსა჻ ძნელად჻ დასაშრეტსა჻ ჩქარად჻ ეცეს჻ ვერ჻ გაუძლებს჻ გული჻ ლხინსა჻ მეტის჻ მეტსა჻

1420. მე჻ მოვჰკალ჻ ჩემი჻ მოყვარე჻ რა჻ მმართებს჻ გაწბილებულსა჻ თავსა჻ ვაბრალობ჻ საქმესა჻ არ჻ დაზმით჻ გაგონებულსა჻ ცრუ჻ კაცი჻ კარგად჻ ვერა჻ იქს჻ საქმესა჻ გაძნელებულსა჻ თქმულა჻ სიწყნარე჻ გმობილი჻ სჯობს჻ სიჩქარესა჻ ქებულსა჻

1421. უცნობო჻ ქმნილი჻ ტარიელ჻ ძეს჻ მგზავსად჻ ნატუსალისად჻ ავთანდილ჻ ადგა჻ გამოვლნა჻ შამბნი჻ საძებრად჻ წყალისად჻ მან჻ პოჰვა჻ სისხლი჻ ლომისა჻ მოაქვს჻ სავსებლად჻ ალისად჻ მკერდსა჻ დაასხა჻ გაუჴდა჻ ლაჟვარდი჻ ფერად჻ ლალისად჻

1422. ავთანდილ჻ მკერდსა჻ დაასხა჻ მას჻ ლომსა჻ სისხლი჻ ლომისა჻ ტარიელ჻ შეკრთა჻ შეიძრა჻ რაზმი჻ ჰინდოთა჻ ტომისა჻ თვალნი჻ აახუნა჻ მიეცა჻ ძალი჻ ზე჻ წამოჯდომისა჻ ლურჯათ჻ ჩანს჻ შუქი჻ მთვარისა჻ მზისგან჻ ფერ჻ ნაკრთომისა჻

1423. ზამთარი჻ ვარდთა჻ დააზრობს჻ ფურცელნი჻ ჩამოსცვივიან჻ ზაფხულის჻ მზისა჻ სიახლე჻ დასწვავს჻ გვალვასა჻ ჩივიან჻ მაგრა჻ მას჻ ზედან჻ ბულბულნი჻ ტურფასა჻ ჴმასა჻ ყივიან჻ სიცხე჻ სწვავს჻ ყინვა჻ დააზრობს჻ წყლულნი჻ ორჯელვე჻ სტკივიან჻

1424. აგრევე჻ გული჻ კაცისა჻ მოსაგვარებლად჻ ძნელია჻ ჭირსა჻ და჻ ლხინსა჻ ორსავე჻ ზედა჻ მართ჻ ვითა჻ ხელია჻ მიწყივ჻ წყლულდების჻ საწუთრო჻ მისი჻ აროდეს჻ მრთელია჻ იგი჻ მიენდოს჻ სოფელსა჻ ვინცა჻ თავისი჻ მტერია჻

1425. ტარიელ჻ ნახა჻ ნაწერი჻ კვლავცა჻ მკვლელისა჻ მისისა჻ იკითხავს჻ თუცა჻ აშეთებს჻ კითხვა჻ წიგნისა჻ მისისა჻ დაუვსის჻ ცრემლმან჻ სინათლე჻ ბნელად჻ ჩანს჻ შუქი჻ დღისისა჻ ავთანდილ჻ ადგა჻ დაუწყო჻ თხრობა჻ სიტყვისა჻ მქისისა჻

1426. ეტყვის჻ თუ჻ ნაქმრად჻ არ჻ ვარგა჻ კაცისა჻ გასწავლილისად჻ აწ჻ რაღად჻ გვმართებს჻ ტირილი჻ ჴამს჻ დავსხდეთ჻ ქნად჻ ღიმილისა჻ ადეგ჻ წავიდეთ჻ საძებრად჻ მის჻ მზისა჻ წაჴდომილისა჻ ადრე჻ მიგიყვან჻ მიყვანა჻ არს჻ შენგან჻ მონდომილისა჻

1427. ვითა჻ გვმართებს჻ გახარება჻ პირველ჻ აგრე჻ გავიხარნეთ჻ მერმე჻ შევსხდეთ჻ გავემართნეთ჻ ქაჯეთისკენ჻ თავნი჻ ვარნეთ჻ ჴმალნი჻ ჩვენნი჻ ვიწინამძღურეთ჻ ზურგით჻ მათნი჻ დავიყარნეთ჻ უჭირველად჻ შემოვბრუნდეთ჻ იგი჻ მძორთა჻ დავადარნეთ჻

1428. მერმე჻ ტარიელ჻ ამბავსა჻ ჰკითხავს჻ აღარა჻ ბნდებოდა჻ შეხედნის჻ თვალნი჻ ამართნის჻ შავ჻ თეთრი჻ ელვა჻ ჰკრთებოდა჻ მართ჻ ვითა჻ ლალსა჻ მზისაგან჻ მას჻ ფერი჻ ეზარდებოდა჻ ვინ჻ ღირსა჻ თუმცა჻ წყალობით჻ ცა჻ მიწყივ჻ მობრუნდებოდა჻

1429. ავთანდილს჻ მადლი჻ უბრძანა჻ ქნა჻ უყო჻ საუბარისა჻ მე჻ შენი჻ ქება჻ ვითა჻ ვთქვა჻ ბრძენთაგან჻ საქებარისა჻ ვითა჻ ზემთისა჻ წყარომან჻ მომრწყე჻ ყვავილი჻ ბარისა჻ დამწყვიტე჻ დენა჻ ცრემლისა჻ ნარგისთა჻ ნაგუბარისა჻

1430. მე჻ ვერა჻ გიყო჻ ნაცვალი჻ ღმერთი჻ გარდგიხდის჻ ციერი჻ ზე჻ გარდმო჻ მისით჻ შემოგზღოს჻ მუქაფა჻ ჩემმაგიერი჻ შესხდეს჻ და჻ შინა჻ წავიდეს჻ მათ჻ ლხინი჻ ჰქონდა჻ ძლიერი჻ აწ჻ გავეაძღო჻ სოფელმან჻ ასმათ჻ აქამდის჻ მშიერი჻