... (H-599), 1646 წ.

1404. რა: ტარიელ: ფრიდონ: იცნა: აწ: ვნახეო: ვინცა: მინა: მუზარადი: მოიხადა: გაიღიმნა: გაიცინა: ფრიდონს: უთხრა: რასა: ლამი: ჩვენი: მოსლვა: რას: გეწყინა: პურად: ავი: მასპინძელი: მოგვეგებვი: ომად: წინა:

1405. ფრიდონ: ფიცხლა: გარდაიჭრა: დავარდა: და: თაყვანისსცა: იგინიცა: გარდაუხდეს: მოეხვივნეს: აკოცესცა: ფრიდონ: ღმერთსა: ჴელაბყრობით: უსაზომო: მადლი: მისცა: დიდებულნი: აკოცებდეს: იცნობდიან: იგი: ვისცა:

1406. ფრიდონ: უთხრა: რასა: სდეგით: მოგელოდი: უწინარე: მე: მზა: ვარო: სამსახური: თქვენი: რამცა: დავიზარე: ჰგვანდა: თუცა: შეყრილ: იყვნეს: ორნი: მზენი: ერთი: მთვარე: ერთმანერთი: დააშვენეს: გაემართნეს: იქცეს: გარე:

1407. ფრიდონის: სახლსა: გარდახდეს: ორნივე: ტურფად: გებულსა: ახლოს: დაისვამს: ავთანდილს: მისსა: ძმადშეფიცებულსა: ტარიელ: დაჯდა: საჯდომსა: ოქსინო: გარდაგებულსა: მათ: უძღვნეს: იგი: აბჯარი: ფრიდონს: ჭაბუკად: ქებულსა:

1408. უთხრეს: ჯერ: ჟამად: არა: გვაქვს: სხვა: შენთვის: არმაღანია: მაგრა: ტურფანი: მრავალნი: ქვე: სამე: გვისხენ: სხვანია: მან: დასდვა: პირი: მიწასა: არ: დაიყოვნა: ხანია: ჩემთვის: ამისი: ბოძება: არს: თქვენი: შესაგვანია:

1409. გამოისვენეს: მას: ღამით: ფრიდონის: მასპინძლობითა: აბანოს: ბანნა: აავსნა: შესამოსლისა: ძღვნობითა: დამოსნა: ტურფა: ტურფითა: ერთმანერთისა: მჯობითა: თვალმარგალიტი: ღარიბი: უძღვნა: ოქროსა: გობითა:

1410. დიდთა: რას: ვაქმნევთ: ლაშქართა: კარგნი: გვინდან: და: ცოტანი: სამასი: კაცი: გვეყოფის: წავიდეთ: მართ: მეოტანი: ჩვენ: ქაჯეთს: ქაჯთა: მეომრად: დავაგნეთ: ხრმალთა: კოტანი: მას: ადრე: ვპოებთ: ვისიცა: მოგვკლავს: ალვისა: მოტანი:

1411. ქაჯეთს: ერთხელ: მეც: ვყოფილვარ: ნახავთ: თქვენცა: გემაგრების: ყოვლგნით: კლდეა: გარეშემო: მტერი: ვერა: მოადგების: თუ: იდუმალ: არ: შეუვალთ: ცხადად: შებმა: არ: ეგების: მით: ლაშქარი: არად: გვინდა: რაზმი: მალვით: ვერ: მოგვყვების:

1412. იგინიცა: დაემოწმნეს: ამა: მისსა: ნაუბარსა: მუნ: დააგდეს: ქალი: ასმათ: ფრიდონ: მისცემს: საჩუქარსა: თვით: სამასსა: ცხენოსანსა: წაიტანდეს: გმირთა: დარსა: ბოლოდ: ღმერთი: გაუმარჯვებს: ყოვლსა: პირველ: შენაზარსა:

1413. ზღვა: გაიარეს: სამთავე: ერთგან: ძმად: შეფიცებულთა: ფრიდონ: გზა: იცის: იარეს: დღისით: და: ღამით: რებულთა: ფრიდონ: თქვა: ვახლავთ: არეთა: ჩვენ: ქაჯეთს: მიახლებულთა: აქათგან: ღამით: ვლა: გვინდა: მით: არას: გამჟღავნებულთა:

1414. ამა: ფრიდონის: თათბირთა: სამნივე: ერთგან: ზმიდიან: რა: გაუთენდის: დადგიან: და: ღამით: მალვით: ვლიდიან: მივიდეს: აჩნდეს: ქალაქი: მცველთა: ვერ: დასთვალვიდიან: გარე: კლდე: იყო: გუშაგთა: ხმა: ჯარვით: გაადიდიან:

1415. ყოვლგნით: მრგვალი: შეუვალი: არსით: იყო: ყოლა: პირი: სამთა: კართა: ცხრა: ათასი: ზედა: სცვიდა: მოყმე: გმირი: შუა: ციხე: ამართული: კლდე: კეკლუცი: არ: დუხჭირი: გვირაბითა: შესავალი: ახვრეტილი: ვითა: სტვირი:

1416. გვირაბის: კარსა: ჭაბუკი: ათი: ათასი: მცველია: მათ: ლომთა: ნახეს: ქალაქი: მთვარე: დგას: მუნ: ნათელია: თქვეს: ვითათბიროთ: ვითა: ვთქვათ: აწ: გამორჩევა: ძნელია: ასი: ათასსა: აჯობებს: თუ: გამორჩევით: მქმნელია:

თათბირი ნურადინ ფრიდონისა:

1417. ფრიდონ: თქვა: ვიტყვი: სიტყვასა: ვეჭვ: ჩემი: არ: დამცდარია: ჩვენ: ცოტანი: ვართ: ლაშქარნი: დიდთაგან: საომარია: პირისპირ: ომი: არ: ძალგვაქვს: არჟამი: საკვეხარია: ათას: წელ: ვერსით: შევუვალთ: თუ: ზედ: დაგვიხშან: კარია:

1418. ჩემსა: სიმცროსსა: გამზრდელნი: სამუშაითოდ: მზრდიდიან: მასწავლნეს: მათი: საქმენი: მახლტუნებდიან: მწვრთიდიან: ასრე: გავიდა: საბელსა: რომ: თვალნი: ვერ: მომკიდიან: ვინცა: მჭვრეტდიან: ყმაწვილნი: იგიცა: ინატრიდიან:

1419. აწ: ვინცა: ვიცით: უკეთუ: შეტყორცა: საგდებელისა: მან: ერთსა: ბურჯსა: გარდვაგდოთ: წვერი: საბლისა: გრძელისა: მაზედა: გავლა: ასრე: მჩანს: მართ: ვითა: ველისა: თქვენ: ჭირად: გიყო: შიგანთა: პოვნა: კაცისა: მრთელისა:

1420. აბჯრითა: გავლა: არად: მჩანს: ჭირად: გატანა: ფარისა: შიგან: ჩავხტები: კისკასად: ვეცემი: მგზავსად: ქარისა: ლაშქართა: დავხოც: გავახვამ: ნახოთ: გაღება: კარისა: თქვენცა: მუნ: მოდით: სადაცა: გესმას: ზრიალი: ზარისა:

თათბირი ავთანდილისა:

1421. ავთანდილ: უთხრა: ჰე: ფრიდონ: მოყვასნი: ვერ: გიჩივიან: ლომთა: მკლავთაგან: იმედი: გაქვს: არა: წყლულნი: გტკივიან: სთათბირობ: ძნელთა: თათბირთა: მტერთა: ივაგლახივიან: მაგრა: თუ: გესმის: გუშაგნი: რა: ახლოახლო: ყივიან: