... (Q-296), XVIII ს.

21. მაშინღა ნახეთ მელექსე და მისი მოშაირობა რა ვეღარ მიხვდეს ქართულსა დაუწყოს ლექსმან ძვირობა არ შეამოკლო ქართული არა ქმნას სიტყვის მცირობა ჴელ მარჯვედ სცემდეს ჩოგანსა იხმაროს დიდი გმირობა

22. მოშაირე არა ჰქვიან თუ სადმე თქუას ერთი ორი თავი ყოლა ნუ გონია მელექსეთა კარგთა სწორი განაღა თქუას ერთი ორი უმსგავსო და შორი შორი მაგრა იტყვის ჩემი სჯობსო უცილობლობს ვითა ჯორი

23. მეორე ლექსი ცოტაი ნაწილი მოშაირეთა არ ძალუც სრულქმნა სიტყუათა გულისა გასაგმირეთა ვამსგავსე მშვილდი ბედითი ყმაწვილთა მონადირეთა დიდსა ვერ მოჰკვლენ ჴელად აქვს ჴოცა ნადირთა მცირეთა

24. მესამე ლექსი კარგი არს სანადიმოდ სამღერელად სააშიკოდ სალაღობოდ ამხანაგთა სათრეველად ჩვენ მათიცა გვიამების რაცა ოდენ თქუან ნათელად მოშაირე არა ჰქვიან ვერას იტყვის ვინცა გრძელად

25. ჰჴამს მელექსე ნაჭირვებსა მისსა ცუდად არ აბრკუმებდეს ერთი უჩნდეს სამიჯნურო ერთსა ვისმე აშიკობდეს ყოვლსა მისთვის ჴელოვნობდეს მას აქებდეს მას ამკობდეს მისგან კიდე ნურა უნდა მისთვის ენა მუსიკობდეს

26. ჩემი აწ ცანით ყოველმან მას ვაქებ ვინცა მიქია ეს მიჩანს დიდად სახელად არ თავი გამიქიქია იგია ჩემი სიცოცხლე უწყალო ვითა ჯიქია მისი სახელი შეფრქვევით ქვÀმორე მითქვამს მიქია

27. თქუა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა ძნელად სათქმელი საჭირო გამოსაგები ენათა იგია საქმე საზეო მომცემი აღმაფრენათა ვინცა ეცდების თმობათა ჰქონდა მრავალთა წყენათა

28. მას ერთსა მიჯნურობასა ჭკუანნი ვერ მიხვდებიან ენა დაშვრების მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან ვთქუვენ ხელობანი ქვენანი რომელნი ჴორცთა ხვდებიან მართ მასვე ბაძვენ თუ ოდეს არ სიძვენ შორით ბნდებიან

29. მიჯნური შმაგსა გვიქვიან არაბულისა ენითა მით რომე შმაგობს მისისა ვერ მიხდომისა წყენითა ზოგთა აქვს საღთო სიახლე დაშურების აღმაფრენითა კულავ ზოგთა ქუჴეუც ბუნება კეკლუცთა ზედან ფრენითა

30. მიკვირს კაცი რად იფერებს საყვარლისა სიყუარულსა ვინცა უყვარს რად აყივნებს მისთვის მკუდარსა მისთვის წყლულსა თუ არ უყუვარს რად არა სძულს რად აყივნებს რაცა სძულსა ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა გულსა

31. თუ მოყვარე მოყვრისათვის ტირს ტირილსა ემართლების სიარული მარტოობა შვენის გაჭრად დaეთვლების იგონებდეს მისგან კიდე ნურა ოდეს მოეცლების არ დააჩნდეს მიჯნურობა სჯობ თუ კაცთა ეახლების ამბავი როსტევან არაბთა მეფისა

32. იყო არაბეთს როსტევან მეფე ღთისაგან სვიანი მაღალი უხვი მდაბალი ლაშქარ მრავალი ყმიანი მოსამართლე და მოწყალე მორჭმული განგებიანი თვით მეომარი უებრო კულავ მოუბარი წყლიანი

33. სხვა ძე არ ესვა მეფესა მართ ოდენ მარტო ასული სოფლისა მნათი მნათობი მზისაცა დასთა დასული მან მისთა მჭვრეტთა წაუღის გული გონება და სული ბრძენი ჴამს მისად მაქებრად და ენა ბევრად ასული

34. მისი სახელი თინათინ არს ესე საცოდნარია რა გაიზარდა გაივსო მზე მისგან საწუნარია მეფემან უჴმნა ვაზირნი თვით ზის ლაღი და წყნარია გვერდსა დაისხნა დაუწყო მათ ამო საუბარია

35. უბრძანა გკითხავ საქმესა ერთგან სასაუბაროსა რა ვარდმან მისი ყუავილი გააჴმოს დაამჭკნაროსა იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა მზე ჩაგვისვენდა ბნელსა ვსჭვრეტთ ღამესა ჩვენ უმთვაროსა

36. მე გარდასრულვარ სიბერე მჭირს ჭირთა უფრო ძნელია დღეს არა ხვალე მოვკვდები სოფელი ასრე მქმნელია რაღაა იგი სინათლე რასაცა ახლავს ბნელია ჩემი ძე დავსვათ ჴელმწიფედ ვისგან მზე საწუნელია

37. ვეზირთა ჰკადრეს მეფეო რად ბძანე თქვენი ბერობა ვარდი თუ გახმეს ეგრეცა გვმართებს რაზომცა ჯერობა მისივე მეტობს ყოველსა სული და ტურფა ფერობა მთვარესა მცხრალსა ვარსკულავმან ვითამცა ჰკადრა მტერობა

38. მაგას ნუ ბძანებ მეფეო ჯერ ვარდი არ დაგჭნობია თქვენი თათბირი ავიცა სხვისა კარგისა მჯობია ჴმდა განაღამცა საქმნელად რაცა თქვენ გულსა გლმობია სჯობს და მას მიეც მეფობა ვისგან მზე შენაფლობია

39. თუცა ქალია ჴელმწიფედ მართ ღთისა დანაბადია არ გათნევთ იცის მეფობა უთქვენოდ გვითქვამს კვლა დია შუქთა მისთაებრ საქმეცა მის მზეებრ გამოსცხადია ლეკვი ლომისა სწორია ძუ იყოს თუნდა ხვადია

40. ავთანდილ იყო სპასპეტი ძე ამის პასალარისა საროსა მჯობი ნაზარდი მგზავსი მზისა და მთვარისა ჯერთ უწვერული სადარო ბროლ მინასაცნობარისა მას თინათინის შვენება ჰკლევდის წამწამთა ჯარისა