ჩანართი და დანართები ტექსტები ვეფხისტყაოსნისა, 1948 წ.

19. უკუვდგე ერთსა ადგილსა, დავიწყო გარდახდილობა.” უბრძანა სრულთა არაბთა, შეჰკადრეს მილოცვილობა: “შენ ჩემთა საჭურჭლეთათვის ნუ შეგაქს გულსა ცილობა, კვლა ზედა-ზედა შევიგნა მე შენი არმოშლილობა.”

20. მერმე მოვიდნეს ლაშქარნი, მის მზისა დამლოცველია რომე აივსო სრულობით მინდორი, მთა და ველია; პირველად წადგა ავთანდილ, სოგრატ მას თანა მვლელია; გარდააყარეს გუარი, სთქვა: “ნიჩბით დასაგველია!”

21. უთრუთ, საამ, ზაალ, როსტომ, აიოზ და სალიმ, თურა, – ვერც,მათ იპყრეს ეს სოფელი, დაემართა, იცი, თუ რა? – კაცს ეჭიროს კარგი საქმე, ხელთა ქორსა ვითა თურა, არ დაიგმოს მოყვრისაგან, ათქმევინოს, რა ქნა თუ ა.

22. აწ ნახეთ მეფე თინათინ და მისთა შუქთა შუქობა, რომე მისებრივ სიუხვე ბუქსა თუ ჰქონდა ბუქობა! მართ იმა დღისა მნახავსა არსად ეთქმოდა უქობა, მასცა ზარქაში ემოსა, ვის ჰქონდა მებალდუქობა

23. რა გადი[დ]და ნადიმობა, დაატკბობდეს ჩანგი ხმათა; მათ ტურფათ სანახავად ჯარი მოდგის ბანის-ბანსა: ბულბული და იადონი იზახოდეს მულღანზარსა: თავის-მსმელთა დავლიოთო, ძალი მისცეს ღვინის სმასა.

24. მის ჯარისა სიხარული მე გიამბო ამად კიდე: რა გარდახდა ოდენ ჭამა, ხელმწიფემან თავი ჰკიდა; ავთანდილ და სოგრატ ჰკვირან, ნეტარ რა, ვთქვათ, წაეკიდა? საჭურჭლეთა გარდაგება დაუმძიმდა მეტად კიდა.

25. თინათინს ჰკადრეს იდუმალ: მეფეს რაცაღა სწყენიან. ჩვენვე ვაწყინეთ, ვიშიშვით და ამად დიდად გვრცხვენიან. თუ ბრაძანეთ, ვჰკითხავთ, რა უმძიმს, შუქი მზებრ აღარ ჰფენიან; უბრძანა: “ჰკითხოს ვეზირმან, ტურფა სიტყვამან, ენიან.”

26. მეფემან ბრძანა: “მიფიცავს, ვირცხვი ამისსა თხრობასა, გამცინოთ, არად ამოვჰკრეფ, ვერვინ მიზრახავთ თხ[რ]ობასა. შვილი არა მყავს, მინ მხედავთ, ვეცი ლახვართა სობასა, მოასპარეზედ გამეწვრთნა, სწავლიდეს მშვილდოსნობასა.

27. როსტან დაბერდა, გაუშვებს პურობა-დარბაზებართა, მაგრამ მისებრი ვის ძალუც სწავლა სოფლისა ზნებართა, მშვილდოსნად მსგავსი გმირისა, მობურთლად მომტაცებართა. ცოტასა შეჰგავს მშვილდოსნად ლაღი ავთანდილ, მზე ბართა.

28. მეფემან ბრძანა სიცილით, კვლა მოლიზღარედ ზმებია; ავთანდილ ქვეშ-ქვეშ იცინის, არ ავად პირ-აღრებია; მეფემან უთხრა: “რას ღრიშობ, გაფიცე ჩემი მზებია, თუ ჩემი თავი გიყვარდეს, მიამბე, რასა სწბებია.”

29. ავთანდილ ჰკადრებს: “საჭურჭლით სავსე მაქვს დარბაზებია; შეგკადრო, არ გამირისხდე, მიწყრომო, არ დავრჩებია. გული პირ-მზემან წამიღო, ვის, ვაგლახ, ვისს თავს ვებია, თუ გამიწყრები, ყველაი თქვენს წინა მონაღებია.”

30. უბრძანა, თუ “მისმან მზემან, რაცა გინდა, იგი თქვიო: შენი თხრობა რად მეწყინოს, მოცინარად აქა ვზიო. შენგან არა მეწყინების, რაცა მკადრო, მოგისმიო, არას გაწყენ, თავმან ჩემმან, ვარდი შენი არ ვაჭკმიო.”

31. ავთანდილ ჰკადრა: “არ ღირს ვარ, მაგრამ ვინ გეძაბუნების? – მინდორს ვესროლოთ ნადირთა, ვნახოთ-ვინ ეჯობინების; თუ ბედმან ჩემმან მითოვოს, გაჯობო, ნუ გეწყინების, თავ-ჩამოგდებით, დაღრეჯით სმაში ნუ მოგეწყინების.

32. მეფე ლაღი და წყლიანი გამხიარულდა მეტადრე: სიცილით უთხრა ავთანდილს:,,შვილად გზრდი, მით შემეკადრე; იცი, არ გიწყენ, გაზრდილი, მით შემამიხვე ზედადრე, თუ არ გასწბილდე, მაჯობო, ბედი გეყოფის ბედადრე.

33. როსტევან უთხრა: “მით მკადრე, არ ეჭვდი ჩემგან წყენასა; რასთვის შემკადრე საუბრად, ვით ათქმევინე ენასა? – სრულ სპათა ყური მოუპყარ ჩემთა ნათქვამთა სმენასა, თუ არ გასწბილდე, მაჯობო, ბედი გითოვდეს ზე ნამსა.”

34. მეფე უბრძანებს: “კაცი ხამს ჩვენთა ნაკრავთა მთვალებლად, ნაკოდთა შემადარებლად და მკვდართა არ დამმალავად; სხვანი ისრისა მმართავად, მომრთმელი არ ღაფალ-ავად, შენთა ნაკრავთა მართლად თქმა, სხვათათვინს არ დამმალავად.

35. უბრძანა სრულად ლაშქართა, ვით ხელმწიფეთა წესია: “ ყოვლგნით მოცევით მინდორი, მუნ ცეცხლი ნუ აკვესია; სადაცა ნახოთ ნადირი, ჩვენზედა მოასხ ესია; აწ პატრონ-ყმანი ნახენით, რომელი უარესია.”

როსტევან მეფისაგან და ავთანდილისაგან ნადირობა

36. უბრძანა: “მონა თორმეტი მოდით, ჩვენთანა ვლიდითა, მშვილდსა ფიცხელსა მოგვცემდით, ისარსა მოგვართმიდითა, ნაკრავსა შეადარებდით, ნასროლსა დასთვალვიდითა”. დაიწყო მოსლვა ნადირმან ყოვლთა მინდორთა კიდითა.

37. მას პატრონ-ყმანი გაუხდეს, საჭვრეტლად უნდა გორიო; მას დღესა მოკლა ავთანდილ, დავსთვალეთ ას და ორიო; ისრითა ეტლსა დააბამს, არ უჩანს მისი სწორიო, ვისმცა დასცდების ლახვარი, ახლოს არს თუნდა შორიო?