... (H-54), 1680 წ.

1389. ესე: ღმერთსა: მისაგურელად: მისად: ჩუენთვის: მოუცდია: მიუტანოთ: არმაღანად: დაგვიმადლებს: მეტად: დია: ნუ: დავმალავთ: გავმჟღავნდებით: მეფე: ჩუენი: ამაყია: პირველ: მათი: შეცოდება: მერმე: დიდი: აუგია:

1390. მივამოწმენით: თათბირნი: არ: კიდე: გავაკიდენით: დავბრუნდით: ქაჯეთს: მივმართეთ: მას: წინა: მოვეკიდენით: არცა: რა: ვჰკადრეთ: ჴელდაჴელ: არცა: თუ: წავეკიდენით: იგი: ტირს: ღაწუსა: გულ: მდუღრად: ჩარცხის: ცრემლისა: კი: დენით:

1391. მე: როშაქს: ვჰკადრე: გამიშვი: კულა: ადრე: თქუენი: მხლებელი: აწ: გულანშაროს: ქალაქსა: ვარ: საქმის: რასმე: მდებელი: მან: გამომიშვა: აქ: სადმე: ლარი: მიც: წასაღებელი: თანა: წავიტან: წაცავალ: მე: მათი: ზედა: მსწრებელი:

1392. მათ: კაცთა: დიდად: იამა: ესე: ამბავი: მონისა: მე: გავიგონე: შერემშრა: ნაკადი: ცრემლთა: ფონისა: მენიშნა: ყოვლი: ნიშანი: ვიცან: ჩემისა: ღონისა: ცოტაი: ლხინი: მომეცა: მსგავსი: დრამისა: წონისა:

1393. მოვიყვანე: იგი: მონა: ახლოს: დავსუი: ჩემსა: წინა: ვჰკითხე: მითხარ: რას: იტყოდი: გაგონება: მეცა: მინა: მან: იგივე: კულა: მიამბო: რაცა: მუნით: მომესმინა: მან: ამბავმან: გამაცოცხლა: სულ: მობრძავი: დამარჩინა:

1394. მე: ორნი: შავნი: მონანი: მყუანან: სავსენი: გრძნებითა: უჩინოდ: მივლენ: წამოვლენ: მათითა: ჴელოვნებითა: მოვასხნენ: ქაჯეთს: გავგზავნენ: ვარქუი: თუ: ნუ: დასდგებითა: მაცნობეთ: მისი: ამბავი: თქუენითა: მოქმედებითა:

1395. სამ: დღე: მოვიდეს: მიამბეს: ფიცხლა: ებიჯა: გზისადა: მიუგურიაო: მეფისა: ზღუათ: იქით: წამავლისადა: ვერვის: შეუდგმან: საჭურეტად: თუალნი: მართ: ვითა: მზისადა: ქუე: დაუწინდავს: საცოლედ: როსან: ცოტასა: ყმისადა:

1396. როსანს: შევრთოთო: დულარდუხტს: მეფესა: უბრძანებია: ჯერ: ქორწილობად: არა: მცალს: აწ: გული: ცეცხლნადებია: შემოვიქცევი: შევისძლობ: ვინ: ცისა: მზედ: ნაქებია ციხეს: დაუსვამს: ხადუმი: ერთაი: უახლებია:

1397. ყოვლი: მცოდნელი: გრძნებისა: მას: თანა: წაუტანია: მით: რომე: გზაა: საჭირო: მტერნი: საომრად: მზანია: ქუე: დაუყრია: მოყმები: ვინც: უფრო: გულოვანია: დაეყოვნების: წასულა: ჯერთო: ცოტაი: ხანია:

1398. ქაჯთა: ქალაქი: აქამდის: მტერთაგან: უბრძოლველია: ქალაქსა: შიგან: მაგარი: კლდე: მაღალი: და: გრძელია: მას: კლდესა: შუა: გუირაბი: ასაძრომელი: ჴურელია: მუნ: არის: მარტო: მნათობი: მისთა: შემყრელთა: მწუელია:

1399. გუირაბის: კარსა: ნიადაგ: მოყმე: სცავს: არ: პირ: ნასები: ათი: ათასი: ჭაბუკი: დგას: ყუელაკაი: ხასები: ქალაქის: კართა: სამთავე: სამათას: სამათასები: გულო: გაგსაჯა: სოფელმან: არ: ვიცი: და: გლახ: რას: ები:

1400. ესე: ამბავი: ავთანდილ: პირ: მზემან: მაგრა: ვადამან: რა: მოისმინა: იამა: სხუად: არა: გაუცხადა: მან: შესწირა: ღმერთსა: მადლობა: ტურფამან: დანაბადამან: ამბავი: ჩემი: სალხინო: მითხარო: ვისმანღა: დამან:

1401. ფატმანს: უთხრა: საყუარელო: კმა: ხარ: ჩემთუის: სასურველად: მე: ამბავი: სანატრელი: მომასმინე: არ: პირ: ბნელად: მაგრა: საქმე: ქაჯეთისა: გამაგონე: უფრო: მრთელად: ქაჯნი: ყუელა: უჴორცოა: რამან: შექმნა: ჴორციელად:

1402. მის: ქალისა: სიბრალული: ამანთებს: და: მიდებს: ალსა: მაგრა: ქაჯნი: უჴორცონი: რას: აქნევენ: მიკუირს: ქალსა: ფატმან: უთხრა: მომისმინე: მართლად: გხედავ: მანდა: მკრთალსა: არ: ქაჯნია: კაცნიაო: მინდობიან: კლდესა: სალსა:

1403. ქაჯნი: სახელად: მით: ჰქუიან: არიან: ერთად: კრებულნი: კაცნი: გრძნებისა: მცოდნელნი: ზედა: გაჴელოვნებულნი: ყოველთა: კაცთა: მავნებნი: იგი: ვერვისგან: ვნებულნი: მათნი: შემბმელნი: წამოვლენ: დამბრმალნი: დაწბილებულნი:

1404. იქმენ: რასმე: საკუირველსა: მტერსა: თუალთა: დაუბრმობენ: ქართა: აღსძვრენ: საშინელთა: ნავსა: ზღუა: ზღუა: დაამჴობენ: ვითა: ჴმელსა: გაირბენენ: წყალსა: წმიდად: დააშრობენ: სწადდეს: დღესა: ბნელად: იქმენ: სწადდეს: ბნელსა: ანათობენ:

1405. ამისთუის: ქაჯად: უხმობენ: გარეშემონი: ყველანი: თვარა: იგიცა: კაცნია: ჩვენებრვე: ჴორციელანი: ავთანდილ: მადლი: უბრძანა: ცეცხლნი: დამივსენ: ცხელანი: დიდად: მიამნეს: ამბავნი: სიტყუანი: აწინდელანი:

1406. გულითა: ღმერთსა: ადიდებს: ავთანდილ: ცრემლთა: მდენელი: თქუა: ღმერთო: გმადლობ: რომელი: ხარ: ჭირთა: მომალხენელი: ყოფილი: მყოფი: უთქუმელი: ყურთაგან: მოუსმენელი: წყალობა: თქუენი: იჩქითად: არს: ჩუენი: გარდმომფენელი:

1407. მის: ამბისა: ცნობისათუის: ცრემლით: ღმერთსა: ადიდებდა: ფატმან: ეჭუდა: თავისათუის: ამად: ცეცხლსა: კულა: იდებდა: ყმა: ნამუსსა: ინახვიდა: სიყუარულსა: იფერებდა: ფატმან: ყელსა: ეხუეოდა: პირსა: მზესა: აკოცებდა:

1408. მას: ღამით: ფატმან: იამა: ავთანდილ: თანა: წოლითა: ყმა: უნდო: გუარად: ეხუევის: ყელსა: ყელითა: ბროლითა: ჰკლავს: თინათინის: გონება: ძრწის: იდუმლითა: ძრწოლითა: გული: ხელ: ქმნილი: გასჭრია: მჴეცთავე: თანა: რბოლითა: