... (S-5006), XVIII ს.

1384. წადი: ინდოეთს: მიმართე: არგე: რა: ჩემსა: მშობელსა: მტერთაგან: შეიწრებულსა: ყოვლგნით: ჴელ: აუპყრობელსა: გულსა: ალხინე: ჩემისა: მოშორვებისა: მთმობელსა: მომიგონებდი: მტირალსა: შენთვის: ცრემლ: შეუშრობელსა:

1385. რაცა: ვიჩივლე: ბედისა: ჩემისა: კმა: საჩივარად: ცან: სამართალი: მართალი: გულისა: გულსა: მივა: რად: შენთვის: მოვჰკუდები: გავჰხდები: ყორანთა: დასახივარად: ვირე: ცოცხალ: ვარ: გეყოფი: სატირლად: და: სატკივარად:

1386. აჰა: ინიშნე: ნიშანი: შენეულისა: რიდისა: გარდმიკვეთია: ალამი: ჩემო: ერთისა: კიდისა: ესეღა: დაგრჩეს: სანაცულოდ: მის: იმედისა: დიდისა: რისხვით: მობრუნდა: ბორბალი: ჩვენზედა: ცისა: შვიდისა:

1387. ესე: წიგნი: საყვარელსა: მისსა: თანა: მინაწერი: რა: დაწერა: გარდაჰკვეთა: მათ: რიდეთა: ერთი: წვერი: თავ: მოჴდილსა: დაუშვენდა: სისხო: თმათა: სიგრძე: წვერი: ალვისაგან: სული: მოქრის: ყორნის: ფრთათათ: მონაბერი:

1388. იგი: მონა: წამოვიდა: გულანშაროს: მიმავალი: წამერთ: მიჰჴდა: ფატმანისსა: დღე: იარა: არ: მრავალი: რა: ავთანდილს: გაუსრულდა: საქმე: მისი: სასურვალი: ჴელ: აბყრობით: ღმერთსა: ჰმადლობს: ცნობა: სრული: არა: მთვრალი:

1389. ფატმანს: უთხრა: გამისრულდა: ჟამად: საქმე: საწადელი: დიდი: შენი: მოჭირვება: ჩემგან: არის: გარდუჴდელი: წავალ: დგომად: აღარა: მცალს: დრო: მოსრულა: შარშანდელი: ფიცხლა: ქაჯეთს: მოვიყვანო: მათი: მომსპობ: ამწყვედელი:

1390. ხათუნმან: უთხრა: ჰე: ლომო: ცეცხლი: აწ: უფრო: ცხელდების: მოეშორვების: ნათელსა: გული: ამისთვის: ბნელდების: ისწრაფე: ჩემი: ნუ: გაგვა: ხელი: ეგრეცა: ხელდების: თუ: ქაჯნი: მოგესწრებიან: მუნ: მისლვა: გაგიძნელდების:

1391. ყმამან: ფრიდონის: მონანი: უჴმნა: მასთანა: ხლებულნი: უბრძანა: მკუდარნი: აქამდის: აწყა: ვართ: დაცოცხლებულნი: რაცა: გვინდოდა: მისითა: სმენითა: გაახლებულნი: ჩვენთა: მტერთანი: გიჩვენნე: წყლულნი: მით: ვაგლახებულნი:

1392. მიდით: და: ფრიდონს: უამბეთ: ამბავი: არ: ნაცქაფავი: მე: ვერა: ვნახავ: ვისწრაფი: გზა: ჩემი: არს: ნასწრაფავი: მან: გააჴაფოს: ჴმა: ჴაფი: კულავ: უფრო: გასაჴაფავი: თქუენ: მოგცე: ლარი: ყუელაი: მე: ჩემი: ნაალაფავი:

1393. ჩემსა: ზედა: დიდი: არის: ვალი: თქუენგან: დანადები: მადლსა: სხვაებრ: გარდავიხდი: თუღა: ფრიდონს: შევეყრები: აწ: წაიღეთ: ყუელაკაი: მეკობრეთა: წანაღები: ამის: მეტსა: ვერას: მოგცემ: ვიცი: ამად: გეძუნწები:

1394. სახლი: არ: მახლავს: არ: ძალმაქვს: გაცემა: საბოძვარისა: მისცა: მართ: სავსე: ხომალდი: რიცხვი: ტურფათა: ჯარისა: უბრძანა: წადით: წაიღეთ: გზა: წავლეთ: მისვე: არისა: ფრიდონს: მიართვით: უსტარი: ჩემგან: ძმად: ნაფიცარისა:

წიგნი ავთანდილისა მიწერილი ფრიდონის წინაშე:

1395. დაწერა: ფრიდონ: მაღალო: სვე: სრულო: მეფეთ: მეფეო: ლომისა: მსგავსო: ძალგულად: მზეო: შუქ: მოიეფეო: მოვლენილო: და: მორჭმულო: მტერთა: სისხლისა: მჩქეფეო: უმცროსმან: ძმამან: შორი: შორ: სალამი: დავიყეფეო:

1396. ჭირნი: ვნახენ: და: მოცამხუდა: ნაცვალი: ჭირ: ნახულისა: კარგა: მოხდომა: საქმისა: ჩემისა: გაზრახულისა: მიცნია: მართლად: ამბავი: პირისა: მზედ: სახულისა: დამარჩენელი: ლომისა: მის: ქუესკნელს: დამარხულისა:

1397. იგი: მზე: ქაჯთა: მეფესა: ჰყავს: ქაჯეთს: პატიმარია: მუნ: მისლვა: მიჩანს: თამაშად: თუცა: გზა: საომარია: ნარგისთათ: წვიმა: ბროლისა: წვიმს: ვარდი: ნაწვიმარია: ჯერთ: ქალსა: ქაჯნი: არ: ახლვან: მაგრა: სპა: უამარია:

1398. გულ: მხიარული: ვიხარებ: ამად: არ: ცრემლი: მმილდების: სადაცა: შენ: და: შენი: ძმა: ხართ: ძნელი: გაადვილდების: რაცა: მოგინდეს: უცილოდ: იქთ: იგი: არ: აგცილდების: არ: თურემ: კაცმან: დაგიდგნა: ვეჭვ: კლდეცა: გაგილბილდების:

1399. აწ: შემინდევ: ვერა: გნახე: შორს: ამისთვის: წაგიარე: გზა: გზა: ყოვნა: აღარა: მცალს: პატიმრადა: იგი: მთუარე: ადრე: მოვალთ: მხიარულნი: ჩვენი: ნახვა: გაიხარე: ამის: მეტი: რაღა: გკადრო: ძმასა: ძმურად: მოეჴმარე:

1400. ამა: მონათა: ჩემზედა: გარდაუჴდელი: გულია: ამოდ: მსახურეს: თქუენიმცა: გული: ამათთვის: სრულია: ქება: რად: უნდა: მას: ვინცა: თქუენთანა: ხანდაზმულია: მსგავსი: ყველაი: მსგავსსა: შობს: ესე: ბრძენთაგან: თქმულია:

1401. ესე: უსტარი: დაწერა: შეკრა: და: წაცახვია: მან: მისცა: ფრიდონის: მონათა: ვარდმან: და: ვითა: იამან: შესთვალა: ზეპირ: რაცა: ჴამდა: სრულად: მართ: ვითა: გია: მან: მათ: მარგალიტი: უჩვენის: ძოწისა: კარმან: ღიამან:

1402. მონახა: პოვა: ავთანდილ: ნავი: მისისა: მხარისა: გამოემართა: იგი: მზე: პირითა: სავსე: მთვარისა: მაგრა: დაგდება: უმძიმდა: ფატმანის: გულმწუხარისა: მისთა: გამყრელთა: ნაკადი: ჩასდის: სისხლისა: ღუარისა: