... (H-2074), XVI-XVII სს.

1392. ფატმან჻ მისსა჻ შუენებასა჻ მეტის჻ მეტად჻ ჰკუირდებოდა჻ მან჻ პასუხი჻ არა჻ გასცა჻ თავისწინა჻ ღიმდებოდა჻ შეეტყუების჻ არ჻ მიცნობსო჻ რა჻ რეგუანდა჻ რა჻ გუარ჻ ჴმობდა჻ თუცა჻ რასმე჻ იფერებდა჻ მეტი჻ არა჻ ჰგავიდოდა჻

1393. პური჻ ჭამეს჻ გაიყარნეს჻ ყმა჻ მივიდა჻ მისსა჻ შინა჻ ღუინო჻ სმული჻ მხიარული჻ დაწუა჻ ამოდ჻ დაიძინა჻ საღამო჻ ჟამს჻ გაიღუიძა჻ შუქი჻ ველთა჻ მოაფინა჻ ფატმან჻ უჴმო჻ მოდი჻ მნახე჻ მარტო჻ ვარო჻ თავისწინა჻

1394. ფატმან჻ მივიდა჻ ავთანდილს჻ ჴმა჻ ესმა჻ მისგან჻ ოხისა჻ იტყოდა჻ მომკლავს჻ უცილოდ჻ ტანი჻ ალვისა჻ მოხისა჻ გუერდსა჻ დაისვა჻ ბალიში჻ მისცა჻ მისისა჻ ნოხისა჻ ვარდისა჻ ბაღსა჻ უჩრდილობს჻ ჩრდილი჻ წამწამთა჻ ქოხისა჻

1395. ავთანდილ჻ ბრძანა჻ ჱე჻ ფატმან჻ ვიცი჻ ეს჻ საქმე჻ შენია჻ დაჰკრთები჻ ამა჻ ამბავსა჻ მართ჻ ვითა჻ გუელ჻ ნაკბენია჻ მაგრა჻ აქამდის჻ მართალი჻ შენ჻ ჩემი჻ არა჻ გსმენია჻ ჩემნი჻ მომკლველნი჻ წამწამნი჻ შავნი჻ გიშრისა჻ ხენია჻

1396. გგონივარ჻ ვინმე჻ ვაჭარი჻ პატრონი჻ ქარავანისა჻ მე჻ ვარ჻ სპასპეტი჻ მაღლისა჻ მეფისა჻ როსტევანისა჻ თავადი჻ სპისა჻ დიდისა჻ მათისა჻ შესაგუანისა჻ მაქუს჻ პატრონობა჻ მრავლისა჻ საჭურჭლე჻ მგზავსი჻ ხანისა჻

1397. შენ჻ გიცი჻ კარგი჻ მოყვარე჻ ერთგული჻ მისანდობელი჻ მათ჻ უვის჻ ერთი჻ ასული჻ მზე჻ ჴმელთა჻ მანათობელი჻ იგია჻ ჩემი჻ დამწუელი჻ და჻ ჩემი჻ დამადნობელი჻ მან჻ გამომგზავნა჻ დავაგდე჻ პატრონი჻ მათი჻ მშობელი჻

1398. რომე჻ შენ჻ ქალი჻ გყოლია჻ მე჻ ძებნად჻ მისვე჻ ქალისად჻ მივლია჻ ყოვლი჻ ქუეყანა჻ მის჻ მზისა჻ მონაცუალისად჻ მისთუის჻ გაჭრილი჻ მინახავს჻ წევს჻ ლომი჻ ფერ჻ ნამკრთალი჻ სად჻ გამცუდებელად჻ თავისად჻ მის჻ გულისა჻ და჻ ძალისად჻

1399. ავთანდილ჻ ფატმანს჻ ყოველი჻ უთხრა჻ ამბავი჻ თავისა჻ ამბავი჻ ტარიელისა჻ შემოსვა჻ ვეფხის჻ ტყავისა჻ უბრძანა჻ შენ჻ ხარ჻ წამალი჻ ჯერთ჻ შენგან჻ უნახავისა჻ ღონე჻ წამწმისა჻ ჴშირისა჻ ყორნის჻ ფრთებ჻ ნაფუშავისა჻

1400. მოდი჻ და჻ ფატმან჻ მეწიე჻ ვეცადნეთ჻ მისსა჻ რგებასა჻ უშველოთ჻ იგი჻ მნათობნი჻ ნუთუ჻ მიეცნენ჻ შუებასა჻ ვინცა჻ სცნობს჻ კაცი჻ ყველაი჻ ჩუენსა჻ დაიწყებს჻ ქებასა჻ ნუთუ჻ კულა჻ მიხუდენ჻ მიჯნურნი჻ ერთმანერთისა჻ ხლებასა჻

1401. მომგუარე჻ ქაჯეთს჻ გავგზავნოთ჻ იგივე჻ მონა჻ გრძნეული჻ ქალსა჻ ვაცნობოთ჻ ყველაი჻ ამბავი჻ ჩუენგან჻ ცნეული჻ მანცა჻ გუაცნობოს჻ მართალი჻ ვქნათ჻ მისი჻ გამორჩეული჻ ღ~თნ჻ ქნას჻ ქაჯთა჻ სამეფო჻ მოგესმას჻ ჩუენგან჻ ძლეული჻

1402. ფატმან჻ თქუა჻ ღ~თსა჻ დიდება჻ საქმენი჻ მომხუდეს჻ მორანი჻ დღეს჻ რომე჻ მესმნეს჻ ამბავნი჻ უკუდავებისა჻ სწორანი჻ მოგუარა჻ მონა჻ გრძნეული჻ შავი჻ მართ჻ ვითა჻ ყორანი჻ უბრძანა჻ ქაჯეთს჻ გაგგზავნი჻ წა჻ გზანი჻ გისხენ჻ შორანი჻

1403. აწ჻ გამოჩნდების჻ საჴმრობა჻ ჩემთუის჻ შენისა჻ გრძნებისა჻ ფიცხლად჻ დამივსე჻ საჴმილი჻ შენ჻ ჩემთა჻ ცეცხლთა჻ გზნებისა჻ მას჻ მზესა჻ ჰკადრე჻ მიზეზი჻ მისისა჻ განკურნებისა჻ მან჻ უთხრა჻ ხუალე჻ მოგართვა჻ ყოვლი჻ ამბავი჻ ნებისა჻

წიგნი ფატმანისა ნესტან დარეჯანის წინაშე მიწერილი჻

1404. ფატმან჻ სწერს჻ აჰა჻ მნათობო჻ სოფლისა჻ მზეო჻ ზენაო჻ შენთა჻ შორს჻ მყოფთა჻ ყოველთა჻ დამწუელო჻ ამაზრზენაო჻ სიტყუა჻ მჭევრო჻ და჻ წყლიანო჻ ტურფაო჻ ლამაზენაო჻ ბროლო჻ და჻ ლალო჻ ოროვე჻ კულავ჻ ერთგან჻ შენათხზენაო჻

1405. თუცა჻ თუ჻ შენი჻ ამბავი჻ შენ჻ არა჻ მომასმენიე჻ მე჻ ეგრეცა჻ ვცან჻ მართალი჻ მით჻ გულსა჻ მოალხენიე჻ შენთუის჻ ხელქმნილსა჻ ტარიელს჻ ამბითა჻ მოალხენიე჻ ორნივე჻ მიხუდეთ჻ წადილსა჻ იგი჻ ვარდობდეს჻ შენ჻ იე჻

1406. მოსრულა჻ შენად჻ საძებრად჻ მისი჻ ძმად჻ შეფიცებული჻ ავთანდილ჻ მოყმე჻ არაბი჻ არაბეთს჻ შიგან჻ ქებული჻ სპასპეტი჻ როსტენ჻ მეფისა჻ ვერვისგან჻ დაწუნებული჻ შენ჻ სწერდი჻ შენსა჻ ამბავსა჻ ლაღი჻ ბრძნად჻ გაგონებული჻

1407. ჩუენ჻ ამისთუის჻ ესე჻ მონა჻ გამოვგზავნეთ჻ თქუენსა჻ წინა჻ ვცნათ჻ ამბავი჻ ქაჯეთისა჻ მოსრულანცა჻ ქაჯნი჻ შინა჻ მანდაურთა჻ მეომართა჻ ანგარიში჻ წურილად჻ გუინა჻ ვინ჻ არიან჻ მცველნი჻ შენნი჻ ან჻ თავადი჻ მათი჻ ვინა჻

1408. რაცა჻ იცი჻ მანდაური჻ მოგუიწერე჻ გაამჟღავნე჻ მერმე჻ შენსა჻ საყუარელსა჻ ნიშანი჻ რა჻ გაუგზავნე჻ შენი჻ ყუელა჻ აქამდისი჻ ჭირი჻ ლხინსა჻ გაათავნე჻ ღ~თსა჻ უნდეს჻ მოყუარენი჻ შესაფერნი჻ შეგაზავნე჻

1409. წადი჻ უსტარო჻ ისწრაფე჻ თუ჻ მუჴლი჻ ჰქონდეს჻ მალები჻ დაგნატრი჻ მიხუალ჻ დაგხუდების჻ ბროლი჻ სათი჻ და჻ ლალები჻ ბედად჻ შენ჻ მჯობ჻ ხარ჻ უსტარო჻ გნახვენ჻ დამწველის჻ თუალები჻ შენს჻ უკან჻ ჩემი჻ სიცოცხლე჻ თუ჻ გესმის჻ არ჻ გებრალები჻

1410. ფატმან჻ მისცა჻ დაწერილი჻ მას჻ გრძნეულსა჻ ჴელოვანსა჻ ესე჻ წიგნი჻ მიართვიო჻ ქალსა჻ მზისა჻ დასაგვანსა჻ მან჻ გრძეულმან჻ მოლი჻ რამე჻ წამოისხა჻ ზედა჻ ტანსა჻ მასვე჻ წამსა჻ დაიკარგა჻ გარდაფრინდა჻ ბანის჻ ბანსა჻