... (W-17), XVII ს.

1393. ღ~თსა მისცეს დიდი მადლი თქუეს გუიყოო რაცა სჯობდა აწყა ვსცანით უარესსა პირი თქუენი არ გაბრჭობდა ინდოთ მეფე ჴელ განპყრობით მხიარული ამას ჴმობდა ქუაბს შევიდეს მხიარული ასმათ რასმე მასპინძლობდა

1394. ტარიელ ეტყუის ავთანდილს ისმინე სიტყუა ასები გიამბობ რასმე ამბავსა მოამბვედ ნუ გენასები მე ოდეს ქვაბნი წაუხვენ დავჰჴოცე დევთა დასები მას აქათ მათი აქა ძეს საჭურჭლე ძვირ ნაფასები

1395. მე აგრე არა მინახავს მართ ვითა არა მდომია მოდი და გავხსნათ შევიგნეთ საჭურჭლე თუ რა ზომია იამა ადგეს ორნივე არცა ქვე ასმათ მჯდომია დალეწეს კარნი ორმოცი მათგან არ ზედა ომია

1396. ჰპოვეს საჭურჭლე უსახო კულავ უნახავი თვალისა მუნ იდვა რიყე თუალისა ჴელწმიდად განათალისა ჩნდის მარგალიტი ოდენი ბურთისა საბურთალისა ვინმცა ქნა რიცხვი ოქროსა ვერვისგან დანათვალისა

1397. იგი სახლი ორმოცივე შიგან იყო გატენილი ჰპოვეს ერთი ზარადახანა აბჯრისათვის ახლად ქნილი იარაღი ყოვლი ფერი ასრე იდვა ვითა მწნილი შიგან ერთი კიდობანი დაბეჭდილი არ გახსნილი

1398. ზედა ეწერა აქა ძეს აბჯარი საკვირველიო ჯაჭუ მუზარადი ალმასი ჴმალი ბასრისა მჭრელიო თუ ქაჯნი დევთა შეებნენ დღე იყოს იგი ძნელიო უმისჟამისოდ ვინც გახსნას არის მეფეთა მკვლელიო

1399. კიდობანი გახსნეს ჰპოვეს მუნ აბჯარი სამი ტანი რასაცა ვით შეიმოსენ მეომარნი სამნი ყმანი ჯაჭვი ჴმალი მუზარადი საბარკული მათი გუანი ზურმუხტისა ბუდებითა იყუნეს ვითა ლუსკუმანი

1400. თვითომან თვითო ჩაიცვეს თავის თავს გამოსცდიდიან ჯაჭვი მუზარადსა აბჯარი მართ ვერა ვერ მოჰკიდიან ჴმალი რკინისა მოჰკრიან ვით ბამბის მკედსა სჭრიდიან მათ უღირს ყოვლად ქუეყანად შევატყევ არ გაჰყიდიან

1401. თქვეს ესე ნიშნად გუეყოფის ვართო კარგითა ბედითა ღმერთმან მოგუხედნა თვალითა ზეგარდმო მონახედითა აიღეს იგი აბჯარი თავის თავისა ქედითა თვითო მათ ერთი ფრიდონის საძღვნობლად შეკრეს ღვედითა

1402. ოქროც რამე წაიტანეს მარგალიტი ღარიბები გამოვიდეს გამობეჭდეს ორმოცივე საჭურჭლები ავთანდილ თქუა ამას იქით დავამაგრო ჴმალსა ნები ამას ღამე არსად წავალ რა გათენდეს არ დავდგები

ტარიელისა და ავთანდილისა ფრიდონისასა წასვლა ქუბიდაღმან

1403. რა გათენდა გაემართნეს წაიტანეს ასმათ თანა ნურადინის ქუეყანამდის შეისუიან მათ უკანა მუნ ვაჭარმან ოქროს ფასად ცხენი მისცა არ უძღვანა ავთანდილ ჰყავს ყოლაოზად სხვამცა ვინღა წაიტანა

1404. იარეს და ზედა შეჰჴდეს ნურადინის მეჯოგეთა ჯოგი ნახეს მოეწონა ფრიდონისთვის იაგეთა მუნ ავთანდილს ინდო ეტყუის გაქნევ კარგთა სიშმაგეთა მოდი ფრიდონს გავლაღობნეთ ჯოგსა მისსა მოვადგეთა

1405. ჯოგი წაუღოთ მოსრულნი ვესმით ჯოგისა წაღებად გამოემართვის საომრად ველთა სისხლისა დაღებად ანაზდად გვიცნობს გაჰკრთების გულსა შეელმის დაღებად ამოა კარგი ლაღობა ლაღსა შევეიქს ლაღებად

1406. დაუწყეს პყრობა ტაიჭთა ფრიდონის უკეთესებსა მუნ მეჯოგეთა ფანოსი შეექნა ეკრა კვესებსა უყივლეს ვინ ხართ მოყმენო ვინ იქთ საქმესა ზესებსა ჯოგი მისია ვინ მტერსა ჰკრავს ჴმალსა არ აკუნესებსა

1407. მათ მშვილდები დაიწვადეს მეჯოგეთა გაეკიდნეს მეჯოგენი მიიზახდეს ჴმანი მათნი გაადიდნეს გვიშველეთო გვიშველეთო მეკობრეთა ამოგვწყუიტნეს ჴმა შეიქნა შეიყარნეს ფრიდონს ჰკადრეს არ დარიდნეს

1408. შეეკაზმა ფრიდონ შეჯდა შეკაზმული გამოვიდა ჴმა დავარდა შეიყარნეს რაზმი ველთა დაჰფარვიდა იგი მზენი მოეგებნეს ვის ზამთარი ვერ დაზვრიდა დაეხურათ ზარადები პირსა მათსა უფარვიდა

1409. რა ტარიელ ფრიდონ იცნა აწ ვნახეო ვინცა მინა მუზარადი მოიჴადა გაიღიმნა გაიცინა ფრიდონს უთხრა რასა ლამი ჩუენი მოსლვა რას გეწყინა პურად ავი მასპინძელი მოგუეგებვი ომად წინა

1410. ფრიდონ ფიცხლა გარდაიჭრა დავარდა და თაყვანისსცა იგინიცა გარდაუხდეს მოეხვივნეს აკოცესცა ფრიდონ ღმერთსა ჴელ აბყრობით უსაზომო მადლი მისცა დიდებულნი აკოცებდეს იცნობდიან იგი ვისცა

1411. ფრიდონ უთხრა რასა სდეგით მოგელოდი უწინარე მე მზა ვარო სამსახური თქუენი რამცა დავიზარე ჰგუანდა თუცა შეყრილ იყვნეს ორნი მზენი ერთი მთვარე ერთმანერთი დააშვენეს გაემართნეს იქცეს გარე