... (H-461), XVIII ს.

წიგნი ავთანდილისა ფრიდონს წინაშე თავის ყმების ხელითა჻

1393. დაწერა჻ ფრიდონ჻ მაღალო჻ სვე჻ სრულო჻ მეფეთ჻ მეფეო჻ ლომისა჻ მგზავსო჻ ძალ჻ გულად჻ მზეო჻ შუქ჻ მოიეფეო჻ მოვლენილო჻ და჻ მორჭმულო჻ მტერთა჻ სისხლისა჻ მჩქეფეო჻ უმცროსმან჻ ძმამან჻ შორი჻ შორ჻ სალამი჻ დავიყეფეო჻

1394. ჭირნი჻ ვნახენ჻ და჻ მოცამხუდა჻ ნაცვალი჻ ჭირნახულისა჻ კარგა჻ მომიჴდა჻ საქმისა჻ ჩემისა჻ გაზრახულისა჻ მიცნია჻ მართლად჻ ამბავი჻ პირისა჻ მზედ჻ სახულისა჻ დამარჩენელი჻ ლომისა჻ მის჻ ქვესკნელს჻ დამარხულისა჻

1395. იგი჻ მზე჻ ქაჯთა჻ მეფესა჻ ჰყავს჻ ქაჯეთს჻ პატიმარია჻ მუნ჻ მისლვა჻ მიჩანს჻ თამაშად჻ თუცა჻ გზა჻ საომარია჻ ნარგისთად჻ წვიმა჻ ბროლისა჻ წვიმს჻ ვარდი჻ ნაწვიმარია჻ ჯერ჻ ქალსა჻ ქაჯნი჻ არ჻ ახლვან჻ მაგრა჻ სპა჻ უამარია჻

1396. გულ჻ მხიარული჻ ვიხარებ჻ ამად჻ არ჻ ცრემლი჻ მილდების჻ სადაცა჻ შენ჻ და჻ შენი჻ ძმა჻ ხართ჻ ძნელი჻ გაადვილდების჻ რაცა჻ მოგინდეს჻ უცილოდ჻ იქთ჻ იგი჻ არ჻ აგცილდების჻ არ჻ თურემ჻ კაცმან჻ დაგიდგნეს჻ ვეჭუ჻ კლდეცა჻ გაგიცვილდების჻

1397. აწ჻ შემინდევ჻ ვერა჻ გნახე჻ შორს჻ ამისთუის჻ წაგიარე჻ გზაგზა჻ ყოვნა჻ აღარა჻ მცალს჻ პატიმრად჻ ა჻ იგი჻ მთვარე჻ ადრე჻ მოვალთ჻ მხიარულნი჻ ჩუენი჻ ნახვით჻ გაიხარე჻ ამის჻ მეტი჻ რაღა჻ გკადრო჻ ძმასა჻ ძმურად჻ მოეხმარე჻

1398. ამა჻ მონათა჻ ჩემზედა჻ გარდაუჴდელი჻ გულია჻ ამოდ჻ მსახურეს჻ თქუენიმცა჻ გული჻ ამათთვის჻ სრულია჻ ქება჻ რად჻ უნდა჻ მას჻ ვინცა჻ თქვენთანა჻ ხანდაზმულია჻ მგზავსი჻ ყველაი჻ მგზავსსა჻ შობს჻ ესე჻ ბრძენთაგან჻ თქმულია჻

1399. ესე჻ უსტარი჻ დაწერა჻ შეკრა჻ და჻ წაცახვია჻ მან჻ მისცა჻ ფრიდონის჻ მონათა჻ ვარდმან჻ და჻ სულად჻ იამან჻ შესთვალა჻ ზეპირ჻ რაც჻ ჴამდამუშკმან჻ სულითა჻ გიამა჻ მათ჻ მარგალიტი჻ უჩვენის჻ ძოწისა჻ კარმან჻ ღიამან჻

1400. მოქარავნეთა჻ უბრძანა჻ საქმე჻ მიც჻ გითხრობ჻ განაო჻ კარგად჻ მამიჴდა჻ მოყვსობა჻ მე჻ თქვენი჻ მესვიანაო჻ რაცა჻ მინდოდა჻ ყველაი჻ ვჰქენ჻ ღმერთმან჻ მაგულვანაო჻ აწ჻ აღარა჻ მცალს჻ ბადრაგათ჻ სხვა჻ წაიტანეთ჻ თანაო჻

1401. მონახა჻ ჰპოვა჻ ავთანდილ჻ ნავი჻ მისისა჻ მხარისა჻ გამოემართა჻ იგი჻ მზე჻ პირითა჻ სავსე჻ მთვარისა჻ მაგრა჻ დაგდება჻ უმძიმდა჻ ფატმანის჻ გულ჻ მწუხარისა჻ მისის჻ გამყრელთა჻ ნაკადი჻ ჩასდის჻ სისხლისა჻ ღვარისა჻

1402. ფატმან჻ უსენ჻ და჻ მონანი჻ ტირან჻ ცრემლითა჻ ცხელითა჻ იტყვიან჻ მზეო჻ რა჻ გვიყავ჻ დაგვწვენ჻ ცეცხლითა჻ მწველითა჻ რად჻ დაგვაბნელენ჻ შენისა჻ მოშორვებისა჻ ბნელითა჻ დამცა჻ მარხველო჻ ჴელითა჻ ჩვენისა჻ დამმარხველითა჻

აქა ავთანდილისაგან გულანშაროთ წასვლა და ტარიელის შეყრა჻

1403. გამოვლნა჻ ზღუანი჻ ავთანდილ჻ მგზავრითა჻ რითმე჻ ნავითა჻ პირმხიარული჻ აცორვებს჻ მარტო჻ მართოდენ჻ თავითა჻ მას჻ შეყრა჻ ტარიელისი჻ უხარის჻ მით჻ ამბავითა჻ ჴელ჻ განპყრობილი჻ გულითა჻ არს჻ ღ~თისა჻ საესავითა჻

1404. მოწურვილ჻ იყო჻ ზაფხული჻ ქუეყნით჻ ამოსლვა჻ მწვანისა჻ ვარდის჻ ფურცლობის჻ ნიშანი჻ დრო჻ მათის჻ პაემანისა჻ ეტლის჻ ცვალება჻ მზისა჻ და჻ შეჯდომა჻ საროსტანისა჻ სულთქნის჻ რა჻ ნახა჻ ყვავილი჻ მან჻ უნახავმან჻ ხანისა჻

1405. აგრგვინდა჻ ცა჻ და჻ ღრუბელნი჻ ცაროდეს჻ გიშრის჻ ცვარითა჻ ვარდთა჻ აკოცა჻ ბაგითა჻ მათივე჻ ვარდისა჻ დარითა჻ უბრძანაგიჭურეტ჻ თვალითა჻ გულტკბილად჻ შემხედვარითა჻ მისად჻ სანაცვლოდ჻ მოვილხენ჻ თქვენთანა჻ საუბარითა჻

1406. რა჻ მოაგონდის჻ მოყვარე჻ სდინდიან჻ ცრემლნი჻ მწარენი჻ ტარიელისკენ჻ იარნა჻ მან჻ გზანი჻ საწყინარენი჻ უდაბურნი჻ და჻ უგზონი჻ უცხონი჻ რამე჻ არენი჻ სადაცა჻ ნახის჻ დაჴოცის჻ ლომ჻ ვეფხნი჻ მოშამბნარენი჻

1407. ქვაბნი჻ გამოჩნდეს჻ იამა჻ ვიცი჻ თუ჻ იგი჻ კლდენია჻ სადა჻ არის჻ ჩემი჻ მოყვარე჻ და჻ ვისთვის჻ ცრემლი჻ მდენია჻ ვღირს჻ ვარმცა჻ ვნახო჻ პირისპირ჻ უამბო჻ რაცა჻ მსმენია჻ არ჻ მოსრულ჻ იყოს჻ რაღა჻ ვქნა჻ ცუდ჻ ჩემი჻ განავლენია჻

1408. თუ჻ მოსრულა჻ უღონიოდ჻ შინა჻ ხანსა჻ არ჻ დაზმიდა჻ მინდორს჻ სადმე჻ წავიდოდა჻ მხეცისაებრ჻ ველთა჻ ვლიდა჻ სჯობს჻ თუ჻ შამბ჻ შამბ჻ წავიარო჻ იგონებდა჻ იხედვიდა჻ ესე჻ თქვა჻ და჻ მიუქცია჻ მინდორთაკე჻ წამოვიდა჻

1409. მიაცორვებს჻ და჻ იმღერის჻ მხიარულითა჻ გულითა჻ მართ჻ სახელდებით჻ უყივის჻ ჴმითა჻ მით჻ სიხარულითა჻ ცოტაი჻ წავლო჻ გამოჩნდა჻ მზე჻ სინათლითა჻ სრულითა჻ შამბისა჻ პირსა჻ ქვეითი჻ დგას჻ ჴმლითა჻ მომახულითა჻

1410. ტარიელს჻ ლომი჻ მოეკლა჻ მით჻ ჴმალსა჻ სისხლი჻ სცხებოდა჻ შამბისა჻ პირსა჻ ქვეითი჻ დგა჻ ცხენი჻ არა჻ ხლებოდა჻ ყივილი჻ ავთანდილისა჻ ესმოდა჻ ეოცებოდა჻ შეხედნა჻ იცნა჻ გაიქცა჻ მისკენ჻ მირბოდა჻ ხლტებოდა჻