... (H-599), 1646 წ.

1385. ავთანდილ: უთხრა: ნუ: გეშის: ეგე: ამბავი: მრთელია: ლხინი: მოგვეცა: მოგვშორდა: ყოველი: ჭირი: ძნელია: მზე: მოგვეახლა: უკუნი: ჩვენთვის: აღარა: ბნელია: ბოროტსა: სძლია: კეთილმან: არსება: მისი: გრძელია:

1386. ინდოთ: მეფე: მხიარული: ასმათს: რასმე: უბრძანებდა: ერთმანერთსა: ეხვეოდეს: სიხარული: ატირებდა: ვარდსა: ზედა: ყორნის: ბოლო: ნამსა: თხელსა: აპკურებდა: კაცსა: ღმერთი: არ: გასწირავს: თუცა: კაცი: შეიგებდა:

1387. ღმერთსა: მისცეს: დიდი: მადლი: თქვეს: გვიყოო: რაცა: სჯობდა: აწყა: ვცანით: უარესსა: პირი: თქვენი: არ: გაბრჭობდა: ინდოთ: მეფე: მხიარული: ხელგანპყრობით: ამას: ხმობდა: ქვაბს: შევიდეს: მხიარული: ასმათ: რასმე: მასპინძლობდა:

1388. ტარიელ: ეტყვის: ისმინე: ავთანდილს: სიტყვა: ასები: გიამბობ: რასმე: ამბავსა: მოამბვედ: ნუ: გენასები: მე: ოდეს: დევნი: დავხოცე: წაუხვენ: დევთა: დასები: მას: აქათ: მათი: აქა: ძეს: საჭურჭლე: ძვირნაფასები:

1389. მე: აგრე: არა: მინახავს: მართ: ვითა: არა: მდომია: მოდი: და: გავხსნათ: შევიგნეთ: საჭურჭლე: თუ: რა: ზომია: იამა: ადგეს: ორნივე: არცა: ქვე: ასმათ: მჯდომია: დალეწეს: კარი: ორმოცი: მათგან: არ: ზედა: ომია:

1390. პოვეს: საჭურჭლე: უსახო: კვლა: უნახავი: თვალისა: მუნ: იდვა: რიყე: თვალისა: ხელწმიდად: განათალისა: ჩნდის: მარგალიტი: ოდენი: ბურთისა: საბურთალისა: ვინმცა: ქთვა: რიცხვი: ოქროსა: ვერვისგან: დანათვალისა:

1391. იგი: სახლი: ორმოცივე: შიგან: იყო: გატენილი: პოეს: ერთი: ზარადახანა: აბჯრისათვის: ახლად: ქნილი: მუნ: აბჯარი: ყოვლიფერი: ასრე: იდვა: ვითა: მწნილი: შიგან: ერთი: კიდობანი: დაბეჭდილი: არგახსნილი:

1392. ზედა: ეწერა: აქა: ძეს: აბჯარი: საკვირველიო: ჯაჭვ: მუზარადი: ალმასი: ხმალი: ბასრისა: მჭრელიო: თუ: ქაჯნი: დევთა: შაებას: დღე: იყოს: იგი: ძნელიო: უმისჟამისოდ: ვინც: გახსნას: არის: მეფეთა: მკვლელიო:

1393. კიდობანი: გახსნეს: პოვეს: მუნ: აბჯარი: სამი: ტანი: რასაცა: ვით: შეიმოსენ: მეომარნი: სამნი: ყმანი: ჯაჭვი: ხრმალი: მუზარადი: საბარკული: მათი: გვანი: ზურმუხტისა: ბუდებითა: იყვნეს: ვითა: ლუსკუმანი:

1394. თვითომან: თვითო: ჩაიცვეს: თავის: თავს: გამოსცდიდიან: ჯაჭვ: მუზარადსა: აბჯარი: მართ: ვერა: ვერ: მოჰკიდიან: ხმალი: რკინისა: შემოჰკრის: ვით: ბამბის: მკედსა: სჭრიდიან: მათ: უღირს: ყოვლად: ქვეყანად: შევატყევ: არ: გაჰყიდიან:

1395. თქვეს: ესე: ნიშნად: გვეყოფის: ვართო: კარგითა: ბედითა: ღმერთმან: მოგვხედნა: თვალითა: ზეგარდმო: მონახედითა: აიღეს: იგი: აბჯარი: თავის: თავისა: ქედითა: თვითო: მათ: ერთი: ფრიდონის: საძღვნობლად: შეკრეს: ღვედითა:

1396. ოქროც: რამე: წაიტანეს: მარგალიტი: ღარიბები: გამოვიდეს: გამობეჭდეს: ორმოცივე: საჭურჭლები: ავთანდილ: თქვა: ამას: იქით: დავამაგრო: ჴრმალსა: ნები: ამას: ღამე: არსად: წავალ: რა: გათენდეს: არ: დავდგები:

1397. აქა: მხატვარო: დახატე: ძმად: უმტკიცესნი: ძმობილნი: იგი: მიჯნურნი: მნათობთა: სხვისა: ვერვისგან: სწრობილნი: ორნივე: გმირნი: მოყმენი: მამაცობისა: ძმობილნი: რა: ქაჯეთს: მივლენ: გასინჯეთ: ომი: ლახვართა: სობილნი:

ტარიელისა და ავთანდილისა წასვლა ფრიდონისასა:

1398. რა: გათენდა: გაემართნეს: წაიტანეს: ასმათ: თანა: ნურადინის: ქვეყანამდის: შეისვიან: მათ: უკანა: მუნ: ვაჭარმან: ოქროს: ფასად: ცხენი: მისცა: არ: უძღვანა: ავთანდილ: კმა: ყოლაოზად: სხვამცა: ვინღა: წაიტანა:

1399. იარეს: და: ზედა: შეხდეს: ნურადინის: მეჯოგეთა: ჯოგი: ნახეს: მოეწონა: ფრიდონისთვის: იაგეთა: მუნ: ავთანდილს: ინდო: ეტყვის: გაქნევ: კარგთა: სიშმაგეთა: მოდი: ფრიდონს: გავლაღობნეთ: ჯოგსა: მისსა: მოვადგეთა:

1400. ჯოგი: წაუღოთ: მოსრულნი: ვესმით: ჯოგისა: წაღებად: გამოემართვის: საომრად: ველთა: სისხლისა: დაღებად: ანაზდად: გვიცნობს: გაჰკრთების: გულსა: შეელმის: დაღებად: ამოა: კარგი: ლაღობა: ლაღსა: შევეიქს: ლაღებად:

1401. დაუწყეს: პყრობა: ტაიჭთა: ფრიდონის: უკეთესებსა: მუნ: მეჯოგეთა: ფანოსი: შეექნა: ეკრა: კვესებსა: უყივლეს: ვინ: ხართ: მოყმენო: ვინ: იქთ: საქმესა: ზესებსა: ჯოგი: მისია: ვინ: მტერსა: ჰკრავს: ხრმალსა: არ: აკვნესებსა:

1402. მათ: მშვილდები: დაიწვადეს: მეჯოგეთა: გაეკიდნეს: მეჯოგენი: მიიზახდეს: ხმანი: მათნი: გაადიდნეს: გვიშველეთო: გვიშველეთო: მეკობრეთა: ამოგვწყვიტნეს: ჴმა: შეიქნა: შეიყარნეს: ფრიდონს: ჰკადრეს: არ: დარიდნეს:

1403. შეეკაზმა: ფრიდონ: შეჯდა: შეკაზმული: გამოვიდა: ჴმა: შეიქნა: შეიყარნეს: რაზმი: ველთა: დაჰფარვიდა: იგი: მზენი: მოეგებნეს: ვის: ზამთარი: ვერ: დაზვრიდა: დაეხურა: ზარადები: პირსა: მათსა: უფარვიდა: