... (H-54), 1680 წ.

1369. ვაი: საწუთროო: სიცრუვით: თავი: სატანას: ადარე: შენი: ვერავინ: ვერა: ცნას: შენი: სიმუხთლე: სად: არე: პირი: მზისაებრ: საჩინო: სად: უჩინო: ჰყავ: სად: არე: მით: ვხედავ: ბოლოდ: სოფელსა: ოჴრად: ჩანს: ყოვლი: სად: არე:

1370. ფატმან: იტყუის: მომეშორა: მზე: მნათობი: სრულად: ჴმელთა: სიცოცხლე: და: სულდგმულობა: მონაგები: ჩემთა: ჴელთა: მას: უკანით: გაუწყვეტლად: დება: მჭირდის: ცეცხლთა: ცხელთა: ვერ: გავაჴმი: წყარო: ცრემლთა: თუალთათ: ჩემთა: გადამღურელთა:

1371. სახლი: და: შვილი: მომძულდეს: ვჯდი: უგულოთა: გულითა: მას: ვიგონებდი: მღუიძარე: რა: მიმეძინის: ლულითა: უსენ: გამტეხი: ფიცისა: მიჩს: უსჯულოთა: სჯულითა: ვერ: მიმიახლოს: საახლოდ: კრულმან: პირითა: კრულითა:

1372. დღესა: ერთსა: საღამო: ჟამ: ჩასლუა: იყო: ოდენ: მზისა წავდეგ: წინა: დარიჯაგთა: კარი: მიჩნდა: ხანაგისა: ვიგონებდი: სეუდა: მკულიდა: მისისავე: გონებისა: ვჰთქუი: კრულია: ზენაარი: ყოვლისამცა: მამაცისა:

1373. მოვიდა: სითმე: ღარიბი: მონა: მოყუსითა: სამითა: მონა: მონურად: მოსილი: სხუანი: მგზავრულად: ხამითა: სასუმელ: საჭმელი: მოიღეს: ქალაქს: ნასყიდი: დრამითა: სუმიდეს: ჭამდეს: და: უბნობდეს: სხდეს: მხიარულნი: ამითა:

1374. მე: უყურებდი: უჭვრეტდი: თქუეს: ამოდ: გავიხარენით: მაგრა: ჩუენ: აქა: მოყვასნი: უცხონი: შევიყარენით: არც: არა: ვიცით: ვინ: ვინ: ვართ: ანუ: სით: მოვიარენით: ჴამს: ერთმანერთსა: ამბავი: ჩუენიცა: უთხრათ: ბარ: ენით:

1375. მათ: სხუათა: მათი: ამბავი: თქუეს: ვითა: მგზავრთა: წესია: მონამან: უთხრა: ჰე: ძმანო: განგება: რამე: ზესია: მე: მარგალიტსა: მოგიმკი: თქუენ: ქურიმი: დაგითესია: ჩემი: ამბავი: ამბავთა: მაგათაგან: უკეთესია:

1376. მე: ვარო: მონა: მეფისა: მაღლისა: ქაჯთა: მფლობლისა: მათ: მიუდა: ცემა: სენისა: მათისა: დამამხობლისა: მოგუიკვდა: შემწე: ქურივისა: შემწყნარებელი: ობლისა აწ: შუილთა: მისთა: და: მისი: ზრდის: უკეთესი: მშობლისა:

1377. დულარდუხტ: არის: დიაცი: მაგრა: კლდე: ვითა: ლოდია: ვისცა: არ: დაჰკოდს: ჴმა: მისი: ვერავის: დაუკოდია: მას: უსხენ: წურილნი: ძმისწულნი: როსან: და: ერთი: როდია: აწ: იგი: ქაჯეთს: ჴელმწიფედ: ქუე: ზის: მორჭმული: წოდია:

1378. გუესმა: ამბავი: ზღუათ: იქით: სიკუდილი: დისა: მათისა: შეიჭირვებდეს: ვაზირნი: დაშალეს: ქნა: ხალვათისა: ვითა: ვჰკადროთო: დავსება: პირისა: თემთა: მნათისა: როშაქ: მონაა: თავადი: მონისა: ბევრ: ათასისა:

1379. როშაქ: ბრძანა: მოცავინმკლავს: მე: ტირილსა: არ: დავხუდები: მინდორს: წავალ: ვიმეკობრებ: ალაფითა: ავივსები: შინა: მოვალ: შოებული: ადრე: ზედა: მოვესწრები: მეფე: დისა: დატირებად: წავიდოდეს: წაცავჰყვები:

1380. გუითხრა: მისთა: ხელისათა: წავალ: თანა: წამომყევით: წაგუიტანა: მონა: ასი: ყუელაკაი: მისგან: რჩევით: დღისით: მზისით: ვმეკობრობდით: ღამეთაცა: ვიყვნით: თევით: დია: ვლეწეთ: ქარავანი: ლარი: ჩუენკე: გარდმოვდევით:

1381. მინდორ: მინდორ: მოვდიოდით: ჩუენ: ღამესა: დია: ბნელსა: დიდნი: რამე: სინათლენი: გამოგუიჩნდა: შუა: ველსა: ვთქუით: თუ: მზეა: ნუთუ: ზეცით: ჩამოჭრილა: ზედა: ჴმელსა: დაბნეულნი: მივეცენით: გონებასა: ჩვენსა: მსჯელსა:

1382. ზოგთა: ვთქუით: არის: ცისკარი: ზოგთა: ვთქუთ: არის: მთუარეო: მას: დარაზმულთა: მივმართეთ: ახლოსმცა: ვნახეთ: ბარეო: შორს: მოუარეთ: მივედით: შემოვადეგით: გარეო: მით: ნათლიდაღმა: გამოჴდა: ჴმა: ჩუენი: მოუბარეო:

1383. გვითხრა: ვინ: ხართ: ცხენოსანნო: თქუენ: სახელნი: თქუენი: თქუენით: გულანშაროთ: მოციქული: ქაჯეთს: მივალ: მერიდენით: ესე: გუესმა: მოვადეგით: ალყად: გარე: მოვერტყენით: პირმზე: რამე: ცხენოსანი: გავიცადეთ: თუალით: ჩუენით:

1384. უჭურიტეთ: პირსა: მნათობსა: ელვათა: მაელვარებსა: მისი: ციმციმი: მზისაებრ: ეფინებოდა: არებსა: ძუირ: ძუირად: გვეუბნებოდა: სიტყუასა: რასმე: წყნარებსა: კბილთაგან: შუქ: შეადგა: ზედან: გიშრისა: სარებსა:

1385. კულავ: ვეუბენით: მას: მზესა: ტკბილ: მოუბრითა: ენითა: არ: მონა: იყო: ტყუოდა: ჩუენ: ესე: შევიგენითა: როშაქ: შეატყო: ქალობა: გუერდსცა: წაუდგა: ცხენითა: აღარ: გავუშვით: დაჭირვა: ვჰკადრეთ: ჴელითა: ჩუენითა:

1386. კულავ: ვკითხეთ: გუითხარ: მართალი: საქმე: შენ: მზებრ: ნათელისა: ვისი: ხარ: ვინ: ხარ: სით: მოხუალ: მანათობელი: ბნელისა: მან: არა: გუითხრა: გაუშვა: წყარო: ცრემლისა: ცხელისა: რა: საბრალოა: გავსილი: მთუარე: ჩანთქმული: გუელისა:

1387. არცარა: ცხადი: ამბავი: არცარა: დასამალავი: არა: არ: გვითხრა: ვინ: იყო: ან: ვისგან: ნამუხთალავი: ქუშ: ქუშად: გუეუბნებოდა: კუშტი: თავისა: მკრძალავი: ვითა: ასპიტი: მჭურეტელთა: მისთა: თუალითა: მლალავი:

1388. როშაქ: გუიბრძანა: ნუ: ჰკითხავთ: აწ: თურე: არ: სათქმელია: ამისა: საქმე: უცხოა: საამბობლადცა: ძნელია: ბედი: მეფისა: ჩუენისა: არსთაგან: სანატრელია: მით: რომე: ღმერთი: მას: მისცემს: რაც: უფრო: საკუირველია: