... (H-2074), XVI-XVII სს.

1372. მოვიყვანე჻ იგი჻ მონა჻ ახლოს჻ დავსუი჻ ჩემსა჻ წინა჻ ვჰკითხე჻ მითხარ჻ რას჻ იტყოდი჻ გაგონება჻ მეცა჻ მინა჻ მან჻ იგივე჻ კულა჻ მიამბო჻ რაცა჻ მუნით჻ მომესმინა჻ მან჻ ამბავმან჻ გამაცოცხლა჻ სულმობრძავი჻ დამარჩინა჻

1373. მე჻ ორნი჻ შავნი჻ მონანი჻ მყუანან჻ სავსენი჻ გრძნებითა჻ უჩინოდ჻ წავლენ჻ წამოვლენ჻ მათითა჻ ჴელოვნებითა჻ მოვასხენ჻ ქაჯეთს჻ გავგზავნენ჻ ვარქუი჻ თუ჻ ნუ჻ დასდგებითა჻ მაცნობეთ჻ მისი჻ ამბავი჻ თქუენითა჻ მოქმედებითა჻

1374. სამ჻ დღე჻ მოვიდეს჻ მიამბეს჻ ფიცხლა჻ ებიჯა჻ გზისადა჻ მიუგურიაო჻ მეფისა჻ ზღუას჻ იქით჻ წამავლისადა჻ ვერვის჻ შეუდგმან჻ საჭურეტად჻ თუალნი჻ მართ჻ ვითა჻ მზისადა჻ ქუე჻ დაუწინდავს჻ საცოლედ჻ როსან჻ ცოტასა჻ ყმისადა჻

1375. როსანს჻ შევრთოთო჻ დულარდუხტს჻ მეფესა჻ უბრძანებია჻ ჯერ჻ ქორწილობად჻ არა჻ მცალს჻ აწ჻ გული჻ ცეცხლნადებია჻ შემოვიქცევი჻ შევისძლობ჻ ვინ჻ ცისა჻ მზედ჻ ნაქებია჻ ჻ ციხეს჻ დაუსუამს჻ ხადუმი჻ ერთაი჻ უახლებია჻

1376. ყოვლი჻ მცოდნელი჻ გრძნებისა჻ მას჻ თანა჻ წაუტანია჻ მით჻ რომე჻ გზაა჻ საჭირო჻ მტერნი჻ საომრად჻ მზანია჻ ქუე჻ დაუყრია჻ მოყმები჻ ვინც჻ უფრო჻ გულოვანია჻ დაეყოვნების჻ წასრულა჻ ჯერთო჻ ცოტაი჻ ხანია჻

1377. ქაჯთა჻ ქალაქი჻ აქამდის჻ მტერთაგან჻ უბრძოლველია჻ ქალაქსა჻ შიგან჻ მაგარი჻ კლდე჻ მაღალი჻ და჻ გრძელია჻ მას჻ კლდესა჻ შუა჻ გუირაბი჻ ასაძრომელი჻ ჴურელია჻ მუნ჻ არის჻ მარტო჻ მნათობი჻ მისთა჻ შემყრელთა჻ მწუელია჻

1378. გუირაბის჻ კარსა჻ ნიადაგ჻ მოყმე჻ სცავს჻ არ჻ პირნასები჻ ათი჻ ათასი჻ ჭაბუკი჻ დგას჻ ყველაკაი჻ ხასები჻ ქალაქის჻ კართა჻ სამთავე჻ სამათას჻ სამათასები჻ გულო჻ გაგსაჯა჻ სოფელმან჻ არ჻ ვიცი჻ და჻ გლახ჻ რას჻ ები჻

1379. ესე჻ ამბავი჻ ავთანდილ჻ პირმზემან჻ მაგარ჻ ვადამან჻ რა჻ მოისმინა჻ იამა჻ სხუად჻ არა჻ გაუცხადა჻ მან჻ შესწირა჻ ღმერთსა჻ მადლობა჻ ტურფამან჻ დანაბადამან჻ ამბავი჻ ჩემი჻ სალხინო჻ მითხარო჻ ვისმანღა჻ დამან჻

1380. ფატმანს჻ უთხრა჻ საყუარელო჻ კმა჻ ხარ჻ ჩემთუის჻ სასურველად჻ მე჻ ამბავი჻ სანატრელი჻ მომასმინე჻ არ჻ პირბნელად჻ მაგრა჻ საქმე჻ ქაჯეთისა჻ გამაგონე჻ უფრო჻ მრთელად჻ ქაჯნი჻ ყუელა჻ უჴორცოა჻ რამან჻ შექმნა჻ ჴორციელად჻

1381. მის჻ ქალისა჻ სიბრალული჻ ამანთებს჻ და჻ მიდებს჻ ალსა჻ მაგრა჻ ქაჯნი჻ უჴორცონი჻ რას჻ აქნევენ჻ მიკუირს჻ ქალსა჻ ფატმან჻ უთხრა჻ მომისმინე჻ მართლად჻ გხედავ჻ მანდა჻ მკრთალსა჻ არ჻ ქაჯნია჻ კაცნიაო჻ მინდობიან჻ კლდესა჻ სალსა჻

1382. ქაჯნი჻ სახელად჻ მით჻ ჰქუიან჻ არიან჻ ერთად჻ კრებულნი჻ კაცნი჻ გრძნებისა჻ მცოდნენი჻ ზედა჻ გაჴელოვნებულნი჻ ყოველთა჻ კაცთა჻ მავნებნი჻ იგი჻ ვერვისგან჻ ვნებულნი჻ მათნი჻ შემბმელნი჻ წამოვლენ჻ დამბრმალნი჻ დაწბილებულნი჻

1383. იქმენ჻ რასმე჻ საკუირველსა჻ მტერსა჻ თუალთა჻ დაუბრმობენ჻ ქართა჻ აღსძვრენ჻ საშინელთა჻ ნავსა჻ ზღუა჻ ზღუა჻ დაამხობენ჻ ვითა჻ ჴმელსა჻ გაირბენენ჻ წყალსა჻ წმიდად჻ დააშრობენ჻ სწადდეს჻ დღესა჻ ბნელად჻ იქმან჻ სწადდეს჻ ბნელსა჻ ანათობენ჻

1384. ამისთუის჻ ქაჯად჻ უხმობენ჻ გარეშემონი჻ ყუელანი჻ თვარა჻ იგიცა჻ კაცნია჻ ჩვენებრვე჻ ჴორციელანი჻ ავთანდილ჻ მადლი჻ უბრძანა჻ ცეცხლნი჻ დამივსენ჻ ცხელანი჻ დიდად჻ მიამნეს჻ ამბავნი჻ სიტყუანი჻ აწინდელანი჻

1385. გულითა჻ ღმერთსა჻ ადიდებს჻ ავთანდილ჻ ცრემლთა჻ მდენელი჻ თქუა჻ ღ~თო჻ გმადლობ჻ რომელი჻ ხარ჻ ჭირთა჻ მომალხენელი჻ ყოფილი჻ მყოფი჻ უთქუმელი჻ ყურთაგან჻ მოუსმენელი჻ წყალობა჻ თქუენი჻ იჩქითად჻ არს჻ ჩუენი჻ გარ჻ მომფენელი჻

1386. მის჻ ამბისა჻ ცნობისათვის჻ ცრემლით჻ ღმერთსა჻ ადიდებდა჻ ფატმან჻ ეჭუდა჻ თავისათუის჻ ამად჻ ცეცხლსა჻ კულა჻ იდებდა჻ ყმა჻ ნამუსსა჻ ინახევდა჻ სიყუარულსა჻ იფერებდა჻ ფატმან჻ ყელსა჻ ეხუეოდა჻ პირსა჻ მზესა჻ აკოცებდა჻

1387. მას჻ ღამით჻ ფატმან჻ იამა჻ ავთანდილ჻ თანა჻ წოლითა჻ ყმა჻ უნდოგუარად჻ ეხუევის჻ ყელსა჻ ყელითა჻ ბროლითა჻ ჰკლავს჻ თინათინის჻ გონება჻ ძრწის჻ იდუმლითა჻ ძრწოლითა჻ გული჻ ხელქმნილი჻ გასჭრია჻ მჴეცთავე჻ თანა჻ რბოლითა჻

1388. მუნ჻ ცრემლნი჻ მისგან჻ ნადენნი჻ ქუათაცა჻ დასალბონია჻ გიშრისა჻ ტევრსა჻ აგუბებს჻ ვარდისა჻ ველსა჻ ფონია჻ ფატმან჻ მას჻ ზედა჻ იხარებს჻ მართ჻ ვითა჻ იადონია჻ თუ჻ ყუავი჻ ვარდთა჻ იშოვნის჻ თავი჻ ბულბული჻ ჰგონია჻

1389. გათენდა჻ ბანად჻ წავიდა჻ მზე჻ სოფელს჻ შუქნაკიდები჻ დიაცმან჻ უძღუნა჻ მრავალი჻ კაბა჻ ყაბაჩა჻ რიდები჻ მრავალი჻ ფერი჻ სულნელი჻ ტურფა჻ პერანგი჻ წმიდები჻ რაცა჻ გწადდესო჻ ჩაიცვი჻ მე჻ ნურას჻ ნუ჻ მერიდები჻

1390. ავთანდილ჻ თქუა჻ საქმე჻ ჩემი჻ გავაცხადო჻ ამა჻ დღესა჻ სამოსისა჻ ვაჭრულისა჻ ცმა჻ აქამდის჻ დაეწესა჻ მას჻ დღე჻ ყოვლი჻ საჭაბუკო჻ შეიმოსა჻ ტანსა჻ მჴნესა჻ მოიმატა჻ დაშუენება჻ დაემსგავსა჻ ლომი჻ მზესა჻

1391. ფატმანს჻ პური჻ შეეკაზმა჻ ავთანდილის჻ საწუეველად჻ ყმა჻ შევიდა჻ მოკაზმული჻ მხიარულად჻ არ჻ პირბნელად჻ ფატმან჻ ნახა჻ გაუკუირდა჻ ვაჭრულისა჻ უმოსელად჻ შემოსცინნა჻ აგრე჻ სჯობსო჻ შენთუის჻ ხელთა჻ სასურველად჻