... (W-17), XVII ს.

1373. პირსა იხოკს ღაწუთა სისხლი ჩასდიოდა მისსა მჭვრეტსა რაცა ვქენო არ უქმნია არცა შმაგსა არცა რეტსა წყალი სწრაფით რას დავასხი ცეცხლსა ძნელად დასაშრეტსა ჩქარად ეცეს ვერ გაუძლებს გული ლხინსა მეტის მეტსა

1374. მე მოვჰკალ ჩემი მოყვარე რა მმართებს გაწბილებულსა თავსა ვაბრალობ საქმესა არ დასმით გაგონებულსა ცრუ კაცი კარგად ვერა იქს საქმესა გაძნელებულსა თქმულა სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა

1375. უცნობო ქმნილი ტარიელ ძეს მსგავსად ნატუსალისად ავთანდილ ადგა გამოვლნა შამბნი საძებრად წყალისად მან ჰპოვა სისხლი ლომისა მოაქუს სავსებლად ალისად მკერდსა დაასხა გავეჴდა ლაჟვარდი ფერად ლალისად

1376. ავთანდილ მკერდსა დაასხა მას ლომსა სისხლი ლომისა ტარიელ შეჰკრთა შეიძრა რაზმი ინდოთა ტომისა თვალნი აახუნა მიეცა ძალი ზე წამოჯდომისა ლურჯათ ჩანს შუქი მთვარისა მზისგან შუქ ნაკრთომისა

1377. ზამთარი ვარდთა დააჭკნობს ფურცელნი ჩამოსცვივიან ზაფხულის მზისა სიახლე დასწუავს გვალვასა ჩივიან მაგრამ მას ზედან ბულბულნი ტურფასა ჴმასა ჰყივიან სიცხე სწუავს ყინვა დააზრობს წყლულნი ორჯელვე სტკივიან

1378. აგრევე გული კაცისა მოსაგუარებლად ძნელია ჭირსა და ლხინსა ორსავე ზედა მართ ვითა ხელია მიწყივ წყლულდების საწუთრო მისი აროდეს მრთელია იგი მიენდოს სოფელსა ვინცა თავისი მტერია

1379. ტარიელ ნახა ნაწერი უსტარი მკვლელისა მისისა იკითხავს თუცა აშეთებს კითხვა წიგნისა მისისა დაუყვის ცრემლმან სინათლე ბნელად ჩანს შუქი დღისისა ავთანდილ ადგა დაუწყო თხრობა ს და ვება ჩრდილისა

1380. ეტყუის თუ ნაქმრად არ ვარგა კაცისა გასწავლილისად აწ რადღა გვმართებს ტირილი ჴამს დავსხდეთ ქნად ღიმილისა ადეგ წავიდეთ საძებრად მის მზისა წახდომილისა ადრე მიგიყვან მიყუანა არს შენგან მონდომილისა

1381. ვითა გუმართებს გახარება პირველ აგრე გავიხარნეთ მერმე შევსხდეთ გავემართნეთ ქაჯეთისკენ თავნი ვარნეთ ჴრმალნი ჩვენნი ვიწინამძღვრნეთ მათნი ზურგით დავიყარნეთ უჭირველნი შემოვიქცეთ იგი მძორთა დავადარნეთ

1382. მერმე ტარიელ ამბავსა ჰკითხავს აღარა ბნდებოდა შეხედნის თვალნი ამართის შავ თეთრი ელვა ჰკრთებოდა მართ ვითა ლალსა მზისაგან მას ფერი ეზარდებოდა ვინ ღირსა თუმცა წყალობით ცა მიწყივ მობრუნდებოდა

1383. ავთანდილს მადლი უბრძანა ქნა უყო საუბარისა მე შენი ქება ვითა ვთქუა ბრძენთაგან საქებარისა ვითა ზე მთისა წყარომან მომრწყე ყვავილი ბარისა დამწყუიტე დენა ცრემლისა ნარგისთა ნაგუბარისა

1384. მე ვერა გიყო ნაცვალსა ღმერთი გარდგიხდის ციერი ზეგარდმო მისით შემოგზღოს მუქაფა ჩემმაგიერი [..............] შინა წავიდეს მათ ლხინი ჰქონდა ძლიერი [..........................]სოფელმან ასმათ ადრითგან მშიერი

1385. ქვაბისა კარსა ასმათი მარტო ზის არ ბარგოსანი შეხედა ნახა ტარიელ თანა ყმა ჭარმაგოსანი ორნივე ტურფად იმღერდეს ვით იადონი მგოსანი მაშინვე იცნა ავარდა მოშლილი პერანგოსანი

1386. აქამდის მიწყივ ენახა ქვაბს მისლვა მოტირალისა აწ გაუკვირდა დანახვა სიცილით მომღერალისა ზარაღებული ავარდა ცნობა უც ვითა მთვრალისა არ იცის სმენა ამბვისა ჯერთ მისგან სასურვალისა

1387. მათ რა ნახეს შემოჰყივლეს სიცილით და კბილთა ჩენით ჰე ასმათო მოგვივიდა მოწყალება ღმრთისა ზენით ვჰპოვეთ მთვარე დაკარგული რაცა გწადდა იგი ვქენით აწ გავჴედით ბედისაგან ცეცხლთა შრეტით ჭირთა ლხენით

1388. ავთანდილ ცხენსა გარდაჴდა ასმათის მოსახვეველად მან მიჰყო ჴელი ალვასა შტო მოჰყვა მოსარხეველად ჴელსა და პირსა აკოცებს არის ცრემლისა მფრქვეველად რა სცანო რა ჰქენ მიამბე ვტირ შენი მოაჯე ველად

1389. ავთანდილ ასმათს უსტარი მისცა მისისა ზრდილისა ალვისა შტო დამჭკნარისა მთვარისა ფერ მიჴდილისა უთხრა თუ ნახე ნაწერი მის პატიჟ გარდაჴდილისა მზე მოგვეახლა მოგვეცა ჩვენ მოშორვება ჩრდილისა

1390. ასმათ რა ნახა უსტარი ცნა მისი დანაწერობა გაჰკუირდა ზარმან აიღო ათრთოლებს ვითა ხელობა ტერფით თხემამდის გაუჴდა მას მეტი საკუირველობა იტყუის რა ვნახე რა მესმის არსცა ამისი მრთელობა

1391. ავთანდილ უთხრა ნუ გეშის ეგე ამბავი მრთელია ლხინი მოგვეცა მოგვშორდა ყოველი ჭირი ძნელია მზე მოგვეახლა უკუნი ჩუენთვის აღარა ბნელია ბოროტსა სძლია კეთილმან არსება მისი გრძელია

1392. ინდოთ მეფე მხიარული ასმათს რასმე უბრძანებდა ერთმანერთსა ეხვეოდეს სიხარული ატირებდა ვარდსა ზედა ყორნის ბოლო ნამსა თხელსა აპკურებდა კაცსა ღ~თი არ გასწირავს თუმცა კაცი შეიგებდა