... (H-461), XVIII ს.

1373. ციხეს჻ ვზი჻ ეგზომ჻ მაღალსა჻ თვალნი჻ ძლივ჻ ჩამოსწვდებიან჻ გზა჻ გუირაბითა჻ შემოვა჻ მცველნი჻ მუნ჻ ზედა჻ დგებიან჻ დღისით჻ და჻ ღამით჻ მოყმენი჻ ნობათსა჻ არ჻ დასცდებიან჻ მათთა჻ შემბმელთა჻ დაჰჴოცენ჻ მართ჻ ცეცხლად჻ მოედებიან჻

1374. ნუთუ჻ ესენი჻ გეგონნეს჻ სხვათა჻ მებრძოლთა჻ წესითა჻ ნუცა჻ მე჻ მამკლავ჻ ჭირითა჻ ამისგან჻ უარესითა჻ შენ჻ მკვდარსა჻ გნახავ჻ დავიწვი჻ ვითა჻ აბედი჻ კვესითა჻ მოგშორდი჻ დამთმე჻ გულითა჻ კლდისაცა჻ უმაგრესითა჻

1375. შენ჻ საყვარელო჻ ნუ჻ სჭმუნავ჻ ჭმუნვითა჻ ამისთანითა჻ ჩემი჻ სთქვა჻ სხვასა჻ მიხუდების჻ იგი჻ ალვისა჻ ტანითა჻ არმად჻ სიცოცხლე჻ უშენოდ჻ ვარ჻ აქამდისცა჻ ნანითა჻ ან჻ თავსა჻ კლდეთა჻ ჩავიქცევ჻ ანუ჻ მოვიკლავ჻ დანითა჻

1376. შენმან჻ მზემან჻ უშენოსა჻ არვის჻ მართებს჻ თავი჻ შენი შენმან჻ მზემან჻ ვერვის჻ მიხუდეს჻ მოცავიდენ჻ სამნი჻ მზენი჻ აქა჻ თავსა჻ გარდავიქცევ჻ ახლოს჻ მახლვან჻ დიდნი჻ კლდენი჻ სული჻ ჩემი჻ შეივედრე჻ ზეცით჻ მამჴუდენ჻ ნუთუ჻ ფრთენი჻

1377. ღ~თსა჻ შემვედრე჻ ნუთუ჻ კვლავ჻ დამხსნა჻ სოფლისა჻ შრომასა჻ ცეცხლსა჻ წყალსა჻ და჻ მიწასა჻ აერთა჻ თანა჻ ძრომასა჻ მამცნეს჻ ფრთენი჻ და჻ ავფრინდე჻ მივხუდე჻ მას჻ ჩემსა჻ ნდომასა჻ დღისით჻ და჻ ღამით჻ ვხედვიდე჻ მზისა჻ ელვათა჻ კრთომასა჻

1378. მზე჻ უშენოდ჻ ვერ჻ იქნების჻ რადგან჻ შენ჻ ხარ჻ მისი჻ წილი჻ გაღა჻ ნამცა჻ მას჻ იახელ჻ მისი჻ ეტლი჻ არ჻ თუ჻ წბილი჻ მუნა჻ გნახო჻ მანდვე჻ გსახო჻ განმინათლო჻ გული჻ ჩრდილი჻ თუ჻ სიცოცხლე჻ მწარე჻ მქონდა჻ სიკვდილიმცა჻ მქონდა჻ ტკბილი჻

1379. მე჻ სიკვდილი჻ აღარა჻ მჩანს჻ შემოგვედრებ჻ რადგან჻ სულსა჻ მაგრა჻ შენი჻ სიყვარული჻ ჩავიტანე჻ ჩამრჩა჻ გულსა჻ მამეგონოს჻ მოშორვება჻ მემატების჻ წყლული჻ წყლულსა჻ ნუცა჻ მტირ჻ და჻ ნუცა჻ მიგლოვ჻ ჩემო჻ ჩემსა჻ სიყვარულსა჻

1380. წადი჻ ინდოეთს჻ მიმართე჻ არგე჻ რა჻ ჩემსა჻ მშობელსა჻ მტერისაგან჻ შეიწრებულსა჻ ყოვლგნით჻ ჴელ჻ აუპყრობელსა჻ გულსა჻ ალხინე჻ ჩემისა჻ მოშორვებისა჻ მთმობელსა჻ მამიგონებდი჻ მტირალსა჻ შენთვის჻ ცრემლ჻ შეუშრობელსა჻

1381. რაცა჻ ვიჩივლე჻ ბედისა჻ ჩემისა჻ კმარს჻ საჩივარად჻ სცან჻ სამართალი჻ მართალი჻ გულისა჻ გულსა჻ მივა჻ რად჻ შენთვის჻ მოვკვდები჻ გავხდები჻ ყორანთა჻ დასახივარად჻ ვირემ჻ ცოცხალ჻ ვარ჻ გეყოფი჻ სატირლად჻ და჻ სატკივარად჻

1382. აჰა჻ ინიშნე჻ ნიშანი჻ შენი჻ გულისა჻ რიდისა჻ გარდმიკვეთია჻ ალამი჻ ჩემო჻ ერთისა჻ კიდისა჻ ესეღა჻ დაგრჩეს჻ სანაცულოდ჻ მის჻ იმედისა჻ დიდისა჻ რისხვით჻ მობრუნდა჻ ბორბალი჻ ჩვენ჻ ზედა჻ ცისა჻ შვიდისა჻

1383. ესე჻ წიგნი჻ საყვარელსა჻ მისსა჻ თანა჻ მინაწერი჻ რა჻ დაწერა჻ გარდაჰკვეთა჻ მათ჻ რიდეთა჻ ერთი჻ წვერი჻ თავმოჴდილსა჻ დაუშვენდა჻ სისხო჻ თმათა჻ სიგრძე჻ წვერი჻ ალვისაგან჻ სული჻ მოქრის჻ ყორნის჻ ფრთათათ჻ მონაბერი჻

1384. ესე჻ სიტყვა჻ მართალია჻ არ჻ ჭრელად჻ და჻ არხვასრულად჻ ნესტან჻ დარეჯ჻ ქალსა჻ ჰქვიან჻ ქართულადცა჻ კულა჻ სპარსულად჻ თავშიშველი჻ ყაყაჩოსა჻ ჰგავს჻ თუ჻ იყოს჻ ვარდი჻ სრულად჻ ტარიელის჻ გონებითა჻ ალვა჻ მჭკნარად჻ დანასრულად჻

1385. იგი჻ მონა჻ წამოვიდა჻ გულანშაროს჻ მიმავალი჻ წამერთ჻ მიჰჴდა჻ ფატმანისსა჻ დღე჻ იარა჻ არმრავალი჻ რა჻ ავთანდილს჻ გაუსრულდა჻ საქმე჻ მისი჻ საწადელი჻ ჴელ჻ აპყრობით჻ ღმერთსა჻ ჰმადლობს჻ ცნობა჻ წყნარი჻ არა჻ მთრვალი჻

1386. ფატმანს჻ უთხრა჻ გამისრულდა჻ ჟამად჻ საქმე჻ საწადელი჻ დიდი჻ შენი჻ ჭირთნახული჻ ჩემგან჻ არის჻ გარდუჴდელი჻ წავალ჻ დგომად჻ აღარა჻ მცალს჻ დრო჻ მოსრულა჻ შარშანდელი჻ ფიცხლა჻ ქაჯეთს჻ მოვიყვანო჻ მათი჻ მომსპობ჻ ამწყვედელი჻

1387. ხათუნმან჻ უთხრა჻ ჰე჻ ლომო჻ ცეცხლი჻ აწ჻ უფრო჻ ცხელდების჻ მოეშორვების჻ ნათელსა჻ გული჻ ამისთვის჻ ბნელდების჻ ისწრაფე჻ ჩემი჻ ნუ჻ გაგვა჻ ხელი჻ ეგრეცა჻ ხელდების჻ თუ჻ ქაჯნი჻ მოგესწრებიან჻ მუნ჻ მისლუა჻ გაგიძნელდების჻

1388. კვლავ჻ ფატმან჻ იტყვის჻ რაც჻ გწადდეს჻ ჩემზედა჻ ნუ჻ გაქვს჻ რიდია჻ ეს჻ თავი჻ ჩემი჻ ფერჴისა჻ თქვენის჻ გხადა჻ ჴიდია჻ ოქრო჻ და჻ ლალი჻ აიღე჻ ორივ჻ სალაროს჻ მკიდია჻ ესეცა჻ ბრძანე჻ ლაშქარი჻ გვინდა჻ თუ჻ დიდია჻

1389. ყმამან჻ ფრიდონის჻ მონანი჻ უჴმნა჻ მასთანა჻ ხლებულნი჻ უბრძანა჻ მკუდარნი჻ აქამდის჻ ახლა჻ ვართ჻ დაცოცხლებულნი჻ რაცა჻ გვინდოდა჻ მისითა჻ სმენითა჻ გაახლებულნი჻ ჩვენთა჻ მტერთანი჻ გიჩვენნე჻ წყლულნი჻ მით჻ ვაგლახებულნი჻

1390. მიდით჻ და჻ ფრიდონს჻ უამბეთ჻ ამბავი჻ არ჻ ნაცქაფავი჻ მე჻ ვერა჻ ვნახავ჻ მან჻ იცის჻ გზა჻ ჩემი჻ არს჻ ნასწრაფავი჻ მან჻ გააჴაფოს჻ ჴმა჻ ჴაფი჻ კვლავ჻ უფრო჻ გასაფაჴავი჻ თქვენ჻ მოგცე჻ ლარი჻ ყველაი჻ მე჻ ჩემი჻ ნაალაფავი჻

1391. ჩემსა჻ ზედა჻ დიდი჻ არის჻ ვალი჻ თქვენგან჻ დანადები჻ მადლსა჻ სხვაებრ჻ გარდავიხდი჻ ოდეს჻ ფრიდონს჻ შევეყრები჻ აწ჻ წაიღეთ჻ ყველაკაი჻ მეკობრეთა჻ წანაღები჻ ამის჻ მეტსა჻ ვერას჻ მოგცემ჻ ვიცი჻ ამად჻ გეძუნწები჻

1392. სახლი჻ არ჻ მაქუს჻ არ჻ ძალ჻ მიც჻ გაცემა჻ საბოძვარისა჻ მისცა჻ მართ჻ სავსე჻ ხომალდი჻ რიცხვი჻ ტურფათა჻ ლარისა჻ უბრძანა჻ წადით჻ წაიღეთ჻ გზა჻ წავლეთ჻ მმუნვე჻ არისა჻ ფრიდონს჻ მიართვით჻ უსტარი჻ ჩემგან჻ ძმად჻ ნაფიცარისა჻