... (H-599), 1646 წ.

1365. წიგნი: და: კიდე: რიდისა: იცნა: და: გაცაშალა: მან: პირსა: დაიდვა: დაეცა: ვარდმან: ფერითა: მკრთალამან: სულნი: გაიქცა: მოდრიკა: თავი: გიშრისა: ტალამან: მისნი: ვერ: გასძლნეს: პატიჟნი: ვერ: ყაენ: ვერცა: სალამან:

1366. ავთანდილ: უჭვრეტს: ტარიელს: უსულოდ: ქვემდებარესა: შეფრინდა: შველად: მიმართა: მას: ტკბილად: მოუბარესა: ვერად: ვერ: არგო: დამწვარსა: სრულად: ცეცხლნადებარესა: მისთა: ნიშანთა: სიცოცხლე: მართ: მისი: მიებარესა:

1367. ავთანდილ: დაჯდა: ტირილად: ტირს: ხმითა: შვენიერითა: ყორანსა: გაგლეჯს: ხშირხშირად: აფრთხობს: ბროლისა: ჭერია: გახეთქა: ლალი: გათლილი: ანდამატისა: კვერითა: მუნით: წყარონი: გამოხდეს: ძოწსა: ვამგზავსე: ფერია:

1368. პირსა: იხოკს: ღაწვთა: სისხლი: ჩასდიოდა: მისსა: მჭვრეტსა: რაცა: ვქენო: არ: უქმნია: არცა: შმაგსა: არცა: რეტსა: წყალი: სწრაფით: რას: დავასხი: ცეცხლსა: ძნელად: დასაშრეტსა: ჩქარად: ეცეს: ვერ: გაუძლებს: გული: ლხინსა: მეტისმეტსა:

1369. მე: მოვკალ: ჩემი: მოყვარე: რა: მმართებს: გაწბილებულსა: თავსა: ვაბრალობ: საქმესა: არ: დასმით: გაგონებულსა: ცრუ: კაცი: კარგად: ვერა: იქს: საქმესა: გაძნელებულსა: თქმულა: სიწყნარე: გმობილი: სჯობს: სიჩქარესა: ქებულსა:

1370. უცნობო: ქმნილი: ტარიელ: ძეს: მგზავსად: ნატუსალისად: ავთანდილ: ადგა: გამოვლნა: შამბნი: საძებრად: წყალისად: მან: პოვა: სისხლი: ლომისა: მოაქვს: სავსებლად: ალისად: მკერდსა: დაასხა: გავეხდა: ლაჟვარდი: ფერად: ლალისად:

1371. ავთანდილ: მკერდსა: დაასხა: მას: ლომსა: სისხლი: ლომისა: ტარიელ: შეკრთა: შეიძრა: რაზმი: ინდოთა: ტომისა: თვალნი: აახუნა: მიეცა: ძალი: ზე: წამოჯდომისა: ლურჯათ: ჩანს: შუქი: მთვარისა: მზისგან: შუქნაკრთომისა:

1372. ზამთარი: ვარდთა: გაახმობს: ფურცელნი: ჩამოსცვივიან: ზაფხულის: მზისა: სიახლე: დასწვავს: გვალვასა: ჩივიან: მაგრა: მას: ზედა: ბულბულნი: ტურფასა: ხმასა: ყივიან: სიცხე: სწვავს: ყინვა: დააზრობს: წყლულნი: ორჯელვე: სტკივიან:

1373. აგრევე: გული: კაცისა: მოსაგვარებლად: ძნელია: ჭირსა: და: ლხინსა: ორსავე: ზედა: მართ: ვითა: ხელია: მიწყივ: წყლულდების: საწუთრო: მაგრა: აროდეს: მრთელია: იგი: მიენდოს: სოფელსა: ვინცა: თავისი: მტერია:

1374. ტარიელ: ნახა: ნაწერი: კვლაცა: მკვლელისა: მისისა: იკითხავს: თუცა: აშეთებს: კითხვა: წიგნისა: მისისა: დაუყვის: ცრემლმან: სინათლე: ბნელად: ჩანს: შუქი: დღისისა: ავთანდილ: ადგა: დაუწყო: თხრობა: სიტყვისა: მქისისა:

1375. იტყვის: თუ: ნაქმრად: არ: ვარგა: კაცისა: გასწავლილისად: აწ: რადღა: გვმართებს: ტირილი: ხამს: დავსხდეთ: ქნად: ღიმილისა: ადეგ: წავიდეთ: საძებრად: მის: მზისა: წახდომილისა: ადრე: მიგიყვან: მიყვანა: არს: შენგან: მონდომილისა:

1376. ვითა: გვმართებს: გახარება: პირველ: აგრე: გავიხარნეთ: მერმე: შევსხდეთ: გავემართნეთ: ქვაბისაკენ: თავნი: ვარნეთ: ხრმალნი: ჩვენნი: ვიწინამძღვრნეთ: მათნი: ზურგით: დავიყარნეთ: უჭირველნი: შემოვიქცეთ: იგი: მძორთა: დავადარნეთ:

1377. მერმე: ტარიელ: ამბავსა: ჰკითხავს: აღარა: ბნდებოდა: შეხედნის: თვალნი: ამართნის: შავთეთრი: ელვა: ჰკრთებოდა: მართ: ვითა: ლალსა: მზისაგან: მას: ფერი: ეზარდებოდა: ვინ: ღირსა: მიწყივ: წყალობით: ცა: მიწყივ: მობრუნდებოდა:

1378. ავთანდილს: მადლი: უბრძანა: ქნა: უყო: საუბარისა: მე: შენი: ქება: ვითა: ვთქვა: ბრძენთაგან: საქებარისა: ვითა: ზემთისა: წყარომან: მომრწყე: ყვავილი: ბარისა: დამწყვიტე: დენა: ცრემლისა: ნარგისთა: ნაგუბარისა:

1379. მე: ვერა: გიყო: ნაცვალსა: ღმერთი: გარდგიხდის: ციერი: ზეგარდმო: მისით: შემოგზღოს: მუქაფა: ჩემმაგიერი: შესხდეს: და: შინა: წავიდეს: მათ: ლხინი: ჰქონდა: ძლიერი: აწ: გავეაძღო: სოფელმან: ასმათ: ადრითგან: მშიერი:

1380. ქვაბისა: კარსა: ასმათი: მარტო: დგას: არბარგოსანი: შეხედნა: იცნა: ტარიელ: თანა: ყმა: ჭარმაგოსანი: ორნივე: ტურფად: იმღერდეს: ვით: იადონი: მგოსანი: მაშინვე: იცნა: ავარდა: მოშლილი: პერანგოსანი:

1381. მათ: რა: ნახეს: შემოჰყივლეს: სიცილით: და: კბილთა: ჩენით: ჰე: ასმათო: მოგვივიდა: მოწყალება: ღმრთისა: ზენით: ვჰპოეთ: მთვარე: დაკარგული: რაცა: გწადდა: იგი: ვქენით: აწ: გავხედით: ბედისაგან: ცეცხლთა: შრეტით: ჭირთა: ლხენით:

1382. ავთანდილ: ცხენსა: გარდახდა: ასმათის: მოსახვეველად: მან: მიჰყო: ხელი: ალვასა: შტო: მოჰყვა: მოსარხეველად: ყელსა: და: პირსა: აკოცებს: არის: ცრემლისა: მფრქვეველად: რა: სცანო: რა: ჰქენ: მიამბე: ვტირ: შენი: მოაჯე: ველად:

1383. ავთანდილ: ასმათს: უსტარი: მისცა: მისისა: ზრდილისა: ალვისა: შტოდამჭკნარისა: მთვარისა: ფერმიხდილისა: უთხრა: თუ: ნახე: ნაწერი: მის: პატიჟ: გარდახდილისა: მზე: მოგვეახლა: მოგვეცა: ჩვენ: მოშორვება: ჩრდილისა:

1384. ასმათ: რა: ნახა: უსტარი: ცნა: მისი: დანაწერობა: გაჰკვირდა: ზარმან: აიღო: ათრთოლებს: ვითა: ხელობა: ტერფით: თხემამდის: გაუხდა: მას: მეტი: საკვირველობა: იტყვის: რა: ვნახე: რა: მესმის: არსცა: ამისი: მრთელობა: