... (S-4499), XVII ს.

1459. მუნ: იდვის: გორი: ლარისა: სტავრისა: და: ატლასისა: ტარიელს: უძღუნა: გვირგვინი: ვერ: დანადები: ფასისა: იაგუნდისა: მრთელისა: ყუითლისა: მეტად: ხასისა: კულა: ერთი: ტახტი: ოქროსი: წითლისა: მაღრიბულისა:

1460. ნესტანდარეჯანს: ყაბაჩა: უძღუნა: შემკული: თვალითა: იაგუნდითა: წითლითა: ბადახშანურის: ლალითა: დასხდეს: ორნივე: ქალ: ყმანი: პირითა: ელვა: მკრთალითა: მათნი: მჭურეტელნი: დაიწუნეს: ცეცხლითა: მართ: ახალითა:

1461. ავთანდილს: და: ფრიდონს: უძღუნა: უსაზომო: დიდი: ძღვენი: ძვირფასისა: უნაგირი: უკეთესი: თვითო: ცხენი: თვითო: კაბა: თვალიანი: უცხო: ფერთა: შუქთა: მფენი: მოახსენეს: მადლი: რა: ვთქვათ: სვიანმცაა: დავლა: თქუენი:

1462. ტარიელ: მადლსა: გარდიჴდის: ტურფად: სიტყვითა: ენითა: დიდი: ვიამე: მეფეო: პირველ: ნახვითა: თქუენითა: მერმე: აგრევე: მრავლითა: უცხოთა: რათმე: ძღვენითა: ვიცი: შორიშორ: არჩავლა: ჩუენ: თქუენი: კარგად: ვქენითა:

1463. ზღვათა: მეფე: მოახსენებს: ჴელმწიფეო: ლომო: ქუელო: მოახლეთა: სიცოცხლეო: ვერ: მჭურეტელთა: შორით: მკლუელო: მგზავსი: თქუენი: რამცა: მეძღუნა: შვენიერო: სანახველო: რა: მოგშორდე: რა: ვიქნები: საჭურეტელად: სასურველო:

1464. ტარელ: ფატმანს: უბრძანა: მე: თავი: შენი: მიდია: დავ: გული: შენი: ჩემზედა: გარდაუჴდელი: დიდია: აწ: რაცა: ქაჯთა: საჭურჭლე: ქაჯეთით: ამიკიდია: მამიცემია: წაიღე: არ: კიდე: მომიყიდია:

1465. ფატმან: ხათუნ: თაყვანისსცა: ჰკადრებს: მადლსა: მეტის: მეტსა: მე: მეფეო: შენი: ნახვა: მიდებს: ცეცხლსა: დაუშრეტსა: რა: მოგშორდე: რა: ვიქნები: მე: დამაგდებ: ვითა: რეტსა: ახ: ნეტარძი: მოახლეთა: ვაგლახ: თქუენსა: ვერა: მჭურეტსა:

1466. ზღვათა: მეფესა: ეტყოდეს: ორნივე: შუქთა: მაფენი: კბილნი: ბროლნი: და: ბაგენი: სადაფთა: მოსადაფენი: უთქუენოდ: მყოფსა: არ: გვინდან: ნიშანნი: საჩანგდაფენი: მაგრამ: გაგვიშვი: ჟამია: წავიდეთ: მართ: მოსწრაფენი:

1467. შენ: იყავ: ჩვენი: მოყუარე: და: მამად: საესავიო: მაგრამ: ამასცა: ვიაჯით: გვიბოძოთ: ერთი: ნავიო: მეფემან: ბრძანა: არა: მშურს: სამიწოდ: თქუენად: თავიო: რადგან: ისწრაფი: რა: გკადრო: წა: გიწინამძღურდეს: მკლავიო:

1468. მეფემან: ნავი: ხომალდი: მოჰკაზმა: ზღვისა: კიდესა: გამოემართა: ტარიელ: გამყრელნი: ცრემლსა: ღვრიდესა: თავსა: იცემდეს: იგლეჯდეს: თმა: წვერსა: გაიყრიდესა: ფატმანის: ცრემლთა: შედენით: თვით: ზღუაცა: გაადიდესა:

1469. ფატმან: ავთანდილს: თვალითა: ტკბილითა: შემხედველია: ავთანდილ: უთხრა: მუხთალი: სოფელი: ეგრე: მქნელია: აღარ: ვისად: მცალს: უმისოდ: გული: ვისთვისმცა: მწველია: ბრძენთაგან: თქმულა: მოყვარე: არ: გაიწირვის: ძველია:

1470. კულა: ფატმან: ჰკადრა: სამთავე: სიტყვები: დასათხეველი: ავთანდილისგან: გამოვა: ქნად: საქმე: კარგი: ყოველი: ნუ: მოიშორვებთ: გიყუარდეს: გაფიცო: ღ~თი: ყოველი: რადგან: გმსახურეთ: ვექენით: ცოდვად: აღარას: მოველი:

1471. ტარიელ: ბრძანა: ჰე: ფატმან: ჩვენთვის: ხარ: კარგის: გულითა: შენ: გაგვინათლე: სინათლე: ვსხედით: შუქ: დაკარგულითა: ხარ: ნიადაგმცა: საქმითა: ყოველთა: საკარგულითა: ვართ: ჩვენის: გულით: შენითა: გულნათლად: დანერგულითა:

აქა სამთაგან ფრიდონისას მისულა:

1472. გამოვლნეს: ზღუანი: სამთავე: ერთგან: ძმად: შენაფიცართა: კულავ: ამტკიცებდეს: სიტყუათა: მათ: პირველ: დანამტკიცართა: ჰშუენის: მღერა: და: სიცილი: მათ: მისთა: არ: უვიცართა: ბაგეთათ: შუქი: შეადგის: ზედან: ბროლისა: ფიცართა:

1473. მუნით: კაცი: ასმათს: თანა: მათ: გაგზავნეს: მახარობლად: კულავ: ფრიდონის: თავადთანა: ნაომართა: მათთა: მთხრობლად: მანდა: მოვა: მოიმაღლებს: მზე: მნათობთა: მამაგრობლად: ჩვენ: დამზრალნი: აქანამდის: აწ: გავხედით: დაუზრობლად:

1474. იგი: მზე: შესვეს: კუბოსა: იარეს: გზა: ზღვის: პირისა: მიყმაწვილობდეს: უხარის: მათ: გარდაჴდომა: ჭირისა: მივიდეს: სადა: ქუეყანა: იყო: ნურადინ: გმირისა: მოეგებნიან: ისმოდის: ჴმა: სიმღერისა: ჴშირისა:

1475. მუნ: მიეგებნეს: ყოველი: ფრიდონის: დიდებულები: ასმათი: სავსე: ლხინითა: ვის: აღარ: აჩნდა: წყლულები: ნესტან: დარეჯანს: მოიჭდო: რომე: ვერ: გაჰყრის: ცულები: აწ: გაუსრულა: ყოველი: მან: მისი: ნაერთგულები:

1476. ნესტან: დარეჯან: ეხვევის: პირსა: აკოცებს: პირითა: უბრძანა: ჩემო: ვაგლახ: მე: შენცა: აგავსე: ჭირითა: აწ: ღმერთმან: მოგუცა: წყალობა: ვცან: მისი: არსიძვირით: ა: მე: გულსა: შენსა: ეზომსა: არ: ვიცი: გარდვიჴდი: რითა:

1477. ასმათ: ჰკადრა: მადლი: ღმერთსა: ვარდნი: ვნახენ: არ: დაზრულნი: ბოლოდ: ასრე: გააცხადნა: გონებამან: დაფარულნი: სიკუდილიცა: სიცოცხლედ: მჩანს: ოდეს: გნახენ: მხიარულნი: სჯობან: ყოვლთა: მოყუარულთა: პატრონ: ყმანი: მოყუარულნი: