... (S-4499), XVII ს.

1575. ქალსა: შესწბა: გაუკვირდა: ავთანდილის: გვერცა: ჯდომა: ფერი: ჰკრთა: და: გაუფიცხა: შე: და: გამო: გულმან: კრთომა: მეფე: ეტყუის: შვილო: ჩემგან: გაქუს: სირცხვილი: თუ: რა: ზომა: ბრძენთა: უთქუამს: სიყუარული: ბოლოდ: მისი: არ: წაჴდომა:

1576. აწ: შვილო: ღმერთმან: თქუენ: მოგცეს: ათას: წელ: დღეთა: გრძელობა: სვე: სვიანობა: დიდობა: კულავ: ჭირთა: გარდუხდელობა: ცამცა: ნუ: შეგცულის: მოგხუდების: თვით: მისებრ: შეუცვლელობა: მე: მესწრას: თქუენგან: სამარე: მიწათა: შემოყრილობა:

1577. მართ: მეფემან: სპათა: ბრძანა: ავთანდილის: თაყუანება: ესეაო: მეფე: თქუენი: ასრე: იქმნა: ღმრთისა: ნება: დღეს: ამას: აქუს: ტახტი: ჩემი: მე: სიბერე: ვითა: სნება: ჩემად: სწორად: მსახურებდით: დაიჭირეთ: ჩემი: მცნება:

1578. ლაშქარნი: და: დიდებულნი: დადრკეს: მდაბლად: ეთაყუანნეს: მოახსენეს: მიწად: ვექმნნეთ: ვინცა: მიწად: მიგვიტანნეს: მორჩილ: ქმნილნი: დაგვამდიდნეს: ურჩნი: მკუდართა: დაგვაგვანნეს: მტერნი: ჩვენნი: შეცაზრწუნდეს: გული: ჩვენი: აგულოვნდეს:

1579. ტარიელცა: უთხრა: ქებით: იმედისა: გათავება: ქალსა: უთხრა: შემიყრიხართ: აღარა: გწვავს: ცეცხლთა: დება: ქმარი: შენი: ძმაა: ჩემი: აგრევე: მწადს: თქუენი: დება: ორგულთა: და: შემცილეთა: შენთა: მე: ვქნა: გაფლიდება:

აქა ქორწილი ავთანდილისა ტარიელის მუნვე ყოფასა შინა:

1580. მას: დღე: ავთანდილ: ჴელმწიფედ: ზის: და: ჴელმწიფე: ზენია: მას: გვერდით: მჯდომსა: ტარიელს: შვენიან: სინაზენია: ნესტანჯარ: უზის: თინათინს: ვინ: მჭურეტთა: ამაზრზენია: ჰგავს: თუ: ცა: მოდრკა: ქუეყანად: შეყრილან: ოთხნივ: მზენია:

1581. დაიწყეს: მორთმა: პურისა: ლაშქართა: მის: მესავსისა: ზროხა: და: ცხუარი: დაკლული: არს: უმრავლესი: მხავსისა: შეიქნა: ძღვნობა: ძღვენისა: მათისა: შესამგზავსისა: მათ: ყოვლთა: შუქი: ანათობს: პირისა: მზისა: გავსისა:

1582. იაგუნდისა: ჯამები: იყუის: ლალისა: ჭიქები: კულავ: უცხო: ფერთა: ჭურჭელთა: სხდის: უცხო: უცხო: სიქები: მის: ქორწილისა: მაქები: კაცი: ბრძენთაგან: იქები: მჭურეტელო: გულსა: ეტყოდი: ნუ: აიხსნები: იქ: ები:

1583. მუტრიბნი: მოდგეს: ყოველგნით: ისმოდა: ჴმა: წინწილისა: შეყრით: ძეს: გორი: ოქროსა: ლალ: მარგალიტი: სხვილისა: მსმელთათვის: წყარო: ღვინისა: ასგან: დის: მგზავსი: მილისა: ბინდით: ცისკრამდის: სმა: იყო: გარდაჴდა: ჟამი: დილისა:

1584. არა: დარჩა: უსაბოძვრო: არ: კოჭლი: და: არ: საპყარი: მოდიოდა: მარგალიტი: მოფანტული: მონაყარი: გაბედითდა: წასაღებლად: ატლასი: და: ოქრო: მყარი: სამ: დღე: იყო: ინდოთ: მეფე: ავთანდილის: ვით: მაყარი:

1585. ხუალისად: მეფე: არაბთა: კვლა: პურობს: არ: ღაფალია: ტარიელს: უთხრა: შენი: მზე: საჭურეტლად: სატურფალია: მეფე: ხარ: ყოვლთა: მეფეთა: და: ეგე: დედოფალია: ჴამს: ყურსა: გვეგდოს: საყურად: ჩვენ: თქუენი: ნატერფალია:

1586. აწ: მეფეო: არ: ეგების: ჩვენი: სხდომა: თქუენად: სწორად: საჴელმწიფო: საჯდომი: და: სხვა: დაუდგა: ტახტი: შორად: ქუემოდ: დასხნა: ავთანდილ: და: მისი: ცოლი: მათად: სწორად: პირველ: ძღვენი: ტარიასთვის: მოიღიან: იდვის: გორად:

1587. არაბთა: მეფე: მასპინძლობს: იქს: ოდენ: არიფობასა: ზოგჯერ: მათ: ახლავს: ზოგჯერ: მათ: არ: იჴმობს: ჴელმწიფობასა: გასცემს: და: უქებს: ყოველნი: უხუბა: იეფობასა: ფრიდონ: ზის: ახლოს: ავთანდილს: ჩვეული: თვით: მეფობასა:

ქორწილი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა:

1588. თინათინს: ქმრითურთ: პატივი: ჰქონდა: ინდოთა: ქალისა: სიყუარული: და: ჩუქება: ვით: სიძისა: და: სძალისა: რომე: სძღვნა: არა: ეგების: თქმა: არცა: ნაათალისა: თვითო: სკიპტრა: და: პორფირი: და: გვირგვინები: თვალისა:

1589. კულავ: უძღუნა: ძღვენი: ორთავე: მგზავსი: მათისა: ბედისა: ათასი: თვალი: ნაშობი: რომანულისა: დედისა: სხვა: მარგალიტი: ხუათასი: მართ: ვითა: კუერცხი: ბატისა: ცხრა: ასი: ცხენი: ტაიჭი: სიდიდით: მგზავსი: ქედისა:

1590. ფრიდონს: უძღუნა: ცხრა: ტაბაკი: მარგალიტი: თავშედგმული: ცხრა: ტაიჭი: ძუირფასისა: უნაგრითა: შეკაზმული: ინდოთ: მეფე: თაყუანისცემს: ლაღი: ბრძენი: არ: მახმული: მადლი: ჰკადრა: ფხიზელურად: თუცა: იყო: ღვინო: სმული:

1591. რას: ვაგრძელებდე: გარდაჴდეს: დღენი: ერთისა: თვისანი: თამაშობდიან: არ: იყუნეს: ყოლა: გაყრანი: სმისანი: ტარიელს: უძღუნა: უცხონი: თვალნი: ლალისა: ქუისანი: მათ: ყოვლთა: მათნი: ელვანი: ჰფარვენ: მართ: ვითა: მზისანი:

1592. ტარიელ: ჰგუანდის: ვარდსა: და: იყუის: ფიფქისა: მთოელად: ავთანდილ: როსტანს: წინაშე: გაგზავნა: დასათხოელად: შესთვალა: შენი: სიახლე: კმა: ჩემად: ლხინად: ყოელად: მტერთა: აქუს: ჩემი: სამეფო: ვიცი: მუნ: შიგან: მძოველად: