... (S-4499), XVII ს.

1403. გამოისუენეს: მას: ღამით: ფრიდონის: მასპინძლობითა: აბანოს: ბანნა: აავსნეს: შესამოსლისა: ძღუნობითა: დამოსეს: ტურფა: ტურფითა: ერთმანერთისა: მჯობითა: თვალ: მარგალიტი: ღარიბი: უძღუნა: ოქროსა: გობითა:

1404. უთხრა: თქუა: ესე: სიტყვაა: ავისა: მასპინძელისა: ჰგავს: მამწყენოდეს: სტუმრობა: თქუენ: ბრძნისა: ვითა: ხელისა: მაგრამ: აწ: ყოვნა: არ: ვარგა: წავლა: სჯობს: გზისა: გრძელისა: თუ: ქაჯნი: მოგვესწრებიან: საეჭვი: არის: სიძნელისა:

1405. კვლავ: ფრიდონ: ეტყვის: რაც: გწადდეთ: ჩემზედა: ნუგავთ: რიდია: ეს: თავი: ჩემი: თქვენისა: ფერჴისა: გზა: და: ჴიდია: ოქრო: და: ლალი: აიღეთ: ორნივ: სალაროს: მიდია: ესე: ბრძანეთ: თუ: ლაშქარი: ცოტა: გვინდა: თუ: დიდია:

1406. დიდთა: რას: ვაქნევთ: ლაშქართა: კარგნი: გვინდან: და: ცოტანი: სამასი: კაცი: გუეყოფის: წავიდეთ: მართ: მეოტანი: ჩვენ: ქაჯეთს: ქაჯთა: საომრად: დავაგნეთჴრმალთა: კოტანი: მას: ადრე: ვჰპოებთ: ვისიცა: მოგვკლავს: ალვისა: მოტანი:

1407. ქაჯეთს: ერთხელ: მეც: ყოფილვარ: ნახავთ: თქუენცა: გემაგრების: ყოვლგნით: კლდეა: გარეშემო: მტერი: ვერა: მოადგების: თუ: იდუმალ: არ: შეუვალთ: ცხადად: შებმა: არ: ეგების: მით: ლაშქარი: არად: გვინდა: რაზმი: მალვით: ვერ: მოგუყუების:

1408. იგინიცა: დაემოწმნეს: ამა: მისსა: ნაუბარსა: მუნ: დააგდეს: ქალი: ასმათ: ფრიდონ: მისცემს: საჩუქარსა: თვით: სამასსა: ცხენოსანსა: წაიტანდეს: გმირთა: დარსა: ბოლოდ: ღმერთი: გაუმარჯვებს: ყოვლსა: პირველ: შენაზარსა:

1409. ზღვა: გაიარეს: სამთავე: ერთგან: ძმად: შეფიცებულთა: ფრიდონ: გზა: იცის: იარეს: დღისით: და: ღამით: რებულთა: ფრიდონ: თქუა: ვხედავ: არეთა: ჩუენ: ქაჯეთს: მიახლებულთა: აქათგან: ღამით: ვლა: გვინდა: მით: არას: გამჟღავნებულთა:

1410. ამა: ფრიდონის: თათბირთა: სამნივე: ერთგან: ზმიდიან: რა: გაუთენდის: დადგიან: და: ღამით: ფიცხლავ: ვლიდიან: მივიდეს: აჩნდა: ქალაქი: მცველთა: ვერ: დასთუალვიდიან: გარე: კლდე: იყო: გუშაგთა: ჴმა: ჯარვით: გაადიდიან:

1411. ყოვლგნით: იმგრგული: შეუვალი: არსით: იყო: ყოლ: ნაპირი: სამთა: კართა: ცხრა: ათასი: ზედა: სცვიდა: მოყმე: გმირი: შუა: ციხე: ამართული: კლდე: კეკლუცი: არ: დუხჭირი: გვირაბითა: შესავალი: ახურეტილი: ვითა: სტვირი:

1412. გვირაბის: კარსა: ჭაბუკი: ათი: ათასი: მცველია: მათ: ლომთა: ნახეს: ქალაქი: მთვარე: დგას: მუნ: ნათელია: თქუეს: ვითათბიროთ: ვითა: ვქნათ: აწ: გამორჩევა: ძნელია: ასი: ათასსა: აჯობებს: თუ: გამორჩევით: მქმნელია:

აქა თათბირი ნურადინ ფრიდონისა:

1413. ფრიდონ: თქუა: ვიტყვი: სიტყვასა: ვეჭუ: ჩემი: არ: დამცდარია: ჩვენ: ცოტანი: ვართ: ქალაქი: დიდთაგან: საომარია: პირის: პირ: ომი: არ: ძალგვიც: არჟამი: საკუეხარია: ათას: წელ: ვერსით: შევუვალთ: თუ: ზედ: დაგვიხშან: კარია:

1414. ჩემსა: სიმცროსსა: გამზრდელნი: სამოშაითოდ: მზრდიდიან: მასწავლლეს: მათი: საქმენი: მახლტუნებდიან: მწურთიდიან: ასრე: გავიდა: საბელსა: რომ: თვალნი: ვერ: მომკიდიან: ვინცა: მნახევდის: ყმაწვილნი: იგიცა: ინატრიდიან:

1415. აწ: ვინცა: ვიცით: უკეთა: შეტყორცა: საგდებელისა: მან: ერთსა: ბურჯსა: გარდვაგდოთ: წვერი: საბლისა: გრძელისა: მაზედან: გასულა: ადვილად: მჩანს: ვითა: გარბენა: ველისა: თქუენ: ჭირად: გიყო: შიგანთა: პოვნა: კაცისა: მრთელისა:

1416. აბჯრითა: გავლა: არად: მჩანს: ჭირად: გატანა: ფარისა: შიგან: ჩავხტები: კისკასად: ვეცემი: მგზავსად: ქარისა: ლაშქართა: დავჴოც: გავახვამ: ნახოთ: გაღება: კარისა: თქუენცა: მუნ: მოდით: სადაცა: გესმას: ზრიალი: ზარისა:

თათბირი ავთანდილისა ქაჯეთის ციხის შეპარვით აღებისა:

1417. ავთანდილ: უთხრა: ჰე: ფრიდონ: მოყვასნი: ვერ: გიჩივიან: ლომთა: მკლავთაგან: იმედი: გაქუს: არა: წყლულნი: გტკივიან: სთათბირობ: ძნელთა: თათბირთა: მტერთა: ივაგლახივიან: მაგრა: თუ: გესმის: გუშაგნი: რა: ახლოახლო: ყივიან:

1418. რა: გახვიდოდე: გუშაგთა: ესმას: აბჯრისა: ჩხერება: გიგრძნობენ: თოკსა: მოჰკუეთენ: ამისი: ჴამს: დაჯერება: წაგიჴდეს: ცუდად: ყუელაი: დაგრჩეს: ცუდიღა: ფერება: ეგე: თათბირი: არ: ვარგა: სხვა: ვქნათ: თავის: ტერება:

1419. სჯობს: დადეგით: დამალულნი: თქუენ: ადგილსა: იდუმალსა: ისი: კაცნი: არ: იჭირვენ: მგზავრსა: ქალაქს: შემავალსა: სავაჭროდა: მოვეკაზმი: საქმესა: ვიქ: მე: მუხთალსა: ერთსა: ჯორსა: გარდავჰკიდებ: მუზარადსა: ჯაჭუსა: ჴრმალსა:

1420. სამთავე: შესულა: არ: ვარგა: თუ: გვიგრძნან: არს: სათუები: მე: კარგად: შევალ: ვაჭრულად: და: კარგად: შევეტყუები: მალვით: ჩავიცუამ: აბჯარსა: გავჩნდები: გავეცრუები: ღმერთმან: ქნას: უხვად: ვადინო: შიგნით: სისხლისა: რუები: