... (S-4499), XVII ს.

1497. რა: ფრიდონ: უთხრა: ავთანდილს: ტარიას: მოციქულობა: მას: გაეცინნეს: გაღიმდა: შვენოდა: მხიარულობა: თქუა: თუ: მეშველი: რად: მინდა: მჭირს: არავისგან: წყლულობა: ჩემი: მზე: არცა: ქაჯთა: ჰყავს: არცა: სჭირს: ლხინ: ნაკლულობა:

1498. ჩემი: მზე: ტახტსა: ზედა: ზის: მორჭმული: ღ~თისა: ნებითა: საკრძალავი: და: უკადრი: ლაღი: არვისგან: ვნებითა: არცა: რა: უმძიმს: ქაჯთაგან: არცა: რა: გრძნეულთ: გრძნებითა: მაზედა: შველა: რად: მინდა: რად: მეჭვ: რასაცა: თნებითა:

1499. რა: მოვა: ჩემთვის: განგება: ზეცით: მოსრულნი: ზენანი: ღმერთი: იწადებს: მამივლენ: გულის: საჴმილთა: ლხენანი: მაშინღა: მამხუდენ: მოკვდავსა: მზისა: ელვათა: ფენანი: უმისჟამისოდ: ცუდია: ჩემგან: მიდამო: რბენანი:

1500. მიდი: და: ჰკადრე: ტარიელს: პასუხი: ჩემგან: თხრობილი: მადლი: რად: უნდა: მეფეო: ხარ: რაზომ: გინდა: ლმობილი: ვარ: მუცლითგანვე: დედისა: თქუენად: სამონოდ: შობილი: ღმერთმან: მუნამდის: მიწა: მქნას: ვირ: მეფე: იყო: ცნობილი:

1501. გებრძანა: შეყრა: მწადიან: საყუარელისა: შენისა: ეგე: არს: მგზავსი: გულისა: ლმობიერისა: თქუენისა: მუნა: მე: ჴრმალი: არ: მიკუეთს: არცა: სივრცელე: ენისა: მიჯობს: მოლოდნა: საქმისა: მის: განგებისა: ზენისა:

1502. ესეა: ჩემი: საწადი: და: ჩემი: მოსანდომარე: ინდოეთს: გნახო: მორჭმული: საჯდომთა: ზედა: მჯდომარე: გვერდსავე: გიჯდეს: მნათობი: პირი: ელვათა: მკრთომარე: მებრძოლნი: თქუენნი: მოგესრნეს: არვინ: ჩნდეს: მუნ: მეომარე:

1503. რა: გამისრულდენ: ესენი: ჩემნი: გულისა: ნებანი: მაშინღა: მივალ: არაბეთს: მამხუდების: მის: მზისა: ხლებანი: ოდისცა: სწადდეს: დამივსოს: ამა: ცეცხლისა: დებანი: სხვა: თქუენგან: არა: არ: მინდა: მძულან: ცუდნიღა: თნებანი:

1504. რა: ფრიდონ: ჰკადრა: ტარიელს: ესე: ნათქუამი: ყმისანი: მან: ბრძანა: მაგას: არა: ვიქ: ამას: არ: უნდა: მისანი: ვითა: მან: პოვნა: მიზეზნი: ჩემისა: სულთა: დგმისანი: ეგრევე: მანცა: სამისოდ: ნახნეს: ძალგულნი: ძმისანი:

1505. მიდი: უთხარ: ჩემაგიერ: სიტყუა: ჩემგან: არ: ნათნები: მე: შენისა: გამზრდელისა: უნახავად: არ: დავდგები: ვეჭუ: მრავალი: დამეჴოცოს: მონა: მისგან: საყუარლები: ვითხოვ: ხოლო: შენდობასა: აგეთივე: მოვბრუნდები»:

1506. ესე: უთხარ: ამის: მეტსა: მოციქულობ: ნურას: ნუო: ხუალე: წასლვა: არ: დავშალო: არცა: საქმე: გავათუო: მე: არ: მიზამს: არაბთ: მეფე: რომე: სიტყუა: გავაცრუო: ამოდ: ვსთხოვო: ქალი: მისი: შევეხვეწო: შევაგუო»:

1507. უამბო: ფრიდონ: ავთანდილს: ტარიას: მოციქულობა: არ: დადგებისო: ცუდია: შენგან: ცდისაღა: მალობა: მას: დაუმძიმდა: მოედვა: გულსა: ალობა: ასრე: ჴამს: რიდი: მეფისა: და: პატრონისა: კრძალობა:

1508. ავთანდილ: მივა: მუხ: ლმოყრით: ტარიას: შესახუეწელად: ფერხთა: ეხუევის: აკოცებსაღარ: შეხედავს: ზე: წელად: ეტყუის: კმა: რაცა: შევსცოდე: როსტანს: წლეულად: მე: წელად: კულავ: ნუ: მიქ: ერთგულობისა: გამტეხლად: დაცამლეწელად:

1509. რასაცა: ლამი: არ: მოგცემს: მას: ღმრთისა: სამართალია: გამზრდელსა: ჩემსა: ვით: ვჰკადრო: მე: საქმე: სამუხთალია: მე: მისთვის: ჴელი: ვით: გავსძრა: ვინ: ჩემთვის: ფერნამკრთალია: ვით: მოიჴმაროს: მონამან: პატრონსა: ზედა: ჴრმალია:

1510. ეგე: საქმე: მე: და: ჩემსა: საყუარელსა: შეგვამდურვებს: ვაი: თუ: გაწყრეს: გაგულისდეს: კუშტი: გულსა: შეაურვებს: ამბავსაცა: დამიძვირებს: ჭურეტისათვის: მომასურვებს: შენდობასა: ჴორციელი: კაცი: ვერა: დამიურვებს:

1511. ტარიელ: უთხრა: სიცილით: მან: მზემან: შუქ: ნაფენამან: ჴელი: მოჰკიდა: ავთანდილს: ამართა: ააყენა: მან: მიყოვო: კარგი: ყველაი: მომართებამან: შენამან: მაგრამ: სჯობს: შენცა: გალხინოს: ჩემმან: შენითა: ლხენამან:

1512. დია: მძულს: მეტი: მოყვრისა: შიში: კრძალვა: და: რიდობა: მძულს: გაუწყვედლად: კუშტობა: და: სულმძიმობა: დიდობა: თუ: მოყუარეა: გულისა: ქნას: ჩემკენ: მონაზიდობა: თვარა: მე: ჩემდა: იგ: მისდა: დია: სჯობს: კიდის: კიდობა:

1513. მე: ვიცი: გული: საშენოდ: შენისა: საყუარელისა: არ: ეწყინების: სტუმრობა: შენისა: მე: შემყრელისა: მერეცა: ვჰკადრე: მეფესა: თხრობა: რასაცა: ჭრელისა: ოდენ: ნახვისა: მათისა: ნატრა: მაქვს: სანატრელისა:

1514. ამას: ოდენ: მოვახსენებ: მუდარით: და: შეპოვნებით: რომე: მოგცეს: ქალი: მისი: მან: მისითა: მოგონებით: რადგან: ბოლო: შეყრავეა: სიშორესა: ვით: ეთნებით: დააშვენეთ: ერთმანერთი: თავის: თავის: ნუ: დასჭკნებით:

1515. რა: ავთანდილ: ტარიასგან: სცნა: წასლვასა: არ: დაშლიდა: არა: ჰკადრა: შეცილება: საუბარსა: ზედა: რთვიდა: ფრიდონ: კაცსა: დარჩეულსა: სათანაოდ: გარდასთვლიდა: თანა: წაჰყუა: გაღანამცა: მას: თანავე: გზასა: ვლიდა:

აქა სამთაგან ქუაბს მისულა მეორეთ საჭურჭლეთა ნახვა: