... (S-4499), XVII ს.

1593. უცებნი: მოსრნის: მცოდნელთა: ცოდნამან: ჴელოვნებამან: ვეჭუ: მოგცეს: თქუენცა: დაღრეჯა: ჩემმან: რასაცა: ვნებამან: წავიდე: ავი: არ: მიყოს: მე: აქა: დაყოვნებამან: ადრე: კულავ: გნახნე: მორჭმულნი: ინებოს: ღმრთისა: ნებამან:

1594. როსტევანს: ეთქუა: მეფეო: რად: ხართ: რასაცა: რიდითა: რაცა: გიჯობდეს: იქმოდით: გასჭურეტდით: გაიცდიდითა: ავთანდილ: თანა: წამოგყუეს: წადით: ლაშქრითა: დიდითა: თქუენთა: მტერთა: და: ორგულთა: დაჰფრეწდით: დაცასჭრიდითა:

1595. ავთანდილ: უთხრა: ტარიელს: ესე: სიტყუები: ორები: მან: უთხრა: აგრე: ნუ: უბნობ: შეცევ: ბროლისა: ყორები: ახლად: შეყრილსა: მთვარესა: მზეო: ვით: მოეშორები: ავთანდილ: უთხრა: სიტყუითა: არვისგან: მოვიღორები:

1596. არ: დია: გინდა: დამაგდო: წახვიდე: ჩემად: მზრახავად: ცოლი: უყუარსო: გამწირა»: იყო: ამისად: მსახავად: მე: დავრჩე: შენი: გაყრილი: თავისა: მე: ვაგლახავად: კაცსა: მოყურისა: გაწირვა: ახ: მოუხდების: ახ: ავად:

1597. ტარიელს: უგავს: სიცილი: ბროლისა: ვარდთათ: ფრქუევასა: უბრძანა: ვიტყუი: უშენოდ: შენისა: უფრო: მე: ვასა: რადგან: გწადიან: წამომყვე: დამწამებ: ნურას: თნევასა: ავთანდილ: ბრძანებს: ლაშქართა: ყოვლგნით: მის: თანა: წვევსა:

1598. შეჰყარნა: სპანი: არაბეთს: აღარა: ხანსა: ზმულია: კაცი: ოთხმოცი: ათასი: ყუელაი: დაკაზმულია: კაცსა: და: ცხენსა: ემოსნეს: აბჯარი: ხვარაზმულია: არაბთა: მეფე: მათითა: გაყრითა: ნაღუელ: ჭმულია:

1599. ერთმანერთისა: გაყრილნი: ქალნი: ორნივე: დობილნი: ერთმანერთისა: დადფიცნი: სიტყუისა: გამონდობილნი: მკერდითა: მკერდსა: შეკრულნი: ყელისა: გარდაჭდობილნი: ტიროდეს: მათთა: მჭურეტელთა: გულნიცა: ესხნეს: წდობილნი:

1600. მთუარე: ცისკრისა: ნიავსა: რა: თანა: შეესწოროსა: ორნივე: სწორად: ნათობენ: მოშორდეს: მოეშოროსა: არა: თუ: იგი: მოშორდეს: მართ: ცამან: მოაშოროსა: მათთა: საჭურეტლად: მჭურეტელმან: ჴამს: თავი: იქედგოროსა:

1601. მათადვე: სახედ: რომელსა: ესენი: დაუბადიან: იგივე: გაჰყრის: სიშორე: არა: თუ: ნებით: სწადიან: ვარდსა: წებვენ: და: აპობენ: ტირან: და: ცრემლნი: ჩასდიან: მათთა: გამყრელთა: ყოველთა: სიცოცხლე: არ: იქადიან:

1602. ნესტან: დარეჯან: იტყოდა: ნეტამც: ყოლე: არ: შემოგცნებოდი: მზისა: გამყრელი: გაყრითა: აწ: ასრე: არ: დავდნებოდი: ამბავსა: სცნობდი: მაცნევდი: წიგნითა: მეუბნებოდი: ვითა: მე: შენთვის: დამწვარვარ: აგრე: შენ: ჩემთვის: დნებოდი:

1603. თინათინ: უთხრა: ჰე: მზეო: შენთა: მჭურეტელთა: ლხინებო: რადმცა: გაგწირე: თუ: ვითა: გაყრასა: მოვითმინებო: ღ~თისაგან: დღეთა: თხოვნისა: ნაცულად: სიკუდილი: ვინებო: აგრემცა: მივი: რაზომსა: მე: ცრემლსა: დავიდინებო:

1604. კულავ: აკოცეს: ერთმანერთსა: გაიყარნეს: იგი: ქალნი: ქუე: დამდგომმან: წამავალსა: ვერ: მოსხლიტნა: ყოლე: თვალნი: იგი: იჭურეტს: უკუღმავე: ედებოდეს: ამით: ალნი: რომე: მწადდა: ვერ: დასვწერენ: მე: სიტყვანი: ნაათალნი:

1605. როსტან: მათითა: გაყრითა: ხელთაგან: უფრო: ხელდების: ათასჯერ: იტყუის: ვაგლახსა: არ: სულთქმა: უერთხელდების: ფიცხი: სდის: წყარო: ცრემლისა: მართ: ვითა: ქუაბი: ცხელდების: ტარიელ: არის: დაღრეჯით: ფიფქი: ნასდების: თხელდების:

1606. ტარიელს: ვარდსა: დაუტყლეჟს: მეფე: ხვევნით: და: კოცნებით: ეტყუის: თუ: თქუენი: სიახლე: მიჩს: აქამდისცა: ოცნებით: რადგან: მოგშორდი: დავრჩები: პატიჟთა: გაასოცნებით: თქუენგან: მოგვეცა: სიცოცხლე: შენგანვე: დავიჴოცებით:

1607. ტარიელ: შეჯდა: მეფისა: გამყრელი: გამომსალამე: სრულად: ლაშქართა: სდიოდა: ცრემლი: მინდორთა: სალამე: მზე: ჩვენ: გაყრასა: გვილამის: თვალთა: წყარო: სდის: სალამე: უბრძანა: თქვენთვის: მტირალსა: ყოლე: არ: მიჩნდეს: სალა: მე:

1608. გაემართნეს: და: წავიდეს: დია: სპითა: და: ბარგითა: ტარიელ: ფრიდონ: ავთანდილ: თავითა: მეტად: კარგითა: კაცი: ორმოცი: ათასი: ჰყავს: ცხენებითა: ვარგითა: მივლენ: სამნივე: გულითა: ერთმანერთისა: მარგითა:

1609. სამ: თუე: ვლეს: ღმერთსა: მათებრ: სხვა: რამცა: დაებადოსა: მოეგებნიან: მტერობა: ვერავინ: დაიქადოსა: მინდორსა: შიგან: სადილად: გარდაჴდეს: უდელადოსა: ვითა: მართებდათ: პურობდეს: ღვინოსა: სმიდეს: არ: დოსა:

ტარიელისა და მისთა ძმათაგან ინდოთ მეფის ფარსადანის სიკვდილის ცნობა:

1610. ქედსა: ზედა: გარდამოდგა: მეტად: დიდი: ქარავანი: კაცები: და: საჴედრები: ერთობ: იყო: შაოსანი: გარეშემო: მოეკუეცნეს: უკანამო: დალალანი: მეფე: ბრძანებს: მოასხითო: ჩუენ: დავჰყოთ: აქა: ხანი:

1611. მოასხნეს: იგი: ვაჭარნი: და: მათი: უხუცესია: უბრძანესვინ: ხართ: შავითა: რად: ტანნი: შეგიგლესია: მათ: მოახსენესსით: მოვალთ: მუნ: ასრე: დანაწესია: ინდოეთს: მისრით: მოსრულთა: გვივლია: გზა: უგრძესია: