... (S-4499), XVII ს.

1364. ავთანდილ: მკერდსა: დაასხა: მას: ლომსა: სისხლი: ლომისა: ტარიელ: შეჰკრთა: შეიძრა: რაზმი: ინდოთა: ტომისა: თვალნი: აახუნა: მიეცა: ძალი: ზე: წამოჯდომისა: ლურჯათ: ჩანს: შუქი: მთვარისა: მზისგან: შუქ: ნაკრთომისა:

1365. ზამთარი: ვარდთა: დააზრობს: ფურცელნი: ჩამოსცვივიან: ზაფხულის: მზისა: სიახლე: სწვავს: და: გვალვასა: ჩივიან: მაგრამ: მაზედა: ბულბულნი: ტურფასა: ჴმასა: ჰყივიან: სიცხე: სწვავს: ყინვა: დააზრობს: წყლულნი: ორჯელვე: სტკივიან:

1366. აგრევე: გული: კაცისა: მოსაგვარებლად: ძნელია: ჭირსა: და: ლხინსა: ორზედვე: ზედან: მართ: ვითა: ხელია: მიწყივ: წყლულდების: საწუთრო: მისი: აროდეს: მრთელია: იგი: მიენდოს: სოფელსა: ვინცა: თავისი: მტერია:

1367. ტარიელ: ნახა: ნაწერი: კულავცა: მკვლელისა: მისისა: იკითხავს: აშეთებს: ახელებს: კითხვა: წიგნისა: მისისა: დაუყვის: ცრემლმან: სინათლე: ბნელად: ჩნდის: შუქი: დღისისა: ავთანდილ: ადგა: დაუწყო: მბობა: სიტყუისა: მქისისა:

1368. მიკვირს: თუ: რად: ნამუსად: გჩანს: ცრემლნი: მიდგიან: მორევად: მზე: პატიმრად: გყავს: სოფელი: იჭირვის: ჩვენდა: მორევად: ფრიდონ: მოვიჴმოთ: ლომ: გულო: ძმადფიცი: ჩვენდა: სწორევად: მან: მოგვაშველოს: ლაშქარი: მათ: გრძნეულთათვის: მორევად:

1369. იტყუის: თუ: ნაქმრად: არ: ვარგა: კაცისა: გასწავლილისად: აწ: რადღა: გუმართებს: ტირილი: ჴამს: დავსხდეთ: ქნად: ღიმილისა: ადეგ: წავიდეთ: საძებრად: მის: მზისა: წაჴდომილისა: ადრე: მიგიყვან: მიყვანა: არს: შენგან: მონდომილისა:

1370. ვითა: გუმართებს: გახარება: პირველ: აგრე: გავიხარნეთ: მერმე: შევსხდეთ: გავემართნეთ: ქაჯეთისკენ: თავნი: ვარნეთ: ჴრმალნი: ჩვენნი: ვიწინამძღვრნეთ: მათნი: ზურგით: დავიყარნეთ: უჭირველნი: შემოვიქცეთ: იგი: მძორთა: დავადარნეთ:

1371. მერმე: ტარიელ: ამბავსა: ჰკითხევდა: აღარა: ბნდებოდა: შეხედნის: თვალნი: აახუნის: შავთეთრი: ელვა: ჰკრთებოდა: მართ: ვითა: ლალსა: მზისაგან: მას: ფერი: ეაზრებოდა: ვინ: ღირს: ა: თუმცა: წყალობით: ცა: მიწყივ: მობრუნდებოდა:

1372. ავთანდილს: მადლი: უბრძანა: ქნა: უყო: საუბარისა: მე: შენი: ქება: ვითა: ვთქუა: ბრძენთაგან: საქებარისა: ვითა: ზემთისა: წყარომან: მომრწყე: ყუავილი: ბარისა: დამწყუიტე: დენა: ცრემლისა: ნარგისთა: ნაგუბარისა:

1373. მე: ვერ: გარდვი/ოდი: ნაცვალსა: ღმერთი: გარდგიხდის: ციერი: ზეგარდმო: მისით: შემოგზღოს: მუქაფა: ჩემმაგიერი: შესხდეს: და: შინა: წავიდეს: მათ: ლხინი: ჰქონდა: ძლიერი: აწყა: გააძღო: სოფელმან: ასმათ: ადრითგან: მშიერი:

1374. ქუაბისა: კარსა: ასმათი: მარტო: ზის: არ: ბარგოსანი: შეხედნა: ნახა: ტარიელ: თანა: ყმა: ჭარმაგოსანი: ორნივე: ტურფად: იმღერდეს: ვით: იადონი: მგოსანი: მაშინვე: იცნა: ავარდა: მოშლილი: პერანგოსანი:

1375. აქამდის: მიწყივ: ენახა: ქუაბს: მისლვა: მოტირალისა: აწ: გაუკვირდა: დანახვა: სიცილით: მომღერალისა: ზარაღებული: ავარდა: ცნობა: უც: ვითა: მთურალისა: არ: იცის: სმენა: ამბვისა: ჯერთ: მისგან: სასურვალისა:

1376. მათ: რა: ნახეს: შემოჰყივლეს: სიცილით: და: კბილთა: ჩენით: ჰე: ასმათო: მოგვივიდა: მოწყალება: ღმრთისა: ზენით: ვჰპოვეთ: მთვარე: დაკარგული: რაცა: გწადდა: იგი: ვქენით: აწ: დავსხედით: ბედისაგან: ცეცხლთა: შრეტით: ცრემლთა: დენით:

1377. ავთანდილ: ცხენსა: გარდაჰჴდა: ასმათის: მოსახვეველად: მან: მიჰყო: ჴელი: ალვასა: შტო: მოჰყვა: მოსარხეველად: ჴელსა: და: პირსა: აკოცებს: არის: ცრემლისა: მფრქვეველად: რა: ჰქენო: რა: სცან: მიამბე: ვტირ: შენი: მოაჯე: ველად:

1378. ავთანდილ: ასმათს: უსტარი: მისცა: მისისა: ზრდილისა: ალვისა: შტო: დამჭკნარისა: მთვარისა: ფერმიხდილისა: უთხრა: თუ: ნახე: ნაწერი: მის: პატიჟ: გარდაჴდილისა: მზე: მოგვეახლა: მოგვეცა: ჩვენ: მოშორვება: ჩრდილისა:

1379. ასმათ: რა: ნახა: უსტარი: სცნა: მისი: დანაწერობა: გაჰკუირდა: ზარმან: აიღო: ათრთოლებს: ვითა: ხელობა: ტერფით: თხემამდის: გაუჴდა: მას: მეტი: საკუირველობა: იტყუის: რა: ვნახე: რა: მესმის: არისმცა: ამისი: მრთელობა:

1380. ავთანდილ: უთხრა: ნუ: გეშის: ეგე: ამბავი: მრთელია: ლხინი: მოგვეცა: მოგვშორდა: ყოველი: ჭირი: ძნელია: მზე: მოგუეახლა: უკუნი: ჩვენთვის: აღარა: ბნელია: ბოროტსა: სძლია: კეთილმან: არსება: მისი: გრძელია:

1381. ღმერთსა: მისცეს: დიდი: მადლი: თქუეს: გუიყოო: რაცა: სჯობდა: აწყა: ვცანით: უარესსა: პირი: თქუენი: არ: გაპრჭობდა: ინდოთ: მეფე: მხიარული: ჴელ: განპყრობით: ამას: ჴმობდა: ქუაბს: შევიდნენ: მხიარული: ასმათ: რასმე: მასპინძლობდა:

1382. ინდოთ: მეფე: მხიარული: ასმათს: რასმე: უბრძანებდა: ერთმანერთსა: ეხვეოდეს: სიხარული: ატირებდა: ვარდსა: ზედან: ყორნის: ბოლო: ნამსა: თხელსა: აპკურებდა: კაცსა: ღმერთი: არ: გასწირავს: თუცა: კაცი: შეიგებდა:

1383. ტარიელ: ეტყუის: ავთანდილს: ისმინე: სიტყუა: ასები: გიამბობ: რასმე: ამბავსა: მოამბვედ: ნუ: გენასები: მე: ოდეს: ქუაბნი: წაუხუენ: დავჴოცენ: დევთა: დასები: მას: აქათ: მათი: აქა: ძეს: საჭურჭლე: ძვირ: ნაფასები: