... (S-4499), XVII ს.

1516. ამ: საქმესა: დაფარულსა: ბრძენ: დიონოს: გააცხადებს: ღმერთი: კარგსა: მოავლინებს: და: ბოროტსა: არ: დაბადებს: ავსა: წამერთ: შეამოკლებს: კარგსა: ხანგრძლად: გააკულადებს: თავსა: მისსა: უკეთესსა: უზადო: ჰყოფს: არაზადებს:

1517. ფრიდონისით: გაემართნეს: იგი: ლომნი: იგი: მზენი: თანა: მიჰყავს: პირი: მზისა: ქალი: მჭურეტთა: ამაზრზენი: ჰკიდავს: ბროლსა: ყორნის: ბოლო: დაწყობილი: დანათხზენი: მუნ: ბალახშსა: აშვენებდეს: სინატიფე: სინაზენი:

1518. იგი: მზე: უჯდა: კუბოსა: და: აგრე: არონინებდეს: მინადირობდეს: ნადირსა: მუნ: სისხლსა: დაადინებდეს: სადაცა: დახუდის: ქუეყანა: მჭურეტელთა: მოალხინებდეს: მოეგებნიან: სძღვნობდიან: აქებდეს: არ: აგინებდეს:

1519. მას: გუანდეს: თუმცა: სამყაროს: მზე: უჯდა: შუა: მთუარეთა: იარნეს: დღენი: მრავალნი: ლაღთა: ბრძნად: მოუბარეთა: შიგან: მათ: დიდთა: მინდორთა: ყოვლგნით: კაც: მიუმცვდარეთა: სად: ყოფილ: იყო: ტარიელ: მიხუდეს: მის: კლდისა: არეთა:

1520. ტარიელ: ბრძანა: მე: მმართებს: დღეს: თქვენი: მასპინძელობა: მუნ: მივალ: სადა: ყოფილ: ვარ: მჭირდა: სადამდის: ხელობა: მუნ: გვიმასპინძლოს: ასმათმან: მას: უც: ჴორცისა: ჴმელობა: მე: რომე: გიძღვნი: ტურფათა: აქოთ: ლარისა: ჭრელობა:

1521. მივიდეს: შიგან: გარდაჴდეს: ქუაბსა: მას: დიდთა: კლდეთასა: ასმათს: უც: ჴორცი: ირმისა: იქს: მასპინძლობაკვეთასა: ამხანაგობდეს: ლაღობდეს: წასულასა: მათ: საქმეთასა: ღმერთსა: მადლობდეს: შეცულასა: ლხინად: ჭირისა: დღეთასა:

1522. მოიარეს: ქუაბოვანი: თამაშობდეს: მხიარულნი: ჰპოეს: იგი: საჭურჭლენი: ტარიასგან: დაბეჭდულნი: ვერცა: ვისგან: დანათვალნი: ვერცა: ვისგან: შეგებულნი: არა: თქუეს: თუ: არა: გვაქვსო: არცა: იყუნეს: გულნაკლულნი:

1523. უბოძა: ტურფა: მრავალი: მათ: მათი: შესადარები: კულავ: ფრიდონისნი: აავსნა: სპა: ჰყუა: თუ: სპასალარები: აივსო: კაცი: ყუელაი: მაშინ: მათ: თანა: ნარები: მაგრამ: ძეს: რომე: საჭურჭლე: ჰგვანდა: კაც: დაუკარები:

1524. ფრიდონს: უთხრა: ვალი: შენი: ჩემგან: ძნელად: გარდიჴდების: მაგრამ: თქმულა: კარგის: მქმნელი: კაცი: ბოლოდ: არ: წაჴდების»: აწ: საჭურჭლე: რაზომიცა: აქა: ძეს: და: ან: იდების: შენი: იყოს: ყუელაკაი: შენ: წაიღე: ვითა: გხუდების:

1525. ფრიდონ: მდაბლად: თაყვანი: სცა: ჰკადრა: მადლი: მეტისმეტი: მე: მეფეო: რად: გგონივარ: უჭკუო: და: აგრე: რეტი: მტერი: ყოვლი: ჩალად: გიჩანს: ვინმცა: იყო: ვითა: კეტი: ჩემი: ლხინი: მუნამდისა: ვირე: ვიყო: შენი: მჭურეტი:

1526. ფრიდონ: კაცნი: დააბრუნნა: მოსასხმელად: აქლემისად: სახლსა: მისსა: მისაღებლად: მის: ყოვლასა: საჭურჭლისად: აწ: მუნითგან: გაემართნეს: არაბეთით: წავლა: გზისად: ავთანდილ: ჩანს: გგავსებული: შესაყრელად: მთვარე: მზისად:

აქა ქუაბთაგან წასულა სამთაგან არაბეთს როსტენანისასა:

1527. მიხუდეს: არაბთა: საზღვარსა: რა: ვლეს: მრავალნი: ხანები: დახუდა: სოფლები: ციხები: ხშირ: ხშირად: თანის: თანები: მაშიგა: მყოფსა: ემოსა: ტანსა: ლურჯი: და: მწვანები: ავთანდილისთვის: ყუელაი: ცრემლითა: არს: ნაბანები:

1528. ავთანდილ: იცნეს: გაისმა: ჴმა: მათგან: სიხარულისა: დაიწყეს: ყოვლგნით: ლაშქართა: ქნა: მათკენ: სიარულისა: თაყუანისსცემდა: სიმრავლე: სპისა: პირ: მხიარულისა: ქალი: ნახიან: შვენება: თქუიან: არს: მზისა: სრულისა:

1529. ტარიელ: კაცი: გაგზავნა: წინაშე: როსტან: მეფესა: შესთალა: გკადრებ: მეფეო: სურვილთა: სიიეფესა: მე: მოვალ: მეფე: ინდოთა: დარბაზსა: თქუენსა: სეფესა: გიჩვენებ: ვარდსა: კოკობსა: უფრჭუნელსა: მოუკრეფესა:

1530. მაშინ: თქუენ: ჩემი: გეწყინა: ნახვა: მიწისა: თქუნისა: ცდა: შეპყრობისა: ავი: ჰქენ: შემოტეობა: ცხენისა: მე: შენთა: სპათა: ვაჩუენე: მიზეზი: რამე: წყენისა: დავჴოცე: მონა: მრავალი: მსახურნი: სრისა: თქუენისა:

1531. აწ: ამად: მოვალ: წინაშე: დავჰყარენ: ჩემნი: გზანია: შემინდოთ: რაცა: შეგცოდე: ჰქნათ: გაწყრომისა: კმანია: ძღვენი: არა: მაქვს: გუ: მოწმობენ: ფრიდონ: და: მისნი: ყმანია: ოდენ: ძღვნად: თქუენი: ავთანდილ: მე: თქუენთვის: მომიტანია:

1532. მე: ვით: ვიმართლო: თქვენს: წინა: შემცოდე: ჩემი: თავია: მქონდა: მე: მაშინ: ხელ: -მქნილსა: გული: ცეცხლ-: შენართავია: ლაშქარი: ვნახე: მამეცა: ჭირი: ჭირს: დანართავია: აწ: ლხინით: ვნახოთ: მგოსანნი: და: ჩანგთა: გამმართავია.:

1533. რა: მიუვიდა: მეფესა: მახარობელი: ჟამისა: ვით: გაეხარნეს: ვერ: იტყუის: ენა: ერთისა: წამისა: თინათინს: ღაწუთა: ემატა: ელვა: შუქისა: სამისა: ბროლსა: და: ლალსა: აშვენებს: მუნ: ჩრდილი: წარბ: წამწამისა:

1534. ტაბლაკსა: ჰკრეს: და: გაისმა: ხმა: მათგან: თქართქარებისა: ლაშქარნი: რბოდეს: მი: და: მო: ქნა: სწადდა: მათკენ: რებისა: დაიწყეს: მოსხმა: ცხენისა: გაღება: უნაგრებისა: შესხდა: სიმრავლე: მოყმისა: გულფიცხელ: მკლავ: მაგრებისა: