... (S-4499), XVII ს.

1960. ტარიელ: და: ცოლმან: მისმან: ტახტოსნობა: მოიწყინეს: მეფედ: დასხნეს: შვილნი: მათნი: ნაცვლად: მათად: დაადგინეს: ერთსა: წელსა: დაიჴოცნეს: მიწუეს: მიწად: მიიძინეს: მზესა: ლომი: არ: გაჰყარეს: მასვე: თანა: დააწვინეს:

ანდერძი ავთანდილისა რომელი თქუა ჟამსა სიკვდილისა მისისა:

1961. ისმინეთ: ძენო: კაცთანო: ანდერძი: ავთანდილისა: ვიტყუი: მგზავსია: სოფელი: ეს: მუხანათი: ჩრდილისა: სწორია: ჟამი: მწუხრისა: კრულთანა: ღამე: დილისა: ადრე: დალპების: გაცვდების: ვით: ქსელი: მართ: მანდილისა:

1962. რა: მიიახლა: სიკუდილად: ჴდომა: დაუწყო: სულითა: ჴელთა: იხრიდა: კრთებოსა: სიტყუითა: დამასულითა: თქუა: ვეღარ: მიხსნა: ძმამან: და: ვერცაღა: და: მოსულითა: მუნ: შემიწყნალოს: რომელმან: მიწა: და: მამა: სულითა:

1963. რაზომც: გამეფდა: ცად: ვინ: თქუა: კაცი: შათა: მოსრულ: ცუდია: აქა: დიდობა: ვარდი: აწ: მეც: ვჩან: დანასულ: უხვაიშნოა: ესე: დღე: ძე: რაღას: მარგებს: ან: ასულ: მიწა: მიიქცეს: მიწადვე: ჴორცი: მოკუდების: განა: სულ:

1964. სიჭაბუკისა: ყუავილი: დაჭკნა: ჩანს: ავად: ვარდია: პირველ: მტერთ: ზედა: სამაღლით: ვსჩნდი: ორბებ: მონა: ვარდია: აწ: წაველ: მგზავსი: გმირსა: და: ფერად: მინა: ვარდია: თანა: წამამყევ: თინათინ: ჩემს: უკან: ნუ: დავარდია:

1965. იგიმცა: კაცი: კრულია: ვინცა: მიენდოს: სოფელსა: მოლიზღარსა: და: მუხთალსა: სიცილით: ჰკოცნით: სოფელსა: პირველ: სიცოცხლის: მქადელსა: ბოლოდ: უარის: მყოფელსა: მუნ: დამკარგავსა: კაცთასა: აქაც: ხანდაუყოფელსა:

1966. შეიწყალენით: სული: და: ღ~თი: არ: გიზამს: არ: ავსა: ნუ: მოჰყოლიხართ: სოფელსა: ნიავსა: ქარსა: არავსა: მუნ: იუნჯებით: სად: ღმერთი: დასდგამს: სიმართლის: კარავსა: სადა: ვერ: უკბენს: მღილი: და: ვერ: ძალუც: პარვა: მპარავსა:

1967. მიჯნურობისა: საჴმილმან: დამწვა: ამანთო: მე: მანდა: მზე: მოვჰკვე: თავის: გამოღმა: შენ: დამიტირე: მზემან: და: სხვამ: ჩემოდნიბა: ვერა: ქნას: ყოველმან: მონაზემან: და: ცუდ: შთამოიქეც: მნათითურთ: აწ: რადღა: ჰყოვნი: ზე: მანდა:

1968. მტიროდით: თქუენთვის: დამწუარსა: მიჯნურნო: ჩემთვის: სურვილნო: გამზრდელნო: თქვენცა: გაზრდილნო: ტურფად: ისპანო: ჭურვილნო: ხასნო: აზიზად: ნანახნო: თავნო: ნაზობით: ბურვილნო: სულთქმით: მამთქმიდით: ბაგენო: და: უბანებით: სურვილნო:

1969. თინათინ: პირველ: სურვილი: და: პირისა: შვენის: ამარე: აწ: ლომმან: თავი: გაგრიდნე: და: მზეო: შენ: მასამარე: აქა: ნარბენთა: სწორად: ვლოთ: უვიცი: იგიც: სამ: არე: ერთად: წავიდეთ: აჰა: მზა: ჩვენთვის: თაბული: სამარე:

1970. უჩემოდა: დასჭკნი: ვარდნო: და: იაო: ფერმკრთალად: რა: მიყავ: ვითა: დაგითმე: ლალო: და: ბროლო: ძოწ: სათო: რა: მიყავ: კულავ: იაგუნდი: ნარველი: გატყდი: და: შუა: გამიყავ: შენ: მარგალიტო: მოჭრილო: ნუ: მტირდა: ბაგე: დამიყავ: