... (S-4499), XVII ს.

1384. მე: აგრე: არა: მინახავს: მართ: ვითა: არა: მდომია: მოდი: და: გავხსნათ: შევიგნეთ: საჭურჭლე: თუ: რა: ზომია: იამა: ადგეს: ორნივე: არცა: ქუე: ასმათ: მჯდომია: დალეწეს: კარი: ორმოცი: მათგან: არ: ზედა: ომია:

1385. ჰპოვეს: საჭურჭლე: უსახო: კულავ: უნახავი: თვალისა: მუნ: იდვა: რიყე: თვალისა: ჴელწმიდად: განათალისა: ჩნდის: მარგალიტი: ოდენი: ბურთისა: საბურთალისა: ვინცა: ქნა: რიცხვი: ოქროსა: ვერვისგან: დანათვალისა:

1386. იგი: სახლი: ორმოცივე: შიგან: იყო: გატენილი: ჰპოვეს: ერთი: ზარადახანა: აბჯრისათვის: ახლად: ქნილი: მუნ: აბჯარი: ყოვლიფერი: ასრე: იდვა: ვითა: მწნილი: შიგან: ერთი: კიდობანი: დაბეჭდილი: არგახსნილი:

1387. ზედა: ეწერა: აქა: ძეს: აბჯარი: საკუირველიო: ჯაჭუ: მუზარადი: ალმასი: ჴმალი: ბასრისა: მჭრელიო: თუ: ქაჯნი: დევთა: შეებნან: დღე: იყოს: იგი: ძნელიო: უმისჟამისოდ: ვინც: გახსნას: არის: მეფეთა: მკვლელიო:

1388. კიდობანი: გახსნეს: პოვეს: მუნ: აბჯარი: სამი: ტანი: ჯაჭუი: ჴრმალი: მუზარადი: საბარკული: მათი: გვანი: ზურმუხტისა: ბუდებითა: იყუნეს: ვითა: ლუსკუმანი: რასაცა: ვით: შეიმოსნეს: მეომარნი: სამნი: ყმანი:

1389. თვითომან: თვითო: ჩაიცვეს: თავის: თავს: გამოსცდიდიან: ჯაჭუ: მუზარადსა: აბჯარი: მართ: ვერა: ვერ: დაჰკიდიან: რკინისა: ხმალი: დაჰკრიან: ვით: ბამბის: მკედსა: სჭრიდიან: მათ: უღირს: ყოვლად: ქუეყანად: შევატყევ: არ: გაჰყიდიან:

1390. თქუეს: ესე: ნიშნად: გვეყოფის: ვართო: კარგითა: ბედითა: ღმერთმან: მოგუხედა: თვალითა: ზეგარდმო: მონახედითა: აიღეს: იგი: აბჯარი: თავის: თავისა: ქედითა: თვითო: მათ: ერთი: ფრიდონის: საძღვნობლად: შეკრეს: ღვედითა:

1391. ოქროც: რამე: წაიტანეს: მარგალიტი: ღარიბები: გამოვიდეს: გამობეჭდეს: ორმოცივე: საჭურჭლები: ავთანდილ: თქუა: ამას: იქით: დავამაგროთ: ჴრმალთა: ნები: ამაზ: ღამე: არსად: წავალ: რა: გათენდეს: არ: დავდგები:

აქა ტარიელისა და ავთანდილისა წასულა ქუაბიდან ფრიდონისასა:

1392. რა: გათენდა: გაემართნეს: წაიტანეს: ასმათ: თანა: ნურადინის: ქუეყანამდის: შეისვიან: მათ: უკანა: მუნ: ვაჭარმან: ოქროს: ფასად: ცხენი: მისცა: არ: უძღუანა: ავთანდილ: კმა: ყოლაოზად: სხვამცა: ვინა: წაიტანა:

1393. იარეს: და: ზედა: შეჰჴდეს: ნურადინის: მეჯოგეთა: ჯოგი: ნახეს: მოეწონა: ფრიდონისთვის: ეაგეთა: მუნ: ავთანდილს: ინდო: ეტყუის: გაქნევ: კარგთა: სიშმაგეთა: მოდი: ფრიდონს: ველაღობნეთ: ჯოგსა: მისსა: მოვადგეთა:

1394. ჯოგი: წაუღოთ: მოსრულნი: ვესმით: ჯოგისა: წაღებად: გამოემართვის: საომრად: ველთა: სისხლისა: დაღებად: ანაზდად: გვიცნობს: დაჰკრთების: გულსა: შელამის: დაღებად: ამოა: კარგი: ლაღობა: ლაღსა: შევეიქს: ლაღებად:

1395. დაუწყეს: პყრობა: ტაიჭთა: ფრიდონის: უკეთესებსა: მუნ: მეჯოგეთა: ფანოსი: უკრეს: აანთებს: კუესებსა: უყივლეს: ძმანო: ვინ: ხართო: საქმეს: რადა: იქთ: ზესებსა: ჯოგი: მისია: ვინ: მტერსა: ჰკრავს: ჴმალსა: არ: აკუნესებსა:

1396. მათ: მშვილდები: დაიწვადეს: მეჯოგეთა: გაეკიდნეს: მეჯოგენი: მიიზახდეს: ჴმანი: მათნი: გაადიდნეს: გვიშველეთო: გვიშველეთო: მეკობრეთა: ამოგვწყვიდნეს: ჴმა: შეიქნა: შეიყარნეს: ფრიდონს: ჰკადრეს: არ: დარიდნეს:

1397. შეეკაზმა: ფრიდონ: შეჯდა: შეკაზმული: გამოვიდა: ჴმა: შეიქნა: შეიყარნეს: რაზმი: ველთა: დაჰფარვიდა: იგი: მზენი: მოეგებნეს: ვის: ზამთარი: ვერ: დაზურიდა: დაეხურა: ზარადები: პირსა: მათსა: უფარვიდა:

1398. რა: ტარიელ: ფრიდონ: იცნა: თქუა: ვნახეო: ვინცა: მინა: მუზარადი: მოიჴადა: გაიცინა: გაიღიმნა: ფრიდონს: უთხრა: რასა: ლამი: ჩვენი: მოსლვა: რას: გეწყინა: პურად: ავი: მასპინძელი: მოგვეგებვი: ომად: წინა:

1399. ფრიდონ: ფიცხლა: გარდაიჭრა: დავარდა: და: თაყვანისსცა: იგინიცა: გარდაუჴდეს: მოეხვივნეს: აკოცესცა: ფრიდონ: ღმერთსა: ჴელაბყრობით: უსაზომო: მადლი: მისცა: დიდებულნი: აკოცებდეს: იცნობდიან: იგი: ვისცა:

1400. ფრიდონ: უთხრა: რასა: სდეგით: მოგელოდი: უწინარე: მე: მზა: ვარო: სამსახური: თქუენი: რამცა: დავიზარე: ჰგვანდა: თუცა: შეყრილ: იყვნეს: ორნი: მზენი: ერთი: მთვარე: ერთმანერთი: დააშვენეს: გაემართნეს: იქცეს: გარე:

1401. ფრიდონის: სახლსა: გარდაჴდეს: ორნივე: ტურფად: გებულსა: ახლოს: დაისვამს: ავთანდილს: მისსა: ძმად: შეფიცებულსა: ტარიელ: დაჯდა: საჯდომსა: ოქსინო: გარდაგებულსა: მათ: უძღუნეს: იგი: აბჯარი: ფრიდონს: ჭაბუკად: ქებულსა:

1402. უთხრეს: ჯერთ: ჟამად: არა: გვაქვს: სხვა: შენთვის: არმაღანია: მაგრა: ტურფანი: მრავალნი: ქუე: სამე: გვისხენ: სხვანია: მან: დასდვა: პირი: მიწასა: არ: დაიყოვნა: ხანია: ჩემთვის: ამისი: ბოძება: არს: თქუენი: შესაგვანია: