... (S-4499), XVII ს.

1440. ციხისა: მცველნი: ყველაი: იდვა: მართ: ვითა: სნეული: თავით: ფერჴამდი: დაჭრილი: აბჯარი: მუნ: დახეული: ციხისა: კარნი: გახმულნი: კართა: ნალეწი: სრეული: სცნეს: ნაქმრად: ტარიელისად: თქუეს: საქმე: არს: მისეული:

1441. გზანი: დახვდეს: შეკაზმულნი: შევიდეს: და: გაძურეს: ჴურელსა: ნახეს: მზისა: შესაყრელად: გამოეშვა: მთვარე: გველსა: მუზარადი: მოეჴადა: შვენის: აკვრა: თმისა: ლელსა: მკერდი: მკერდსა: შეეწება: გარდაეჭდო: ყელი: ყელსა:

1442. ეხვეოდეს: ერთმანერთსა: აკოცეს: და: ცრემლნი: ღვარნეს: ამას: გვანდეს: ოდეს: ერთგან: მუშთარ: ზუალ: შეიყარნეს: მზე: რა: ვარდსა: შემოადგეს: დაშვენდეს: და: შუქნი: არნენ: აქანამდის: ჭირნახულთა: ამას: იქით: გაიხარნეს:

1443. მათ: ერთმანერთსა: აკოცეს: დგანან: ყელ: გარდაჭდობილნი: კულავ: შეეწებნეს: ხშირ: ხშირად: ვარდნი: ბაგეთათ: პობილნი: აწ: ესენიცა: გავიდნეს: შეკრბეს: სამნივე: ძმობილნი: მას: მზესა: მისცეს: სალამი: წარდგეს: მართ: ვითა: ჴმობილნი:

1444. მზე: მოეგება: პირითა: ტურფითა: მოცინარითა: აკოცა: მისთა: მეშუელთა: ლაღმან: ცნობითა: წყნარითა: მათ: მდაბლად: მადლი: უბრძანა: სიტყუითა: მით: ნარნარითა: ორნივე: ერთგან: უბნობდეს: ამოთა: საუბარითა:

1445. ტარიელსცა: უსალამეს: მას: ალვისა: მორჩსა: ვით: ხეს: მიულოცეს: გამარჯუება: ერთმანერთი: მოკითხეს: არა: სჭირდა: არ: ინანეს: რომ: აბჯარი: არ: გაითხეს: თავნი: მათნი: გაალომეს: მათი: მბრძოლი: იშვლეს: ითხეს:

1446. სამასისა: კაცისაგან: ასსამოცი: შერჩომოდა: ფრიდონს: უმძიმს: სპათა: მისთა: მაგრა: ცალკერძ: უხაროდა: მონახეს: და: არ: აცოცხლეს: რაცა: მბრძოლი: დარჩომოდა: რომე: ჰპოვეს: საჭურჭლენი: აწმცა: თვალვა: ვით: ითქუმოდა:

1447. მოკრიფეს: ჯორი: აქლემი: რაცა: ვით: პოვეს: მალები: სამიათასსა: აჰკიდეს: მარგალიტი: და: თუალები: ლალ: იაგუნდი: ზურმუხტი: ფირუზ: ზაბარჯის: თვალები: იგი: მზე: შესვეს: კუბოსა: არს: მათგან: განაკრძალები:

1448. სამოცი: კაცი: დააგდეს: ქაჯეთს: ციხისა: მცველია: წამოიყვანეს: იგი: მზე: მათიღა: წაგვრა: ძნელია: ზღვათა: ქალაქსა: მიმართეს: თუცა: გზა: მუნით: გრძელია: თქუეს: ფატმან: ვნახოთ: მუქაფა: გუაც: მისი: გარდუხდელია:

აქა მისულა ზღვათა მეფისასა და ტარიელის ქორწილი:

1449. ზღვათა: მეფესა: წინაშე: გაგზავნა: მახარობელი: შესთვალა: მოვალ: ტარიელ: მტერთა: მძლე: მოსრვით: მსპობელი: ქაჯეთით: მამყავს: ჩემი: მზე: ჩემი: ლახვართა: მსობელი: მწადიან: გნახო: პატივით: ვითა: მამა: და: მშობელი:

1450. აწ: მე: მაქუს: ქაჯთა: ქუეყანა: და: მათი: დანადებია: მეფეო: კარგი: ყუელაი: მე: თქუენგან: წამკიდებია: ფატმანს: უხსნია: ჩემი: მზე: სდედებია: და: სდებია: ამისად: ნაცულად: რა: გიძღვნა: მძულს: ცუდი: ნაქადებია:

1451. მოდი: გუნახენ: გავიარდეთ: ქუეყანასა: შენსა: ვირე: სრულად: ქაჯთა: სამეფოსა: გიძღვნი: ჩემგან: შეიწირე: კაცნი: შენნი: შეაყენენ: ციხე: მაგრა: დაიჭირე: მე: ვისწრაფი: ვერა: გნახავ: შენ: წამოდი: ჩემ: კერძ: ირე:

1452. თქუენ: უბრძანე: ჩემმაგიერ: უსენს: ქმარსა: ფატმანისსა: გამოგზავნოს: იამების: ნახვა: მისი: ხსნილსა: მისსა: მისგან: კიდე: ინატრიდა: ჭურეტასამცა: სხვადღა: ვისსა: ვინ: მზესაცა: უნათლეა: ასრე: ვითა: ბროლი: ფისსა:

1453. რა: კაცი: ტარიელისა: ესტუმრა: ზღვათა: მფლობელსა: წესია: გული: გაჰკრთების: ამბავსა: გასაკრთომელსა: მისცა: მადლი: და: დიდება: ღმერთსა: მართლისა: მბრჭობელსა: მაშინვე: შეჯდა: არ: უნდა: მისულა: სხვისაღა: მხმობელსა:

1454. ბარგი: აჰკიდა: გააგო: ქმნა: ქორწილისა: მათისა: მას: მოაქუს: რიცხვი: ტურფათა: არს: სიდიადე: სათისა: ფატმან: ჰყავს: თანა: იარა: სავალი: დღისა: ათისა: უხარის: ნახვა: ლომისა: და: მზისა: ჴმელთა: მნათისა:

1455. შორს: გაეგებნეს: სამნივე: დიდსა: მეფესა: ზღვათასა: გარდაჴდეს: მდაბლად: აკოცეს: გარესწყდეს: ჯარსა: სპათასა: შეასხეს: ქება: ტარიელს: მან: მადლი: გაუათასა: ქალი: რა: ნახეს: ტრფიალობს: შუქსა: მას: ბროლ: ბაკმათასა:

1456. ფატმან: ხათუნს: მისსა: მჭურეტსა: ედებოდა: ცეცხლი: ნელი: მოეხვია: გარდუკოცნა: ჴელი: ფერხი: და: პირი: ყელი: იტყუის: ღმერთო: რა: გმსახურო: გამინათლდა: რათგან: ბნელი: ვცან: სიმოკლე: ბოროტისა: კეთილია: შენი: გრძელი:

1457. ქალი: ფატმანს: ეხვეოდა: ტკბილად: იტყუის: არგამწყრალი: ღმერთმან: გული: გამინათლა: გახეთქილი: გაცამწკრალი: აწ: აგრე: ვარ: გავსებული: წინას: ვიყავ: ვითა: მცხრალი: მზემან: შუქნი: შემომადგა: ვარდი: მით: ვჩან: არდამზრალი:

1458. ზღვათა: მეფე: გარდაიჴდის: მუნ: ქორწილსა: მეტად: დიდსა: ქაჯეთიცა: დაუმადლა: არ: გაუშვა: დღესა: შვიდსა: უხვად: გასცემს: საბოძვარსა: საჭურჭლესა: ანაკიდსა: პერპერასა: დაფანტულსა: ზედა: სცვეთდეს: ვითა: ჴიდსა: