... (S-4499), XVII ს.

აქა წასულა ავთანდილისაგან გულანშაროთ და ტარიელის შეყრა:

1345. გამოვლნა: ზღვანი: ავთანდილ: მგზავრითა: რითმე: ნავითა: პირმხიარული: აცორვებს: მართ: ოდენ: მარტო: თავითა: მას: შეყრა: ტარიელისა: უხარის: მით: ამბავითა: ჴელ: აპყრობილი: ადიდებს: ღ~თსა: გულ: საესავითა:

1346. მოწურვილ: იყო: ზაფხული: ქუეყნით: ამოსლვა: მწვანისა: ვარდის: ფურცლობის: ნიშანი: დრო: მათის: პაემანისა: ეტლის: ცვალება: მზისადა: შეჯდომა: საროსტანისა: სულთქნის: რა: ნახა: ყუავილი: მან: უნახავმან: ხანისა:

1347. აგრგვინდა: ცა: და: ღრუბელნი: ცროდეს: ბროლისა: ცვარითა: ვარდთა: აკოცა: ბაგითა: მისვე: ვარდისა: დარითა: უბრძანაგიჭურეტ: თვალითა: გულტკბილად: შემხედვარითა: მისად: სანაცვლოდ: მოვილხენ: თქუენთანა: საუბარითა:

1348. რა: მოეგონის: მოყვარე: სდინდიან: ცრემლნი: მწარენი: ტარიელისკენ: იარნა: მან: დღენი: საწყინარენი: უდაბურნი: და: უგზონი: უცხონი: რამე: არენი: სადაცა: ნახის: დაჴოცის: ლომ: ვეფხნი: მოშამბნარენი:

1349. ქუაბნი: გამოჩნდეს: იამა: იცნა: თქუა: იგი: კლდენია: სადა: ზის: ჩემი: ძმად: ფიცი: და: ვისთუის: ცრემლი: მდენია: ვღირს: ვარმცა: ვნახო: პირისპირ: უამბო: რაცა: მსმენია: არ: მოსრულ: იყოს: რაღა: ვქნა: ცუდ: ჩემი: განავლენია:

1350. თუ: მოსრულა: უღონიოდ: შინა: ხანსა: არ: დაზმიდა: მინდორს: სადმე: წავიდოდა: მჴეცისაებრ: ველთა: ვლიდა: სჯობს: თუ: შამბშამბ: წავიარო: უკუღმავე: იხედვიდა: ესე: თქუა: და: მიუქცია: მინდორთაკე: წამოვიდა:

1351. მიაცორვებს: და: იმღერის: მხიარულითა: გულითა: მართ: სახელდებით: უყივის: ჴმითა: მით: სიხარულითა: ცოტაი: წავლო: გამოჩნდა: მზე: სინათლითა: სრულითა: შამბისა: პირსა: ტარიელ: დგას: ჴმლითა: გამოწუდილითა:

1352. ტარიელს: ლომი: მოეკლა: მით: ჴრმალსა: სისხლი: სცხებოდა: შამბისა: პირსა: ქუეითი: დგა: ცხენი: არა: ხლებოდა: ყივილი: ავთანდილისა: ესმოდა: ეოცებოდა: შეხედა: იცნა: გაიქცა: მისკენ: მირბოდა: ხლტებოდა:

1353. ჴრმალი: გასტყორცა: ტარიელ: მიმართა: მისსა: ძმობილსა: ყმა: ცხენისაგან: გარდიჭრა: ჰგვანდა: ეტლისა: სწრობილსა: მართ: ერთმანერთსა: აკოცეს: დგანან: ყელ: გარდაჭდობილსა: ჴმა: შაქრისფერად: გაუჴდეს: ვარდსა: ხშირ: ხშირად: პობილსა:

1354. ტარიელ: მოთქუა: ტირილით: სიტყვა: ნატიფი: მჭევრები: სისხლისა: ღვარმან: შეღება: წითლად: გიშრისა: ტევრები: ალვასა: წყარო: ცრემლისა: მორწყავს: ნაკადი: ბევრები: რადგან: შენ: გნახე: რამგამა: პატიჟი: მჭირდეს: ბევრები:

1355. ტარიელ: ტირს: და: ავთანდილ: სიცილით: ეუბნებოდა: გაღიმდის: ძოწი: გააპის: კბილთაგან: ელვა: ჰკრთებოდა: ეტყოდა: ვსცანო: ამბავი: შენ: რომე: გიამებოდა: აწ: გაახლდების: ყუავილი: ვარდი: აქამდის: ჭკნებოდა:

1356. ტარიელ: უთხრა: ჰე: ძმაო: კმა: არს: დღეს: რაცა: მლხენია: ყოველი: ჩემი: სალხინო: მინახავს: ნახვა: შენია: სხვად: ნუ: ყოს: ღმერთმან: წამალი: არცა: რა: მოგისმენია: კაცმანმცა: სოფელს: ვით: ჰპოვა: რაცა: რა: საქმე: ზენია:

1357. რა: ტარიელ: არ: შესჯერდა: ავთანდილცა: არ: დასწყნარდა: მის: ამბვისა: დაყოვნება: ვეღარ: გასძლო: აუჩქარდა: გამოიღო: რიდე: მისი: ვინ: ბაგეთა: ვარდი: ვარდა: რა: ტარიელ: ნახა: იცნა: გამოიქცა: შემოვარდა:

1358. წიგნი: და: კიდე: რიდისა: იცნა: და: გაცაშალა: მან: პირსა: დაიდვა: დაეცა: ვარდმან: ფერითა: მკრთალამან: სულნი: გაიქცნეს: მოდრიკა: თავი: გიშრისა: ტალამან: მისნი: ვერ: გასძლო: პატიჟნი: ვერ: კაენ: ვერცა: სალამან:

1359. ავთანდილ: უჭვრეტს: ტარიელს: უსულოდ: ქუემდებარესა: შეჰფრინდა: შველად: მიმართა: მას: ტკბილად: მოუბარესა: ვერა: ვერ: არგო: დამწვარსა: სრულად: ცეცხლ: ნადებარესა: მისთა: ნიშტთაგან: სიცოცხლე: მართ: მისი: მიებარესა:

1360. ავთანდილ: დაჯდა: ტირილად: ჴმითა: მით: შვენიერითა: ყორანსა: გაგლეჯს: ხშირ: ხშირად: აფრთხობს: ბროლისა: ჭერითა: გახეთქა: ლალი: გათლილი: ანდამატისა: კვერითა: მუნით: წყარონი: გამოჩნდეს: ძოწისა: მგზავსე: ფერითა:

1361. პირსა: იხოკს: ღაწუთა: სისხლი: ჩაზდიოდა: მისსა: მჭურეტსა: რაცა: ვქენო: არ: უქმნია: არცა: შმაგსა: არცა: რეტსა: წყალი: სწრაფით: რას: დავასხი: ცეცხლსა: ძნელად: დასაშრეტსა: ჩქარად: ეცეს: ვერ: გაუძლებს: გული: ლხინსა: მეტის: მეტსა:

1362. მე: მოვჰკალ: ჩემი: მოყვარე: რა: მმართებს: გაწბილებულსა: თავსა: ვაბრალობ: ნაქმარსა: არ: დასმით: გაგონებულსა: ცრუ: კაცი: კარგად: ვერა: იქს: საქმესა: გაძნელებულსა: თქმულა: სიწყნარე: გმობილი: სჯობს: სიჩქარესა: ქებულსა:

1363. უცნობო: ქმნილი: ტარიელ: ძეს: მსგავსად: ნატუსალისად: ავთანდილ: ადგა: გამოვლნა: შამბნი: საძებრად: წყალისად: მან: ჰპოვა: სისხლი: ლომისა: მოაქვს: სავსებლად: ალისად: მკერდსა: დაასხა: გავეხდა: ლაჟვარდი: ფერად: ლალისად: