... (S-4499), XVII ს.

1421. შიგანია: მცველთა: მოვიცლი: მე: უნახავად: ჭირისად: თქუენ: გარეთ: კართა: ეცენით: კისკასად: მგზავსად: გმირისად: კლიტეთა: დავლეწ: გავახვამ: ნახოთ: გაღება: კარისად: თუ: რამ: სხვა: გვიჯბს: თქუენ: ბრძანეთ: ვარ: მრჩევლად: ამა: პირისად:

თათბირი ტარიელისა და სამგანვე ციხის კარს: შეჴდომა:

1422. ტარიელ: უთხრა: მე: თქუენი: ვცან: გმირთა: მეტი: გმირობა: თქუენსა: ძალგულსა: თქუენივე: ჰგავს: თათბირობა: პირობა: ვიცი: გწადს: ომი: ფიცხელი: არ: ცუდი: ჴრმალთა: ღირობა: კაციმცა: მაშინ: თქუენ: გახლავს: რა: ომმან: ქნას: გაჭირობა:

1423. მაგრა: იყუენით: ჩემთვისცა: საქმისა: რასმე: რჩევითა: ჴმა: ესმას: ჩემსა: ხელმქმნელსა: ზედა: გარდმოდგეს: მზე: ვითა: თქუენ: გქონდეს: ომი: ფიცხელი: უომრად: მნახოს: მე: ვითა: ესე: მე: დამსურის: ნუ: უბნობთ: სიტყუითა: თქუენ: სათნევითა:

1424. მაგა: თათბირსა: ესე: სჯობს: ვქმნათ: ჩემი: მონახსენები: გავიყოთ: კაცი: ასასი: რა: ღამე: ჩნდეს: ნათენები: სამთავე: სამგნით: მივმართოთ: ფიცხლად: დავსხლიტოთ: ცხენები: მოგუეგებვიან: ვემცრობით: ჩვენ: ჴრმალსა: მივსცემთ: მძლედ: ნები:

1425. ფიცხლად: შევებნეთ: შევსჯარნეთ: ვერ: მოგვასწრებენ: კარებსა: სამთაგან: ერთი: შეუვალთ: სხვა: გარეთ: ვსცემდეთ: გარებსა: მან: ერთმან: შიგნით: შიგანნი: მივსცნეთ: სისხლისა: ღვარებსა: ჴელი: კულავ: ვჴადოთ: აბჯარსა: მას: ჩვენგან: მძლედ: ნაჴმარებსა:

1426. ვინცა: შეუსწრას: ჰფარავსმცა: მას: ღმრთისა: საფარველია: კარნი: დალეწნეს: დაჴოცნეთ: ყოველი: კართა: მცველია: სამთავე: იქით: მივმართოთ: მაშინ: აღარა: ძნელია: ძლევა: მან: მოგუცეს: რომელი: სათქმლადცა: საზარელია:

1427. ფრიდონ: უთხრა: შემიგიან: გამიგია: ვიცი: მე: რა: მაგა: ცხენსა: ჩემეულსა: წამოასწრობს: კართა: ვერა: ოდეს: გიძღვენ: არ: ვიცოდი: ქაჯეთს: გუინდა: ქაჯთა: მზერა: თვარა: ყოლე: არ: გიძღუნიდი: ჩემი: გითხრა: სიძუნწე: რა:

1428. ფრიდონ: ლაღი: ამხაანგობს: საუბართა: ესოდენთა: ამაზედან: გაიცინნეს: მათ: წყლიანთა: სიტყუა: ბრძენთა: ერთმანეთსა: ელაღობნეს: ლაღობათა: მათთა: მშვენთა: გარდაჴდეს: და: დაეკაზმნეს: უკეთესთა: შესხდეს: ცხენთა:

1429. კვლავ: ერთმანერთსა: მიუგეს: სიტყვები: არ: პირმკუახები: დაასკვნეს: იგი: თათბირი: ტარიას: განაზრახები: გაიყვეს: კაცი: ას: ასი: ყველაი: გმირთა: სახები: ცხენებსა: შესხდეს: აიღეს: მათ: მათი: ჩაბალახები:

1430. იგი: ჭაბუკნი: შუქითა: ვნახენ: მზისაცა: მეტითა: მათ: სამთა: შვიდნი: მნათობნი: ჰფარვენ: ნათლისა: სვეტითა: ტარიელ: შავსა: ზედა: ზის: ტანითა: მით: წერწეტითა: დალივნეს: მტერნი: ომითა: ვითა: მჭურეტელნი: ჭურეტითა:

1431. ჩემი: აწ: ესე: ნათქვამი: მათი: სახე: და: დარია: რა: ზედა: სწვიმდეს: ღრუბელნი: და: მთათა: აღტყდეს: ღუარია: მოვა: და: ჴევთა: მოგრაგნის: ისმის: ზათქი: და: ზარია: მაგრა: რა: ზღვათა: შეერთვის: მაშინ: ეგრეცა: წყნარია:

1432. თუცა: ფრიდონ: და: ავთანდილ: სიკეთე: მიუწდომნია: მაგრა: ტარიას: შებმანი: არვისგან: მოსანდომნია: მზე: მნათობთაცა: დაჰფარავს: არცაღა: ნათლად: ხომნია: აწ: იყურებდით: მსმენელნო: გესმნენ: ფიცხელი: ომნია:

1433. სამთავე: სამად: გაიყუეს: თვითომან: თვითო: კარები: თანა: ჰყვა: კაცი: სამასი: ყუელაი: გმირთა: დარები: მას: ღამით: უქნეს: სადარო: უცრუო: ანაჩქარები: გათენდა: გაჩნდეს: მიმართეს: თავისთავ: ჰქონდა: ფარები:

1434. პირველ: ამოდ: მიდიოდეს: მგზავრთა: რათმე: მაგიერად: მათ: შიგანთა: ვერა: უგრძნეს: ვერცა: დახუდეს: გულჴმიერად: გულსა: შიში: არა: ჰქონდათ: ამოდ: დგეს: და: ნებიერად: მიდგეს: გარე: მუზარადნი: დაიხურნეს: ჟამიერად:

1435. ანაზდად: ცხენი: გაქუსლეს: მათრაჴმან: შექნა: წრიალი: რა: ნახეს: კარნი: გაახუნეს: ქალაქით: გაჴდა: ზრიალი: სამთავე: სამგნით: მიმართეს: თავსა: მით: უყვეს: რიალი: იკრეს: ნობსა: და: ტაბლაკსა: შეიქნა: ქოსთა: ტკრციალი:

1436. მაშინ: ქაჯეთს: მოიწია: უსაზომო: რისხვა: ღმრთისა: კრონოს: წყრომით: შემხედველმან: მოიშორვა: სიტკბო: მზისა: მათვე: რისხვით: გარდუბრუნდა: ბორბალი: და: სიმგრგულე: ცისა: ველნი: მკუდართა: ვერ: იტევდა: გადიადდა: ჯარი: მკვდრისა:

1437. კაცსა: უკრავად: დაბნედდის: ჴმა: ტარიელის: ხაფისა: აბჯარსა: ფრეწდის: გაცუდდა: სიმაგრე: ჯავშან: ქაფისა: სამგნითვე: კართა: შესჯარნეს: ჭირი: არ: ნახეს: კაფისა: რა: ქალაქს: შეჰჴდეს: შეიქმნა: სიხარკე: ციხეს: სწრაფისა:

1438. ავთანდილ: და: ლომი: ფრიდონ: შიგნით: ერთად: შეიყარნეს: მტერნი: სრულად: აეწყუიდნეს: სისხლი: მიწად: მოეღვარნეს: უყივლეს: და: ერთმანერთი: ნახეს: დიდად: გაეხარნეს: თქუეს: ტარიელ: რა: იქნაო: მისად: ჭურეტად: თუალნი: არნეს:

1439. ერთმანცა: არა: იცოდა: ვერა: სცნეს: ტარიერისა: ციხესა: კარსა: მიჰმართეს: რიდი: არ: ჰქონდა: მტერისა: მუნ: ნახეს: რიყე: აბჯრისა: ნალეწი: ჴრმალთა: წვერისა: ათი: ათასი: ნობათი: უსულო: მგზავსი: მტვერისა: