... (S-4499), XVII ს.

1535. მეფე: შეჯდა: გაეგებნეს: თავადნი: და: სრულად: სპანი: ვისცა: ესმის: მოვიდიან: მას: წინაშე: სხვაგნით: სხუანი: ყველაკაი: ღმერთსა: მადლობს: გაამაღლნეს: მათნი: ომანი: თქუეს: ბოროტსა: უმყოფოო: კეთილნია: შენთვის: მზანი:

1536. რა: ერთმანერთი: აუჩნდა: მიგებულ: მოსაგებავთა: ავთანდილ: ეტყუის: ტარიელს: სიტყვათა: დანაზებავთა: აგერა: ხედავთ: მინდორთა: მტვერითა: შენაღებავთა: ამისთვის: მიწვი: საჴმილი: გულსა: ეცხელა: ებავთა:

1537. ისია: ჩემი: გამზრდელი: და: ჩემთვის: მოგებებულა: იქი: ვერ: მივალ: მრცხუენიან: გულსა: საჴმილი: დებულა: ჩემად: არაკად: სულდგმული: კაცი: არ: დაბადებულა: რასაცა: მიზამთ: თქუენ: იცით: ფრიდონ: თქუენადვე: ხლებულა:

1538. ტარიელ: უთხრა: კარგსა: იქ: შენ: პატრონისა: კრძალვასა: აწ: დადეგ: იქი: ნუ: მოხვალ: იქმცა: უჩემოდ: ხალვასა: მე: მივალ: უთხრობ: მეფესა: შენგან: თავისა: მალვასა: ვეჭუ: ღ~: თითა: ადრე: შეგყარო: მზესა: მას: ტანად: ალვასა:

1539. მუნ: დადგა: ლომი: ავთანდილ: დაიდგა: მცირე: კარავი: ნესტანდარეჯან: მუნვე: დგას: იგია: მჭურეტთა: მზარავი: მისთა: წამწამთა: ნიავი: ქრის: ვითა: ქარი: არავი: წავიდა: მეფე: ინდოთა: მისრული: მიუპარავი:

1540. ფრიდონ: წაჰყუა: გაღანამცა: გავლეს: ველი: დიდსა: ხანსა: სცნა: მეფემან: ტარიელა: მარტო: მოვა: მოხრის: ტანსა: გარდაჴდა: და: თაყუანი: სცა: მას: უკადრსა: ლომებრ: ჯანსა: სდებს: პატივსა: ინდოთ: მეფეს: მართ: მამისა: შესაგვანსა:

1541. ტარიელცა: თაყუანი: სცა: მივა: კოცნად: სასალამოდ: მეფე: ყელსა: აკოცებდა: მართ: ბაგისა: სასალამოდ: გაკუირვებით: ეუბნების: არის: მისგან: სათამამოდ: შენ: მზე: ხარო: შენი: გაყრა: არის: დღისა: შესაღამოდ:

1542. გაეკვირვა: მეფე: მისსა: თვალადობა: სიტურფესა: პირსა: უჭურეტს: გაკუირვებით: უქებს: მკლავთა: სიალფესა: კულავ: ფრიდონცა: უსალამა: თაყუანი: სცა: მან: მეფესა: მას: მეფესა: ავთანდილის: ნახვისათვის: მოსწრაფესა:

1543. მეფე: ტარიას: ქებასა: დაჰკრთების: დაეღონების: ტარიელ: ეტყუის: მეფეო: აწ: გული: შენ: გემონების: მიკუირს: თუ: ეგრე: სიკეთე: თქუენ: ჩემი: რად: გეგონების: რათგან: ავთანდილ: შენია: სხვა: რად: ვინ: მოგეწონების:

1544. კვლა: მეფე: ჰკითხავს:: რა: უყავ: თქვენი: უღირსი: ძმობილი: თან: რად: არ: გახლავსთ: ეს: მიკვირს: სჭირს: რამე: დასაგმობილი: შენთა: წამალთა: ძებნითა: გულსა: ლახვარი: სობილი: ამა: ლაშქართა: თავადი: ჩემგან: ძეობით: ხმობილი.“:

1545. ნუ: გიკვირს: მისი: ვერ: ნახვა: და: დაყოვნება: ხანისა: მოდი: და: დავსხდეთ: მეფეო: ამოა: კორდი: მწვანისა: გკადრო: მიზეზი: მისისა: თქუენს: წინა: ვერ: მოტანისა: ვიაჯი: რასმე: აწ: მმართებს: მოთხოვა: მე: ფარმანისა:

1546. დასხდეს: მეფენი: მოადგა: გარე: სიმრავლე: რაზმისა: ტარიელს: პირსა: ციმციმი: ათქს: უნათლესი: ბაზმისა: ჭურეტა: ახელებს: მჭურეტელთა: ყოფა: ქცევისა: და: ზმისა: დაუწყო: თხრობა: მეფესა: სიტყვისა: ბრძნად: ნაკაზმისა:

1547. მეფეო: თავი: მემცრობის: ამისად: მოსახსენებლად: მაგრა: მოსრული: თქუენს: წინა: ვარ: შემოხუეწლად: ქენებლად: თვით: იგი: იაჯს: რომელიც: ჩანს: შუქთა: მზეებრ: მფენებლად: ვინ: არის: ჩემად: სინათლედ: და: ჩემად: გამათენებლად:

1548. აწ: ამას: გკადრებთ: ორნივე: ხვეწით: და: შემუდარებით: ავთანდილ: დამდვა: წამალი: მისგან: თავისა: დადებით: დავიწყდეს: რომე: პატიჟნი: ჩვენთანა: სჭირდეს: დარებით: არ: გაწყენ: გრძელი: ამბავი: არს: ჩუენგან: მიუმხვდარებით:

1549. თქუენთა: უყვარს: ერთმანერთი: ქალი: მას: და: იგი: ქალსა: მით: ვიგონებ: საბრალოსა: მტირალსა: და: ფერნამკრთალსა: მუჴლ: დაყრილი: გიაჯები: ნუღარ: აწვევ: იმათ: ალსა: რომე: მისცე: ქალი: შენი: მკლავმაგარსა: გულფიქალსა:

1550. ამის: მეტსა: არას: გკადრებ: არ: მოკლესა: არცა: გრძელსა: ამოიღო: ჴელმანდილი: მოინასკვა: იგი: ყელსა: ადგა: მუჴლნი: მიუყარნა: იაჯების: ვითა: მზრდელსა: გაუკვირდა: ყოვლსა: კაცსა: მის: ამბისა: მომსმენელსა:

1551. რა: ტარიელ: მუჴლ: მოყრილი: ნახა: მეფე: შეუზარდა: შორს: უკუდგა: თაყუანისსცა: ქუე: მიწამდის: დაუვარდა: მოახსენა: ჴელმწიფეო: ჭირი: ყოვლი: გაუქარდა: თქუენმან: აგრე: სიმდაბლემან: ნახვა: თქუენი: ჩამადარდა:

1552. ვით: ეგების: რაცა: გწადდეს: რომე: კაცი: არ: მოგთმინდეს: გებრძანამცა: სახლით: თქუენით: ცრემლი: არცა: მაშინ: მდინდეს: ანუ: მშურდეს: ქალი: ჩემი: საკუდავად: და: ტყვედცა: გინდეს: ქალმან: მისებრი: ვერა: პოვოს: ცათამდისცა: გაცაფრინდეს:

1553. მე: სიძესა: ავთანდილის: უკეთესსა: ვჰპოვებ: ვერა: თვით: მეფობა: ქალსა: ჩემსა: მივეც: აქვს: და: მას: ეფერა: ვარდი: ახლად: იფურჩნების: მე: ყვავილი: დამებერა: რადმცა: ვჰკადრე: შეცილება: რასაც: ოდენ: იგი: ჯერა:

1554. ქალსაცა: ჰკითხეთ: აცნობეთ: იქს: თქვენსა: გაგონებასა: მათ: ერთმანერთი: უნდოდეს: მეცა: ღმრთით: დავრთავ: ნებასა: მემცა: ნუ: ვნახავ: ცოცხალი: მე: რასმე: მათსა: ვნებასა: რადგან: შეყარა: მიზეზი: რა: მოაქვს: დაყოვნებასა: