... (S-4499), XVII ს.

1478. დიდებულთა: თაყვანისსცეს: მოახსენეს: დიდი: ქება: რომე: ღმერთმან: გაგვახარნა: კურთხეულა: მისი: ღმრთება: ჩვენ: გვიჩვენნა: პირი: თქუენი: აღარა: გუწვავს: ცეცხლთა: დება: წყლულსა: მისგან: დაკოდილსა: მასვე: ძალუც: განკურნება:

1479. მოვიდეს: და: პირი: ჴელთა: დასდვეს: აგრე: გარდაკოცნეს: მეფე: ეტყუის: ძმათა: თქუენთა: თავნი: ჩვენთუის: დაიჴოცნეს: იგი: შვება: საუკუნო: ცხადად: პოვეს: არ: იოცნეს: ერთსა: მიხუდეს: საზიაროდ: დიდებანი: იასოცნეს:

1480. თუცა: მე: მათი: დაჴოცა: მტკივის: და: სატკივარია: მაგრა: მათ: მიხუდა: უკვდავი: მუნ: დიდი: სანუკვარია: ესე: თქუა: ნელად: ატირდა: და: წვიმა: თოვლსა: არია: ნარგისთათ: იძვრის: ბორიო: ვარდსა: ზრავს: იანვარია:

1481. მუნ: ატირდეს: ყუელაკანი: რა: ტირილად: იგი: ნახეს: რაცა: ვისცა: დაჰკლებოდა: მათ: ტირილით: სულთქმით: ახეს: დადუმდეს: და: მოახსენეს: რათგან: ბრძენთა: მზეებრ: გსახეს: თქუენთა: მჭურეტთა: მღერა: მართებს: რასათვისმცა: ივაგლახეს:

1482. ვინ: ღირს: ა: თქუენგან: ეგზომსა: ტირილსა: შეჭირვებასა: თქვენთვის: სიკვდილი: დია: სჯობს: მიწათა: ზედა: რებასა: კულავ: ფრიდონ: ჰკადრა: მეფესა: ნურათ: იქთ: გამწარებასა: ღმერთიმცა: მუქფად: მოგიზღავს: ათასსა: გახარებასა:

1483. ავთანდილცა: მიუმტკივნა: იტყუის: დიდსა: სიმძიმილსა: მათ: შეასხეს: ქება: უთხრეს: თავნი: მივსცნეთ: აწ: ღიმილსა: რადგან: მიხუდა: წაჴდომილი: ლომი: მზესა: დაკარგულსა: აღარა: ვსტირთ: სატირალსა: აღარ: დავსდებთ: თვალთა: მილსა:

1484. მივიდეს: სადა: ქალაქი: დიდი: მულღაზანზარია: სცემდეს: ბუკსა: და: ტაბლაკსა: გაჴდა: ზათქი: და: ზარია: დაბდაბისა: და: ქოსისა: ჴმა: ტურფად: შენათხზარია: მოატყდეს: მოქალაქენი: დააგდეს: მუნ: ბაზარია:

1485. შუკათათ: მოდგნეს: ვაჭარნი: ყოვლგნით: მჭურეტელთა: ჯარია: შორს: უარებდეს: სარანგნი: ჴელთა: აქუს: მათ: აბჯარია: დაიჯრებოდეს: ჯალაბნი: სარანგთა: დამსაჯარია: მათთა: საჭურეტლად: მიშვება: მუნ: მათგან: ნააჯარია:

1486. გადაჴდეს: დაფრიდონისსა: სრა: ნახეს: მოსაწონები: გამოეგება: მრავალი: ოქროს: სარტყლითა: მონები: ფერჴთა: საფენლად: ოქსინო: მართ: მათგან: არს: ნაქონები: თავსა: აყრიდეს: ოქროსა: ხუეტს: ჯარი: მუნ: ნარონები:

აქა ქორწილი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ფრიდონისაგან:

1487. მათ: ქალ: ყმათათვის: საჯდომი: დაედგა: თეთრ: ძოწეული: წითელ: ყუითლითა: თვალითა: ზედან: კეკლუცად: ფრქვეული: ავთანდილისთვის: ყვითელი: და: შავი: ერთგან: რეული: მოვიდეს: დასხდეს: მჭურეტელვი: ვცან: მათი: სულ: დალეული:

1488. მგოსანნი: მოდგეს: ისმოდა: ჴმა: სიმღერისა: ტკბილისა: ქორწილი: ქნეს: და: შეიქნა: ძღვნობა: ლარისა: ლბილისა: ფრიდონის: პურად: კარგისა: არ: მასპინძლისა: წბილისა: ნესტანდარეჯანს: უშვენის: ღიმილი: ჩენა: კბილისა:

1489. მოიღეს: ძღვენი: უსახო: ფრიდონის: არა: ლქატისა: ცხრა: მარგალიტი: სიდიდით: მართ: ვითა: კუერცხი: ბატისა: კულა: ერთი: თვალი: სამგზავსო: მზისა: შუქ: მონამატისა: მას: წინა: ღამით: ძალედვის: მხატვარსა: ხატვა: ხატისა:

1490. კულავ: უძღუნა: თვითო: ფარღული: გარდასაყრელი: ყელისა: მრგულად: დათლილისა: თვალისა: იაგუნდისა: მრთელისა: კულავ: მოაქვს: ერთი: ტაბაკი: მძლედ: საჭირავი: ხელისა: ავთანდილისთვის: ლომისა: ძღვენი: ფრიდონის: ქველისა:

1491. იგი: ტაბაკი: სავსეა: მარგალიტითა: სხვილითა: ავთანდილს: უძღვნაყველაი: არა: სიტყუითა: წბილითა: აივსო: სახლი: სტვირითა: და: ოქსინოთა: ლბილითა: ტარიელ: მადლი: უბრძანა: ლაღმან: სიტყვითა: ტკბილითა:

1492. ფრიდონისგან: უსაზომო: ქორწილია: დღესა: რვასა: ყოვლთა: დღეთა: მიართმიდეს: უფასოსა: ძღვენსა: მზასა: დღე: და: ღამე: არ: გასწყუედდის: ჩაღანა: და: ჩანგი: ხმასა: აჰა: მიხუდეს: შესაფერნი: ყმა: ქალსა: და: ქალი: ყმასა:

1493. ტარიელ: ფრიდონს: უბრძანა: დღე: ერთ: სიტყუები: გულისა: არს: გული: თქუენი: სათქუენოდ: უფროსი: ძმისა: სრულისა: არ: გემუქფების: სიცოცხლე: არცა: მოცემა: სულისა: მე: თქუენგან: ვჰპოვე: მოკუდავმან: ჩემი: წამალი: წყლულისა:

1494. ავთანდილისგან: შენც: იცი: ჩემთვის: თავისა: დადება: აწ: მე: მაქუს: ნაცვლად: მისისა: მოჴმარებისა: წადება: შენ: მიდი: ჰკითხე: რა: უნდა: მან: ქნას: ამისი: ცხადება: ვითა: დამივსო: საჴმილი: ეგრე: მისიცა: კმა: დება:

1495. უთხრა: ძმაო: რა: გარდიჴდის: შენგან: ჩემსა: ჭირნახულსა: ღმერთი: მოგცემს: წყალობასა: მისგან: ზეცით: შესახულსა: თუ: ვერა: ვიქ: საწადელსა: შენსა: შენთვის: გაზრახულსა: არა: ვნახავ: სახლსა: ჩემსა: არ: დარბაზსა: არცა: ხულსა:

1496. აწ: მითხარ: ჩემგან: რა: გინდა: ანუ: რით: მოგეჴმარები: ვარჩევ: წავიდეთ: არაბეთს: იყავ: ჩემიცა: მარები: ტკბილი: სიტყუითა: გავმართოთ: და: ჴრმლითა: საომარები: თუ: შენ: შენს: ცოლსა: არ: შეგრთავ: მე: ჩემსა: არ: ვექმარები: