... (S-4499), XVII ს.

1555. თინათინს: ჰკადრეს: ყოველი: მეფეთა: ნაუბარია: გწადიან: მიგცე: ავთანდილს: პირ: ბრძენთა: საქებარია: ინდოთა: მეფე: შექნილა: ჩვენს: შუა: დამწყობარია: აწყა: გათავდეს: ყველაი: გული: გულს: შენებარია:

1556. ქალმან: ჰკადრა: თუ:: მეფეო: რადღა: ვიხმარებ: ენასა: მაგრამ: მოველი: მშობლურად: თქვენთაგან: არავე: წყენასა: თუ: თქვენ: გაწყინო: ნუმც: ოდეს: მოველი: ზეცით: ლხენასა: ბრზანებას: ვექმნე: მორჩილი: ესე: თურე: სწადს: ზენასა.:

1557. რომ: შეგერთო: ერთი: მონა: თქუენთვის: არცა: მაშინ: მშურდა: ვინმცა: გკადრა: შეცილება: უშმაგომცა: ვით: მოგმდურდა: თუ: ავთანდილ: არ: მიყუარდა: ასრე: მისთვის: რად: მამსურდა: დია: ღმერთოწინაშე: ვარ: ესე: ჩემგან: დადასტურდა:

1558. რა: ტარიელ: მეფისაგან: ესე: სიტყუა: მოისმინა: დადრკა: მძიმედ: ეთაყვანა: პირსა: ზედან: დაეფინა: კულავ: როსტენცა: თაყუანისცა: წამორევლო: წადგა: წინა: ერთმანერთი: მოიმადლეს: მათ: ერთსაცა: არ: ეწყინა:

1559. ტარიელ: ფრიდონ: გაგზავნა: მის: ყმისა: მოსაყვანელად: შესთუალა: მოდი: გიბრძანებს: იგი: შენ: ვისად: სჩანს: ელად: ჭირნი: გარდაჴდეს: მოგაკლდა: ცრემლი: ღაწვისა: მბანელად: ნუღარ: ეშიშვი: საჴმილსა: შენი: დამწველია: ნელად:

1560. ფრიდონ: შეჯდა: ავთანდილის: მახარობლად: გაექანა: ესდენ: დიდი: სიხარული: გაეხარნენ: მასმცა: განა: წავიდა: და: წამოუძღვა: მოიყუანა: მოჰყუა: თანა: მაგრა: ირცხვის: მეფისაგან: შუქი: ბნელად: მოევანა:

1561. მეფე: ადგა: მოეგება: ყმა: გარდაჴდა: რა: მივიდა: ხელთა: ჰქონდა: ჴელ: მანდილი: პირსა: მითა: იფარვიდა: მზე: ღრუბელსა: ეფარვოდა: ქუშდებოდა: ვარდსა: ზრვიდა: მაგრა: მისსა: შუენებასა: რამცა: ვითა: დაფარვიდა:

1562. მეფე: კოცნასა: ლამობდა: აღარა: ცრემლნი: სდენიან: ავთანდილ: ფერჴთა: ეხვევის: შუქნი: ქუე: დაუფენიან: უბრძანა: ადეგ: ნუ: ირცხვი: შენ: ზნენი: გამოგჩენიან: რადგან: მერჩიო: ნუ: მერცხვი: გაე: რასაღა: გრცხვენიან:

1563. მოეხვია: გარდაჰკოცნა: მან: პირისა: არემარე: დამივსეო: ცეცხლი: ცხელი: მაგრა: წყალი: არე: მარე: ვინ: გიშერი: დააჯოგე: და: წამწმისა: არემა: რე: გვალე: შეგყრი: ლომო: მზესა: თავი: მისკენ: არე: მარე:

1564. მეფე: ყელსა: ეხვეოდა: მას: ლომსა: და: ვითა: გმირსა: ახლოს: უზის: ეუბნების: აკოცებს: და: უჭვრეტს: პირსა: იგი: მზე: და: ჴელმწიფობა: ასრე: მიხვდა: ვითა: ღირსა: მაშინ: ლხინი: ამო: არის: რა: გარდიჴდის: კაცი: ჭირსა:

1565. ყმა: მეფესა: მოახსენებს: მიკუირს: სხვასა: რად: რას: ბრძანებ: რად: არ: გინდა: ნახვა: მზისა: ანუ: რადღა: აგვიანებ: მიეგებვი: მხიარული: სახლსა: თქუენსა: მოიყვანებ: შემოიმოს: შუქთა: მისთა: ნათლად: გარე: მოივანებ:

1566. ტარიელსცა: მოახსენა: შესხდეს: ქალსა: მიეგებნეს: მათ: სამთავე: გოლიათთა: მზისა: ფერად: ღაწუნი: ღებნეს: მიხუდეს: მათსა: საწადელსა: იგი: ჰპოეს: რაცა: ძებნეს: ჴელი: ჰჴადეს: ჴრმალთა: მათთა: არა: ცუდად: წელთა: ებნეს:

1567. მეფემან: ქალს: უსალამა: მან: შორით: გარდაჴდომილმან: დაუყუნა: თვალნი: ელვამან: მისთა: ღაწუთაგან: კრთომილმან: გამოეგება: აკოცა: კუბოსა: შიგან: ჯდომილმან: დაუწყო: ქება: მეფემან: თვით: ვერას: ვერ: მიხვდომილმან:

1568. ეტყვის: მზეო: ვითა: გაქო: ნათელო: და: დარიანო: შენთვის: ხელნი: გონებანი: არა: ცუდად: არიანო: მზიანო: და: მთვარიანო: ეტლად: რაო: და: რიანო: თქუენ: საჭურეტლად: აღარ: მინდით: არ: ვარდნო: და: არ: იანო:

1569. გაჰკუირდეს: ყოვლნი: მხედველნი: მისთა: ელვათა: ფენასა: ვით: მზემან: დაყუნა: მჭურეტელთა: თვალნი: ნათლისა: ჩენასა: სითაც: გამოჩნდის: იქმოდეს: ჯარნი: მუნითკენ: რბენასა: მისგან: დამწვარნი: მისცნიან: გულნი: ჭურეტითა: ლხენასა:

1570. შინა: წავიდეს: ყველანი: შინა: თავისა: დარებად: ჰგვანდეს: შვიდნივე: მნათობნი: მის: მზისა: დასადარებად: არ: მიწდომილის: სიტურფე: არს: მათგან: მიუხუდარებად: ადრე: მივიდეს: მეფისა: სახლად: სამყოფად: არებად:

1571. შევიდეს: ნახეს: თინათინ: მჭურეტთა: მიმცემი: ჭირისა: სკიპტროსან: გვირგვინოსანსა: შვენოდა: ცმა: პორფირისა: მისრულთა: პირსა: შეადგის: ელვა: მისისა: პირისა: შევიდა: მეფე: ინდოთა: მამაცად: მგზავსი: გმირისა:

1572. ტარიელ: და: ცოლმან: მისმან: ქალსა: მდაბლად: უსალამეს: მოეგებნეს: აკოცეს: და: საუბარი: დააამეს: იგი: სახლი: გაანათლეს: არ: ნათელი: შეაღამეს: ბროლ: ბალახში: გაალალეს: და: გიშერი: აწამწამეს:

1573. თინათინ: ზედა: აწვივნა: ტახტსა: მეფეთა: ზეთასა: ტარიელ: უთხრა: შენ: დაჯე: სწადიან: ბრჭესა: ბრჭეთასა: დღეს: ტახტი: შენი: შენ: გმართებს: მეტად: ყოველთა: დღეთასა: მე: ლომი: ლომთა: დაგისვა: გვერცა: შენ: მზესა: მზეთასა:

1574. ორთავე: ჴელი: მოჰკიდეს: და: დასვეს: ტახტსა: თავისსა: გვერცა: დაუსვეს: ავთანდილ: სურვილსა: მოეკლა: ვისსა: უნახავსა: და: ნახულსა: სჯობს: ყოვლსა: სანახავისსა: ნუ: ეჭუ: მიჯნურსა: მათებრსა: ნუცა: თუ: რამინს: და: ვისსა: