... (S-2829), 1688 წ.

1517. რა: ავთანდილ: ტარიასგან: ცნა: წასულასა: არ: დაშლიდა: არა: ჰკადრა: შეცილება: საუბარსა: ზედა: რთვიდა: ფრიდონ: კაცსა: დარჩეულსა: სათანაოდ: გარდასთულიდა: თანა: წაჰყვა: განაღამცა: მას: თანავე: გზასა: ვლიდა:

1518. ამ: საქმესა: დაფარულსა: ბრძენ: დიონოს: გააცხადებს: ღ~თი: კეთილს: მოავლინებს: და: ბოროტსა: არ: დაბადებს: ავსა: წამ: ერთ: შეამოკლებს: კარგსა: ხან: გრძლად: გააკვლადებს: თავსა: მისსა: უკეთესსა: უზადო: ჰყოფს: არ: აზადებს:

1519. ფრიდონისით: გაემართნეს: იგი: ლომნი: იგი: მზენი: თანა: მიჰყავს: პირი: მზისა: ქალი: მჭურეტთა: ამაზრზენი: ჰკიდავს: ბროლსა: ყორნის: ბოლო: ჩაწყობილი: ჩანათხზენი: მუნ: ბალახშსა: აშვენებდეს: სინატიფე: სინაზენი:

1520. იგი: მზე: უჯდა: კუბოსა: და: აგრე: არონინებდეს: მინადირობდეს: ნადირსა: მუნ: სისხლსა: დაადინებდეს: სადაცა: დახუდეს: ქვეყანა: მჭურეტელთა: მოალხინებდეს: მოეგებნიან: სძღნობდიან: აქებდეს: არ: აგინებდეს:

1521. მას: გვანდეს: თუმცა: სამყაროს: მზე: უჯდა: შუა: მთვარეთა: იარნეს: დღენი: მრავალნი: ლაღთა: ბრძნათ: მოუბარეთა: შიგან: მათ: დიდთა: მინდორთა: ყოვლგნით: კაც: მიუმხუდარეთა: სად: ყოფილ: იყო: ტარიელ: მიხუდა: მის: კლდისა: არეთა:

1522. ტარიელ: ბრძანა: მე: მმართებს: დღეს: თქვენი: მასპინძელობა: მუნ: მივალ: სადა: ყოფილ: ვარ: მჭირდა: სადამდის: ხელობა: მუნ: გვიმასპინძლოს: ასმათმან: მას: უც: ჴორცისა: ჴმელობა: მე: რომე: გიძღუნი: ტურფათა: აქოთ: ლარისა: ჭრელობა:

1523. მივიდეს: შიგან: გარდაჴდეს: ქვაბსა: მას: დიდთა: კლდეთასა: ასმათს: უც: ჴორცი: ირმისა: იქს: მასპინძლობა: კვეთასა: ამხანაგობდეს: ლაღობდეს: წასულასა: მათ: საქმეთასა: ღ~თსა: მადლობდეს: შეცულასა: ლხინად: ჭირისა: დღეთასა:

1524. მოიარეს: ქვაბოვანი: თამაშობდეს: მხიარულნი: ჰპოვნეს: იგი: საჭურჭლენი: ტარიასგან: დაბეჭდულნი: ვერცა: ვისგან: დანათვალნი: ვერცა: ვისგან: შეგებულნი: არ: თქვეს: თუ: არა: გვაქვსო: იგ: ამისთვის: გულ: ნაკლულნი:

1525. უბოძა: ტურფა: მრავალი: მათ: მათი: შესადარები: კვლა: ფრიდონისნი: აავსნა: სპა: ჰყვა: თუ: სპასალარები: აივსო: კაცი: ყველაი: მაშინ: მათ: თანა: ნარები: მაგრა: ძეს: რომე: საჭურჭლე: გვანდა: კაც: დაუკარები:

1526. ფრიდონს: უთხრა: ვალი: თქვენი: ჩემგან: ძნელად: გარდიჴდების: მაგრა: თქმულა: კარგის: მქმნელი: კაცი: ბოლოდ: არ: წახდების: აწ: საჭურჭლე: რაზომიცა: აქა: ძეს: და: ან: იდების: შენი: იყოს: ყველაკაი: შენ: წაიღე: ვითა: გხვდების:

1527. ფრიდონ: მადლი: გარდიხადა: ჰკადრა: მადლი: მეტის: მეტი: მე: მეფეო: რად: გგონივარ: უჭკუო: და: აგრე: რეტი: მტერი: ყოვლი: ჩალად: გიჩანს: ვინმცა: იყო: ვითა: კეტი: ჩემი: ლხინი: მუნამდისა: ვირე: ვიყო: შენი: მჭურეტი:

1528. ფრიდონ: კაცნი: დააბრუნნა: მოსასხმელად: აქლემისად: სახლსა: მისსა: მისაღებლად: მის: ყველასა: საჭურჭლისად: აწ: მუნითგან: გაემართნეს: არაბეთით: წავლად: გზისად: ავთანდილ: არს: გალეული: შესაყრელად: მთვარე: მზისად:

1529. მიხუდეს: არაბთა: საზღვარსა: რა: ვლეს: მრავალნი: ხანები: დახუდა: სოფლები: ციხები: ხშირ: ხშირად: თანის: თანები: მუნ: შიგა: მყოფსა: ემოსა: ტანსა: ლურჯი: და: მწვანები: ავთანდილისთვის: ყველაი: ცრემლითა: არს: ნაბანები:

1530. ავთანდილ: იცნეს: გაისმა: ჴმა: მათგან: სიხარულისა: დაიწყეს: ყოვლგნით: ლაშქართა: ქნა: მათკენ: სიარულისა: თაყვანის: სცემდეს: სიმრავლე: სპისა: პირ: მხიარულისა: ქალი: ნახიან: შვენება: თქვიან: არს: მზისა: სრულისა:

1531. ტარიელ: კაცი: გაგზავნა: წინაშე: როსტან: მეფესა: შესთვალა: გკადრებ: მეფეო: სურვილთა: საიეფესა: მე: მოვალ: მეფე: ინდოთა: დარბაზსა: თქვენსა: სეფესა: გიჩვენებ: ვარდსა: კოკობსა: უფრჭკნარსა: მოუკრეფესა:

1532. მაშინ: თქვენ: ჩემი: გეწყინა: ნახვა: მიწისა: შენისა: ცდა: შეპყრობისა: ავი: ჰქენ: შემოტეობა: ცხენისა: მე: შენთა: სპათა: ვაჩვენე: მიზეზი: რამე: წყენისა: დავჴოცე: მონა: მრავალი: მსახურნი: სრისა: თქვენისა:

1533. აწ: ამად: მოვალ: წინაშე: დავყარენ: ჩემნი: გზანია: შემინდოთ: რაცა: შეგცოდე: ჰქმნნეთ: გაწყრომისა: კმანია: ძღვენი: არა: მაქვს: მმოწმობენ: ფრიდონ: და: მისნი: ყმანია: ოდენ: ძღუნად: თქვენი: ავთანდილ: მე: თქვენთვის: მამიტანია:

1534. რა: მიუვიდა: მეფესა: მახარობელი: ჟამისა: ვით: გაეხარნეს: ვერ: იტყვის: ენა: ერთისა: წამისა: თინათინს: ღაწუთა: ემატა: ელვა: შუქისა: სამისა: ბროლსა: და: ლალსა: აშვენებს: მუნ: ჩრდილი: წარბ: წამწამისა:

1535. ტაბლაკსა: ჰკრეს: და: გაისმა: ჴმა: მაშინ: თქართქარებისა: ლაშქარნი: რბოდეს: მი: და: მო: ქნა: სწადდა: მათკენ: რებისა: დაიწყეს: მოსხმა: ცხენისა: მოღება: უნაგრებისა: შესხდეს: სიმრავლე: მოყმისა: მკლავ: ფიცხელ: გულ: მაგრებისა:

1536. მეფე: შეჯდა: გაეგებნეს: თავადნი: და: სრულად: სპანი: ვისცა: ესმის: მოვიდიან: მას: წინაშე: სხვაგნით: სხვანი: ყველაკაი: ღ~თსა: მადლობს: გაამაღლნეს: მათნი: ჴმანი: თქვეს: ბოროტსა: უმყოფოო: კეთილნია: ზენნი: მზანი: