... (S-2829), 1688 წ.

1577. მას: დღე: ავთანდილ: ჴელმწიფედ: ზის: და: ხელმწიფე: ზენია: მასთანა: მჯდომსა: ტარიელს: შვენიან: სინაზენია: ნესტანჯარ: უზის: თინათინს: ვინ: მჭურეტთა: ამაზრზენია: გავს: თუ: ცა: მოდრკა: ქვეყანად: შეყრილან: ოთხნი: მზენია:

1578. დაიწყეს: მორთმა: პურისა: ლაშქართა: მისო: მესავსისა: ძროხა: და: ცხვარი: დაკლული: არს: უმრავლესი: მხავსისა: შეიქმნა: ძღვნობა: ძღვენისა: მათისა: შესამგზავსისა: მათ: ყოვლთა: შუქი: ანათობს: პირისა: მზისა: მგზავსისა:

1579. იაგუნდისა: ჯამები: იყვის: ლალისა: ჭიქები: კვლა: უცხო: ფერთა: ჭურჭელთა: სხდის: უცხო: უცხო: სიქები: მის: ქორწილისა: მაქები: კაცი: ბრძენთაგან: იქები: მჭურეტელო: გულსა: ეტყოდი: ნუ: აიხსნები: იქ: ები:

1580. მუტრიბნი: მოდგეს: ყოველგნით: ისმოდის: ჴმა: წინწილისა: შეყრით: ძეს: გორი: ოქროსა: და: ბალახშისა: თლილისა: მსმელთათვის: წყარო: მილითა: ასგან: დის: კარგის: ღვინისა: ბინდით: ცისკრამდის: სმა: იყო: გარდაჴდა: ჟამი: დილისა:

1581. არა: დარჩა: უსაბოძვრო: არ: კოჭლი: და: არ: საპყარი: მოდიოდა: მარგალიტი: მოფანტული: მონაყარი: გაბედითდა: წასაღებლად: ატლასი: და: ოქრო: მყარი: სამ: დღე: იყო: ინდოთ: მეფე: ავთანდილის: ვით: მაყარი:

1582. მეფე: არაბთა: ხვალისა: კვლა: პურობს: არ: ღაფალია: ტარიელს: უთხრა: შენი: მზე: საჭურეტლად: სატურფალია: მეფე: ხარ: ყოვლთა: მეფეთა: და: ეგე: დედოფალია: ჴამს: ყურსა: გვეგდოს: საყურად: ჩვენ: თქვენი: ნატერფალია:

1583. აწ: მეფეო: არ: ეგების: ჩვენი: სხდომა: თქვენად: სწორად: საჴელმწიფო: საჯდომი: და: სხვა: დაუდგა: ტახტი: შორად: ქვემოდ: დასხნა: ავთანდილ: და: მისი: ცოლი: მათად: სწორად: პირველ: ძღვენი: ტარიასთვის: მოიღიან: იდვის: გორად:

1584. არაბთა: მეფე: იქცევის: იქს: ოდენ: არიფობასა: ზოგჯერ: მათ: ახლავს: ზოგჯერ: მათ: არ: იჴმობს: ჴელმწიფობასა: გასცემს: და: უქებს: ყოველნი: უხობა: იეფობასა: ფრიდონ: ზის: ახლოს: ავთანდილს: ჩვეული: ვით: მეფობასა:

1585. მეფესა: ქმრითურთ: პატივი: ჰქონდა: ინდოთა: ქალისა: სიყვარული: და: ჩუქება: ვით: სიძისა: და: რძალისა: რომე: სძღუნა: არა: ეგების: თქმა: არცა: ნაათალისა: თვითო: სკიპტრა: და: პორფირი: და: გვირგვინები: თვალისა:

1586. კვლა: უძღვნა: ძღვენი: ორთავე: მგზავსი: მათისა: ბედისა: ათასი: თვალი: ნაშობი: რომანულისა: დედისა: კვლა: მარგალიტი: ათასი: მართ: ვითა: კვერცხი: ტრედისა: ათასი: ცხენი: ტაიჭი: სიდიდით: მზგავსი: ქედისა:

1587. ფრიდონს: უძღვნა: ცხრა: ტაბაკი: მარგალიტი: თავ: შედგმული: ცხრა: ტაიჭი: ძვირფასისა: უნაგრითა: შეკაზმული: ინდოთ: მეფე: თაყვანსა: სცემს: ლაღი: ბრძენი: არ: მახმული: მადლი: ჰკადრა: მხიარულად: თუცა: იყო: ღვინო: სმული:

1588. რას: ვაგრძელებდე: გარდაჰჴდეს: დღენი: ერთისა: თვისანი: თამაშობდიან: არ: იყვნეს: ყოლ: არ: გაყრანი: სმისანი: ტარიელს: უძღუნიან: უცხონი: თვალნი: ლალისა: ქვისანი: მათ: ყოვლთა: მათნი: ელვანი: ჰფარვენ: მართ: ვითა: მზისანი:

1589. ტარიელ: გვანდის: ვარდსა: და: იყვის: ფიფქისა: მთოელად: ავთანდილ: როსტანს: წინაშე: გაგზავნა: დასათხოელად: შესთვალა: შენი: სიახლე: კმა: ჩემად: ლხინად: ყოელად: მტერთა: აქვს: ჩემი: სამეფო: ვიცი: მას: შიგან: მძოველად:

1590. უცებნი: მოსრნის: მცოდნელთა: ცოდნამან: ჴელოვნებამან: ვეჭუ: მოქცეს: თქვენცა: დაღრეჯა: ჩემმან: რისაცა: ვნებამან: წავიდე: ავი: არ: მიყოს: მე: აქა: დაყოვნებამან: ადრე: კულავ: გნახნე: მორჭმულნი: ინებოს: ღმრთისა: ნებამან:

1591. როსტევანს: ეთქვა: მეფეო: რად: ხართ: რასაცა: რიდითა: რაცა: გიჯობდეს: იქმოდით: გასჭურეტდით: გაიცდიდითა: ავთანდილ: თანა: წამოგყვეს: წადით: ლაშქრითა: დიდითა: თქვენთა: მტერთა: და: ორგულთა: დაჰფრეწდით: დაცასჭრიდითა:

1592. ავთანდილ: უთხრა: ტარიელს: ესე: სიტყვები: ორები: მან: უთხრა: გაე: ნუ: უბნობ: შეცევ: ბროლისა: ყორები: ახალ: შეყრილსა: მთვარესა: მზეო: ვით: მოეშორები: ავთანდილ: უთხრა: მაგითა: შენგან: არ: მოვიღორები:

1593. არ: დია: გინდა: წახვიდე: დამაგდო: ჩემად: მზრახებით: ეტყვის: თუ: ჩემი: სიცოცხლე: მიჩნდის: აქამდის: ოცებით: რადგან: მოგშორდი: დავრჩები: პატიჟთა: გასაოცები: შენგან: მოგვეცა: სიცოცხლე: შნგანვე: დავიჴოცებით:

1594. ტარიელს: უგავს: სიცილი: ბროლისა: ვარდთათ: ფრქვევასა: უბრძანა: ვიტყვი: უშენოდ: შენისა: უფრო: მე: ვასა: რადგან: გწადიან: წამომყევ: დამწამებ: ნურას: თნევასა: ავთანდილ: ბრძანებს: ლაშქართა: ყოვლგნით: მის: თანა: წვევსა:

1595. შეჰყარნა: სპანი: არაბეთს,: აღარა: ხანსა: ზმიდია: კაცი: ოთხმოცი: ათასი: ყველაი: დაკაზმულია: კაცსა: და: ცხენსა: ემოსა: აბჯარი: ხვარაზმულია: არაბთა: მეფე: მათითა: გაყრითა: ნაღველ: ჭმულია:

1596. ერთმანერთისა: გაყრილნი: ქალნი: ორნივე: დობილნი: ერთმანერთისა: დად: ფიცნი: არიან: მართ: შეკოდილნი: მკერდითა: მკერდსა: შეკრულნი: ყელისა: გარდაჭდობილნი: ტიროდეს: მათთა: მჭურეტელთა: გულნიცა: ესხნეს: წდობილნი: