... (S-2829), 1688 წ.

1537. რა: ერთმანერთი: აუჩნდა: მისაგებ: მოსაგებავი: ავთანდილ: ეტყვის: ტარიელს: სიტყვათა: დანაზებავთა: აიგერა: ხედავთ: მინდორთა: მტვერითა: შენაღებავთა: ამისთვის: ვიწუ: საჴმილი: გულსაედების: ენავთა:

1538. ისია: ჩემი: გამზრდელი: და: თქვენდა: მოგებებულა: იქი: ვერ: მივალ: მრცხვენიან: გულსა: საჴმილი: დებულა: ჩემად: არაკად: სულ: დგმული: კაცი: არ: დაბადებულა: რასაცა: მიზამთ: თქვენ: იცით: ფრიდონ: თქვენადვე: ხლებულა:

1539. ტარიელ: უთხრა: კარგსა: იქ: შენ: პატრონისა: კრძალვასა: აწ: დადეგ: იქი: ნუ: მოხუალ: იქმცა: უჩემოდ: ხალვასა: მე: მივალ: უთხრობ: მეფესა: შენგან: თავისა: მალვასა: ვაზრობ: რომ: ადრე: შეგყარო: მზესა: მას: ტანად: ალვასა:

1540. მუნ: დადგა: ლომი: ავთანდილ: დაიდგა: მცირე: კარავი: ნესტან: დარეჯან: მუნვე: დგას: იგია: მჭურეტთა: მზარავი: მისთა: წამწამთა: ნიავი: ქრის: ვითა: ქარი: არავი: წავიდა: მეფე: ინდოთა: მისრული: მიუპარავი:

1541. ფრიდონ: წაჰყვა: გაღანამცა: გავლეს: ველი: დიდსა: ხანსა: ცნა: მეფემან: ტარიელ: არს: მარტო: მოხრის: მონა: ტანსა: გარდაჰჴდა: და: თაყვანი: სცა: მას: უკადრსა: ლომებრ: ჯანსა: სდებს: პატივსა: ინდოთ: მეფეს: მართ: მამისა: შესაგვანსა:

1542. ტარიელცა: თაყვანი: სცა: მივა: კოცნად: სასალამოდ: მეფე: ყელსა: ეხვეოდა: მართ: ბაგისა: დასა: ამოდ: გაკვირვებით: ეუბნების: არის: მისგან: სათამამოდ: შენ: მზე: ხარო: შენი: გაყრა: არის: დღისა: და: საღამოდ:

1543. გაეკვირვა: მეფე: მისსა: თვალადობა: სიტურფესა: პირსა: უჭურეტს: გაკვირვებით: უქებს: მკლავთა: სიმაგრესა: კვლა: ფრიდონცა: უსალამა: თაყვანისცა: მან: მეფესა: მას: მეფესა: ავთანდილის: ნახვისათვის: მოსწრაფესა:

1544. მეფე: ტარიას: ქებასა: დაჰკრთების: დაეღონების: ტარიელ: ეტყვის: მეფეო: აწ: გული: შენ: გემონების: მიკვირს: თუ: ეგრე: სიკეთე: თქვენ: ჩემი: რად: გეგონების: რათგან: ავთანდილ: შენია: სხვა: რად: ვინ: მოგეწონების:

1545. ნუ: გიკვირს: მისი: ვერ: ნახვა: და: დაყოვნება: ხანისა: მოდი: და: დავსხდეთ: მეფეო: ამოა: კორდი: მწვანისა: გკადრო: მიზეზი: მისისა: თქვენს: წინა: ვერ: მოტანისა: ვიაჯი: რასმე: მე: მმართებს: მოთხოვა: აწ: ფარმანისა:

1546. დასხდეს: მეფენი: მოადგა: გარე: სიმრავლე: რაზმისა: ტარიელს: პირსა: ციმციმი: ათქს: უნათლესი: ბაზმისა: ჭურეტა: ახელებს: მჭვრეტელთა: ყოფა: ქცევისა: და: ზმისა: დაუწყო: თხრობა: მეფესა: სიტყვისა: ბრძნად: ნაკაზმისა:

1547. მეფეო: თავი: მემცრობის: მე: მისად: მოსახსენებლად: მაგრა: მოსრული: თქვენს: წინა: ვარ: შემომხვეწლად: მქენებლად: თვით: იგი: იაჯს: რომელი: ჩანს: მზეებრ: შუქთა: მფენებლად: ვინ: არის: ჩემად: სინათლედ: და: ჩემად: გამათენებლად:

1548. ამას: ვიკადრებთ: ორნივე: ხვეწით: და: შემუდარებით: ავთანდილ: დამდვა: წამალი: მისგან: თავისა: დადებით: დაჰვიწყდეს: რომე: პატიჟნი: სჭირდეს: ჩვენთავე: დარებით: არ: გაწყენ: გრძელი: ამბავი: არს: ჩვენგან: მიუმხუდარებით:

1549. თქვენთა: უყვარს: ერთმანერთი: ქალი: მას: და: იგი: ქალსა: მით: ვიგონებ: საბრალოსა: მტირალსა: და: ფერ: ნამკრთალსა: მუჴლ: მოყრილი: გიაჯები: ნუღარ: აწვევ: იმათ: ალსა: რომე: მისცეთ: ქალი: შენი: მკლავ: მაგარსა: გულ: ფიქალსა:

1550. ამის: მეტსა: არას: გკადრებ: არ: მოკლესა: არცა: გრძელსა: ამოიღო: ჴელ: მანდილი: მოინასკვა: იგი: ყელსა: ადგა: მუჴლნი: მიუყარნა: იაჯების: ვითა: მზრდელსა: გაუკვირდა: ყოვლსა: კაცსა: მის: ამბისა: მომსმენელსა:

1551. რა: ტარიელ: მუჴლ: მოყრილი: ნახა: მეფე: შეუზარდა: შორს: უკუდგა: თაყვანისცა: ქვე: მიწამდის: დაუვარდა: მოახსენა: ჴელმწიფეო: ლხინი: ყოვლი: გაუქარდა: თქვენმან: აგრე: სიმდაბლემან: ნახვა: თქვენი: დამადარდა:

1552. ვით: ეგების: რაცა: გწადდეს: რომე: კაცი: არ: მოგთმინდეს: ანუ: მშურდეს: ქალი: ჩემი: საკლავად: და: ტყვედცა: გინდეს: გებრძანამცა: სახლით: თქვენით: ცრემლი: არცა: მაშინ: მდინდეს: სხვა: მისებრი: ვერა: ჰპოოს: ცათამდისცა: გაცაფრინდეს:

1553. მე: სიძესა: ავთანდილის: უკეთესსა: ვჰპოვებ: ვერა: თვით: მეფობა: ქალსა: ჩემსა: მივეც: მას: აქვს: და: ეფერა: ვარდი: ახლად: იფურჭკნების: მე: ყვავილი: დამებერა: რამცა: ვჰკადრე: შეცილება: რასაც: ოდენ: იგი: ჯერა:

1554. რომ: შეგერთო: ერთი: მონა,: თქვენთვის: არცა: მაშინ: მშურდა.: ვინმცა: გკადრა: შეცილება,: უშმაგომცა: ვით: მოგმდურდა!: თუ: ავთანდილ: არ: მიყვარდა,: ასრე: მისთვის: რად: მამსურდა?: დია,: ღ~თო,წინაშე: ვარ,: ესე: ჩემგან: დადასტურდა”.:

1555. რა: ტარიელ: მეფისაგან: ესე: სიტყვა: მოისმინა: დადრკა: მდაბლად: ეთაყვანა: პირსა: ზედან: დაეფინა: კვლა: მეფემან: თაყვანისცა: წამორევლო: წადგა: წინა: ერთმანერთი: მოემადლეს: მათ: ერთსაცა: არ: ეწყინა:

1556. ტარიელ: ფრიდონ: გაგზავნა: მის: ყმისა: მოსაყვანელად: შესთვალა: მოდი: გიბრძანებს: იგი: შენ: ვისად: სჩანს: ელად: ჭირნი: გარდაჴდეს: მოგაკლდა: ცრემლი: ღაწვისა: მბანელად: ნუღარ: ეშიშვი: საჴმილსა: შენი: დამწველია: ნელად: