... (S-2829), 1688 წ.

1437. თუცა: ფრიდონ: და: ავთანდილ: სიკეთე: მიუწდომნია: მაგრა: ტარიას: შემბმელნი: არვისგან: მოსანდომნია: მზე: მნათობთაცა: დაჰფარავს: არცაღა: ნათლად: ჴომნია: აწ: იყურებდით: მსმენელნო: გესმნენ: ფიცხელი: ომნია:

1438. სამთავე: სამად: გაიყვეს: თვითომან: თვითო: კარები: თანა: ჰყვა: კაცი: სამასი: ყველაი: გმირთა: დარები: მას: ღამით: უქნეს: სადარნო: უცრუო: ანაჩქარები: გათენდა: გაჩნდეს: მიმართეს: თავის: თავ: ჰქონდა: ფარები:

1439. პირველ: ამოდ: მიდიოდეს: მგზავრთა: რათმე: მაგიერად: მათ: შიგანთა: ვერა: უგრძნეს: ვერცა: დახვდეს: გულ: ჴმიერად: გულსა: შიში: არა: ჰქონდა: ამოდ: დგეს: და: ნებიერად: მიდგეს: გარე: მუზარადნი: დაიხურნეს: ჟამიერად:

1440. ანაზდად: ცხენი: გაქუსლეს: მათრაჴმან: შექნა: წრიალი: რა: ნახნეს: კარნი: გაახვნეს: ქალაქით: გაჴდა: ზრიალი: სამთავე: სამგნით: მიჰმართეს: თავსა: მით: უყვეს: რიალი: იკრეს: ნობსა: და: დაბდაბსა: შეიქნა: ბუკთა: ტკრციალი:

1441. მაშინ: ქაჯეთს: მოიწია: უსაზომო: რისხვა: ღ~თისა: კრონოს: წყრომით: შემხედველმან: მოიშორვა: სიტკბო: მზისა: მათვე: რისხვით: გარდუბრუნდა: ბორბალი: და: სიმგრგვლე: ცისა: ველნი: მკვდართა: ვერ: იტევდა: გადიადდა: ჯარი: მკვდრისა:

1442. კაცსა: უკრავად: დაბნედდის: ჴმა: ტარიელის: ჴაფისა: აბჯარსა: ფრეწდის: გაცუდდა: სიმაგრე: ჯავშან: ქაფისა: სამგნითვე: კართა: შესჯარნეს: ჭირი: არ: ნახეს: კაფისა: რა: ქალაქს: შეჴდეს: შეიქმნა: სიხარკე: ციხეს: სწრაფისა:

1443. ავთანდილ: და: ლომი: ფრიდონ: შიგნით: ერთად: შეიყარნეს: მტერნი: სრულად: აეწყვიდნეს: სისხლი: მათნი: მოეღვარნეს: უყივლეს: და: ერთმანერთი: ნახეს: დიდად: გაეხარნეს: თქვეს: ტარიელ: რა: იქნაო: მისთვის: ჭურეტად: თვალნი: არნეს:

1444. ერთმანცა: არა: იცოდა: ვერა: ცნეს: ტარიერისა: ციხესა: კარსა: მიჰმართეს: რიდი: არ: ჰქონდა: მტერისა: მუნ: ნახეს: რიყე: აბჯრისა: ნალეწი: ორმალთა: წვერისა: ათი: ათასი: ნობათი: უსულო: მგზავსი: მტვერისა:

1445. ციხისა: მცველნი: ყველაი: იდვა: მართ: ვითა: სნეული: თავით: ფერჴამდი: დაჭრილი: აბჯარი: მუნ: დახეული: ციხისა: კარნი: განხმულნი: კართა: ნალეწი: სრეული: თქვეს: ნაქმრად: ტარიელისად: საქმე: არს: ეს: მისეული:

1446. გზანი: დახუდეს: შეკაფულნი: ავიდეს: და: აძურეს: ხვრელსა: ნახეს: მზისა: შესაყრელად: გამოეშვა: მთვარე: გველსა: მუზარადი: მოეჴადა: ჰშვენის: აკვრა: თმისა: ლელსა: მკერდი: მკერდსა: შეეწება: გარდაეჭდო: ყელი: ყელსა:

1447. ეხვეოდეს: ერთმანერთსა: აკოცეს: და: ცრემლნი: ღვარნეს: ამას: გვანდეს: ოდეს: ერთგან: მუშთარ: ზუალ: შეიყარნეს: მზე: რა: ვარდსა: შემოადგეს: დაშვენდენ: და: შუქნი: არნენ: აქანამდის: ჭირ: ნახულთა: ამას: იქით: გაიხარნეს:

1448. მათ: ერთმანერთსა: აკოცეს: დგანან: ყელ: გარდაჭდობილნი: კვლა: შეეწებნეს: ჴშირ: ჴშირად: ვარდნი: ბაგეთათ: პობილნი: აწ: ესენიცა: გავიდეს: შეკრბეს: სამნივე: ძმობილნი: მას: მზესა: მისცეს: სალამი: წარდგეს: მართ: ვითა: ჴმობილნი:

1449. მზე: მოეგება: პირითა: ტურფითა: მოცინარითა: აკოცა: მისთა: მეშველთა: ლაღმან: ცნობითა: წყნარითა: მათ: მდაბლად: მადლი: უბრძანა: სიტყვითა: მით: ნარნარითა: ორივე: ერთგან: უბნობდეს: ამოთა: საუბნარითა:

1450. ტარიელსცა: უსალამეს: მას: ალვისა: მორჩსა: ვით: ხეს: მიულოცეს: გამარჯვება: ერთმანერთი: მოკითხეს: არა: სჭირდა: არ: ინანეს: რომ: აბჯარი: არ: გაითხეს: თავნი: მათნი: გაალომეს: მათი: მბრძოლი: იშულეს: ითხეს:

1451. სამასისა: კაცისაგან: ასსამოცი: შეჰყოლოდა: ფრიდონს: უმძიმს: სპათა: მისთა: მაგრა: ცალკერძ: უხაროდა: მონახეს: და: არ: აცოცხლეს: რაც: მებრძოლი: დარჩომოდა: რომე: ჰპოვნეს: საჭურჭლენი: აწცა: თვალვა: ვით: ითქმოდა:

1452. მოკრიფეს: ჯორი: აქლემი: რაცა: ვით: პოვეს: მალები: სამიათასსა: აჰკიდეს: მარგალიტი: და: თვალები: თვალი: ყველაი: დათლილი: იაგუნდი: და: ლალები: იგი: მზე: შესვეს: კუბოსა: არს: მათგან: განაკრძალები:

1453. სამოცი: კაცი: დააგდეს: ქაჯეთს: ციხისა: მცველია: წამოიყვანეს: იგი: მზე: მათიღა: წაგურა: ძნელია: ზღვათა: ქალაქსა: დაჰმართეს: თუცა: გზა: მუნით: გრძელია: თქვეს: ფატმან: ვნახოთ: მუქაფა: გვაც: მისი: გარდუჴდელია:

1454. ზღვათა: მეფესა: წინაშე: გაგზავნა: მახარობელი: შესთვალა: მოვალ: ტარიელ: მტერთა: მძლე: მოსრვით: მსპობელი: ქაჯეთით: მამყავს: ჩემი: მზე: ჩემი: ლახუართა: მსობელი: მწადიან: გნახნე: პატივით: ვითა: მამა: და: მშობელი:

1455. აწ: მე: მაქვს: ქაჯთა: ქვეყანა: და: მათი: დანადებია: მეფეო: კარგი: ყველაი: მე: თქვენგან: წამკიდებია: ფატმანს: უხსნია: ჩემი: მზე: სდედებია: და: სდებია: ამისად: ნაცულად: რა: გიძღვნა: მძულს: ცუდი: ნაქადებია:

1456. მოდი: გუნახენ: გავიარდეთ: ქვეყანასა: შენსა: ვირე: სრულად: ქაჯთა: სამეფოსა: გიძღუნი: ჩემგან: შეიწირე: კაცნი: შენნი: შეაყენენ: ციხე: მაგრად: დაიჭირე: მე: ვისწრაფი: ვერა: გნახავ: შენ: წამოდი: ჩემ: კერძ: ირე: