... (S-2829), 1688 წ.

1557. ფრიდონ: შეჯდა: ავთანდილის: მახარობლად: გაექანა: ასდენ: დიდი: სიხარული: გაეხარნენ: მასცა: განა: წავიდა: და: წამოუძღვა: მოიყვანა: მოჰყვა: თანა: მაგრა: ირცხვის: მეფისაგან: შუქი: ბნელად: მოევანა:

1558. მეფე: ადგა: მოეგება: ყმა: გარდახდა: რა: მივიდა: ჴელთა: ჰქონდა: ჴელმანდილი: პირსა: იმით: იფარვიდა: მზე: ღრუბელსა: მოჰფარვოდა: ქუშდებოდა: ვარდსა: ზრვიდა: მაგრა: მისსა: შვენებასა: რამცა: ვითა: დაფარვიდა:

1559. მეფე: კოცნასა: ჰლამობდა: აღარა: ცრემლნი: სდენიან: ავთანდილ: ფერჴთა: ეხვევის: შუქნი: ქვე: დაუფენიან: უბრძანა: ადეგ: ნუ: ირცხვი: შენ: ზნენი: გამოგჩენიან: რათგან: მერჩიო: ნუ: მერცხვი: გაე: რასაღა: გრცხვენიან:

1560. მოეხვია: გარდაჰკოცნა: მან: პირისა: არე: მარე: დამივსეო: ცეცხლი: ცხელი: მაგრა: წყალი: არე: მარე: ვინ: გიშერი: დააჯოგა: წარბ: წამწმისა: არემარე: გვალე: შეგყრი: ლომო: მზესა: თავი: მისკენ: არე: მარე:

1561. მეფე: ყელსა: ეხვეოდა: მას: ლომსა: და: ვითა: გმირსა: ახლოს: უზის: ეუბნების: აკოცებს: და: უჭურეტს: პირსა: იგი: მზე: და: ჴელმწიფობა: ასრე: მიხუდა: ვითა: ღირსა: მაშინ: ლხინი: ამო: არის: რა: გარდიჴდის: კაცი: ჭირსა:

1562. ყმა: მეფესა: მოახსენებს: მიკვირს: სხვასა: რად: არ: ბრძანებ: რად: არ: გინდა: ნახვა: მზისა: ანუ: რადღა: აგვიანებ: მიეგებვი: მხიარულსა: სახლსა: შენსა: მოიყვანებ: შემოიმოს: შუქთა: მისთა: ნათლად: გარე: მოივანებ:

1563. ტარიელსცა: მოახსენა: შესხდეს: ქალსა: მიეგებნეს: მათ: სამთავე: გოლიათთა: მზისა: ფერად: ღაწუნი: ღებნეს: მიხუდეს: მათსა: საწადელსა: იგი: პოვეს: რაცა: ძებნეს: ჴელი: ჰჴადეს: ხრმალთა: მათთა: არა: ცუდად: წელთა: ებნეს:

1564. მეფემან: ქალს: უსალამა: მან: შორით: გარდახდომილმან: დაუყვნა: თვალნი: ელვამან: მისთა: ღაწვთაგან: კრთომილმან: გამოეგება: აკოცა: კუბოსა: შიგან: მჯდომილმან: დაუწყო: ქება: მეფემან: თვით: ვერას: ვერ: მიხვდომილმან:

1565. ეტყვის: მზეო: ვითა: გაქო: ნათელო: და: დარიანო: შენთვის: ხელნი: გონებანი: არა: ცუდად: არიანო: მზიანო: და: მთვარიანო: ეტლად: რაო: და: რიანო: თქვენ: საჭურეტლად: აღარ: მინდით: არ: ვარდნო: და: არ: იანო:

1566. გაჰკვირდეს: ყოვლნი: მხედველნი: მისთა: ელვათა: ფენასა: ვით: მზემან: დაყვნა: მჭურეტელთა: თვალნი: ნათლისა: ჩენასა: სითცა: გამოჩნდის: იქმოდეს: ჯარნი: მუნითკენ: რბენასა: მისგან: დამწვარნი: მისციან: გულნი: მჭურეტითა: ლხენასა:

1567. შინა: წავიდეს: ყოველნი: შესხდნენ: თავისა: დარებად: ჰქონდეს: შვიდნივე: მნათობნი: მის: მზისა: დასადარებად: არ: მიიხდომის: სიტურფე: არს: მათგან: მიუმხვდარებად: ადრე: მივიდეს: მეფისა: სახლად: სამყოფად: არებად:

1568. შევიდეს: ნახეს: თინათინ: მჭურეტთა: მიმცემი: ჭირისა: სკიპტროსან: გვირგვინოსანსა: ჰშვენოდა: ცმა: პორფირისა: მისრულთა: პირსა: შეადგა: ელვა: შუქისა: მისისა: შევიდა: მეფე: ინდოთა: იგი: მზე: მგზავსი: გმირისა:

1569. ტარიელ: და: ცოლმან: მისმან: ქალსა: მდაბლად: უსალამეს: მოეგებნეს: აკოცეს: და: საუბარი: დააამეს: იგი: სახლი: გაანათლეს: არ: ნათელი: შეაღამეს: ბროლ: ბალახში: გააღაწვეს: და: გიშერი: აწამწამეს:

1570. თინათინ: ზედა: აწვივა: ტახტსა: მეფეთა: ზეთასა: ტარიელ: უთხრა: შენ: დაჯე: სწადიან: ბრჭესა: ბრჭეთასა: დღეს: ტახტი: შენი: შენ: გმართებს: მეტად: ყოველთა: დღეთასა: მე: ლომი: ლომთა: დაგისვამ: გვერდსა: შენ: მზესა: მზეთასა:

1571. ორთავე: ჴელი: მოჰკიდეს: და: დასვეს: ტახტსა: თავისსა: გვერდსა: დაუსვეს: ავთანდილ: სურვილსა: მოეკლა: ვისსა: უნახავსა: და: ნახულსა: სჯობს: ყოვლსა: სანახავისსა: ნუ: ეჭუ: მიჯნურად: მათებრსა: ნუცა: თუ: რამინს: და: ვისსა:

1572. ქალსა: შესწბა: გაუკვირდა: ავთანდილის: გვერდსა: ჯდომა: ფერი: ჰკრთა: და: გაუფიცხა: შე: და: გამო: გულმან: კრთომა: მეფე: ეტყვის: შვილო: ჩემგან: გაქვ: სირცხვილი: ნუ: რა: ზომა: ბრძენთა: უთქვამს: სიყვარული: ბოლოდ: მისი: არ: წაჴდომა:

1573. აწ: შვილო: ღ~თნ: თქვენ: მოგცეს: ათას: წელ: დღეთა: გრძელობა: სვე: სვიანობა: დიდობა: კვლა: ჭირთა: გარდუჴდელობა: ცამცა: ნუ: შეგცულის: მათებრი: მოგხვდების: შეუცვლელობა: მე: მასწრას: თწვენგან: სამარე: მიწათა: შემომყრელობა:

1574. მართ: მეფემან: სპათა: ბრძანა: ავთანდილის: თაყვანება: ესეაო: მეფე: თქვენი: ასრე: იქმნა: ღ~თისა: ნება: დღეს: ამას: აქვს: ტახტი: ჩემი: მე: სიბერე: ვითა: სნება: ჩემად: სწორად: მსახურებდით: დაიჭირეთ: ჩემი: მცნება:

1575. ლაშქარნი: და: დიდებულნი: დადრკეს: მდაბლად: ეთაყვანნეს: მოახსენეს: მიწად: ვექმნნეთ: ვინცა: მიწად: მიგვიყვანნეს: მორჩილ: ქმნილნი: დაგვადიდნეს: ურჩნი: მკვდართა: დაგვაგვანნეს: მტერთა: მკლავნი: შეაძუტნეს: გულნი: ჩვენნი: აგულოვნნეს:

1576. ტარიელცა: უთხრა: ქებით: იმედისა: გადიდება: ქალსა: უთხრა: შემიყრიხართ: აღარა: გწვავს: ცეცხლთა: დება: ქმარი: შენი: ძმაა: ჩემი: მწადს: ეგრევე: თქვენი: დება: ორგულთა: და: შემცოდეთა: თქვენთა: მე: ვქნა: გაფლიდება: